ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

access_time2020-02-18 19:32:12

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა.

 

 

 

„თბილღვინოს დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. მისვე თქმით,  შესაბამისად იზრდება გამოწვევებიც და რისკებიც. ბიზნესმენი სექტორის ყველაზე დიდი პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი არსებობს.

 


„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და არის რისკი, რომ ქართული მეღვინეობა გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციაში, რისი საშიშროებაც რეალურად არის, რადგან ღვინის დიდი წილი იაფფასიან სეგმენტშია ექსპორტირებული. ამიტომ ჩვენი ისტორიული სინამდვილე, რომ ვართ ღვინის სამშობლო, ის ჩვენი ღვინის ჯიშები და დღევანდელი მაღალ ხარისხოვანი მემკვიდრეობა, რომ მთელი რიგი კომპანიები არიან ორიენტირებულები  მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან მეღვინეობაზე  არის ქართული ღვინის მომავალი და შესაბამისად, ეს გამოწვევა არის მნიშვნელოვანი და არის უზარმაზარი ციფრები, რომლითაც ვამბობთ, რომ იზრდება ექსპორტი“, - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.

 

ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთში ღვინის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და რუსეთის ბაზრის შენარჩუნება მნიშვენელოვანია, თუმცა ბიზნესმენი აცხადებს, რომ ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებზე გადანაწილდეს.

 

„65 პროცენტზე მეტი არის ექსპორტირებული რუსეთში და ეს თავისთავად  უზარმაზარი რისკია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური,როდესაც ქვეყნის ინდუსტრია დამოკიდებულია ერთ ბაზარზე. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთში გაყიდვებზე, რუსეთი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მყარი, იქ ჩვენ არ გვექნება ისეთი სწრაფი ზრდის ტემპები, როგორც რუსეთში, მაგრამ იქ ნებისმიერი ზრდა არის ბევრად უფრო პროგნოზირებადი და შემდგომში შენარჩუნებადი.დღევანდელი შედეგი მიღებულია კომპანიების გადაწყვეტილებებით, რუსეთში გაყიდვა არის იოლი, რადგან ცნობადობა მაღალია და ცდუნება არის უზარმაზარი მოცულობების ექსპორტის რომელიც რა თქმა უნდა მიიღწევა შედარებით დაბალი ფასებით. შედარებით დაბალი ფასებით მაღალი ხარისხის წარმოებას მსოფლიოში ვერავინ მიაღწია ჯერჯერობით და არ მგონია ჩვენ შევძლოთ მილიონობით ბოთლის დაბალ ფასად გაყიდვა ისე, რომ იყოს მაღალი ხარისხი. თუ ამის გაკეთება ჩვენ რუსეთში შეგვიძლია, რატომ არ ვაკეთებთ ამას დანარჩენ ქვეყნებში? ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი მიზანია გაყიდვების არაუმეტეს 25 პროცენტისა იყოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, შესაბმისად წლების განმავლობაში ვცდილობთ უფრო სტაბილურ ბაზრებზე არა მარტო დივერსიფიცირებას, არამედ არსებულ ბაზრებზე ახალი პარტნიორების მოძიებას. ჩვენი გაყიდვების 20 პროცენტზე მეტი არის ევროკავშირის ქვეყნები, აზიის და ისევ და ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, დივერსიფიცირება არის აუცილებელი როგორც მევენახეობის კუთხით ასევე ფინანსური კუთხით“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up