ყველაზე მოგებიან ბანკებში ისევ “თიბისი“  ლიდერობს

ყველაზე მოგებიან ბანკებში ისევ “თიბისი“ ლიდერობს

access_time2019-07-23 13:40:04

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.


საანგარიშო პერიოდში შვიდი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 196,527,732 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 205,351,610 ლარი იყო.


ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 98,571,884 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 146,038,875 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 9,369,558 ლარი შეადგინა.


მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 73,350,879 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 140,339,212 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 8,500,000 ლარი გადაიხადა.


წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 6,220,052 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „კრედო ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, შესაბამისად, 5,710,454 და 4,550,184 ლარი შეადგინა.


„პროკრედიტ ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „ქართუ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 4,137,873 ლარი შეადგინა, მე 7 ადგილს კი ჩამონათვალში -„ლიბერთი ბანკი“ იკავებს - 3,986,406 ლარიანი წმინდა მოგებით. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით განსხვავებული და მცირეა.


ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.



Top-7 ბანკი მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:


„თიბისი ბანკი“ - 98,571,884 ლარი


„საქართველოს ბანკი“ - 73,350,879 ლარი


„ტერა ბანკი“ - 6,220,052 ლარი


„კრედო ბანკი“ - 5,710,454 ლარი


„პროკრედიტ ბანკი“ - 4,550,184 ლარი


„ქართუ ბანკი“ - 4,137,873 ლარი


„ლიბერთი ბანკი“ - 3,986,406 ლარი.



BPN






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up