ყველაზე შოვინისტური ქვეყნების რეიტინგში საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა

ყველაზე შოვინისტური ქვეყნების რეიტინგში საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა

access_time2019-09-07 15:00:15

 

ფიქრობთ, რომ თქვენი კულტურა სხვა ერების კულტურაზე უფრო აღმატებულია? ამ შეკითხვას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავებული პასუხები გასცეს.

 

შოვინიზმის აკვნები

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის 33 ქვეყნიდან 8-ში  რესპონდენტების ორი მესამედს სჯერა, რომ მათი კულტურა სხვა ქვეყნებისაზე უპირატესია. ამ რვა ქვეყნიდან ყველა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ესენია:

  • საბერძნეთი – 89%
  • საქართველო – 85%
  • სომხეთი – 84%
  • რუსეთი – 69%
  • ბულგარეთი – 69%
  • ბოსნია – 68%
  • რუმინეთი – 66%
  • სერბეთი – 65%

კულტურული შოვინიზმი ერთნაირად ძლიერია ბალკანეთის ქვეყნებში (ბოსნია, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) და რუსეთში. კავკასიელი მეზობლები – საქართველო და სომხეთი ორივე 80%-ს საკმაოდაა გადაცდენილი, მაგრამ ვერავინ შეედრება საბერძნეთს, სადაც 10-დან 9 ადამიანი ფიქრობს, რომ მისი კულტურა სხვებზე უპირატესია.

 


კავშირი ეკონომიკურ მაჩვენებლებთან

ნავთობით მდიდარი ნორვეგია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სიაში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა კულტურული აღმატებულობის გრძნობები აუცილებლად როდი უკავშირდება  ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რამდენადაც ევროპის უმდიდრეს და უღარიბეს ქვეყნებში ერთნაირი შედეგი აღინიშნება: შვეიცარიელებისა და მოლდოველების ზუსტად ნახევარი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული კულტურის წარმომადგენლები არიან. 

  • ნორვეგია – 58%
  • ჩეხეთი – 55%
  • პოლონეთი – 55%
  • შვეიცარია – 50%
  • მოლდოვა – 50%

 

უფრო დასავლეთელიშუა რიგები

გამოკითხული ქვეყნების დიდი ნაწილის – 33-დან 13-ის – მაჩვენებლები 40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. სიის ამ ქვედა ნაწილში ქვეყნების უმრავლესობა დასავლეთშია (8), ვიდრე აღმოსავლეთში (5) – თუ ცივი ომის დეფინიციებს გამოვიყენებთ.

  • ფინეთი – 49%
  • იტალია – 47%
  • ავსტრია – 47%
  • პორტუგალია – 47%
  • დიდი ბრიტანეთი – 46%
  • უნგრეთი – 46%
  • გერმანია – 45%
  • დანია – 44%
  • სლოვაკეთი – 44%
  • ხორვატია – 44%
  • ირლანდია – 42%
  • ბელორუსია – 42%
  • უკრაინა – 41%

 

დაბალი ინტენსივობის შოვინიზმი

აღსანიშნავია გეოგრაფიული თანამიმდევრობა შოვინიზმის მაჩვენებელი სიის ბოლოში, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს შესამჩნევად დაბალი პროცენტები აქვთ, თავიანთ შოვინისტ მეზობლებთან შედარებით.

კიდევ ერთი რეგიონი, რომელიც შოვინიზმის დაბალი დონით გამოირჩევა – ნიდერლანდებიდან მოყოლებული, ბელგიისა და საფრანგეთის გავლით – ესპანეთია.  

  • ლატვია – 38%
  • ლიეტუვა – 37%
  • საფრანგეთი – 36%
  • ნიდერლანდები – 31%
  • შვედეთი – 26%
  • ბელგია – 23%
  • ესტონეთი – 23%
  • ესპანეთი – 20%

ზოგჯერ მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები  ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბოლო ადგილზე მყოფი ესპანეთის მაჩვენებელი მეზობელი პორტუგალიისაზე ორჯერ ნაკლებია.  უფრო დიდი სხვაობაა შვედეთსა და ბევრად შოვინისტ ნორვეგიას შორის. 



AT.GE




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up