ყველაზე მეტად გაუფასურებულ ვალუტებს შორის ქართული ლარი მე-12 ადგილზეა

ყველაზე მეტად გაუფასურებულ ვალუტებს შორის ქართული ლარი მე-12 ადგილზეა

access_time2020-04-01 10:00:32

„COVID19-ის პანდემიით გამოწვეული გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა. იმის თქმა, რომ ვალუტებს შორის ქართული ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, სწორი არ არის, რადგან არის ვალუტები, რომლებიც ქართულ ვალუტაზე მეტად გაუფასურდნენ. ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან, რომლის მიხედვითაც, ლარი საშუალოდ ზუსტად ისეა გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.


2020 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად რამდენიმე ქვეყნის ვალუტა ქართულ ლართან ერთად მკვეთრად გაუფასურდა. პირველ იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8661 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად კი ლარის კურსი 3.2816 ნიშნულზეა.


აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვლის განმავლობაში ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა, 6 მარტს კი ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.7735-მდეც ჩამოვიდა. აქედან სულ რამდენიმე დღეში ქართულმა ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო და 27 მარტს სებ-ის მონაცემებით ლარი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულ მაჩვენებელს 3.4842 ნიშნულს გაუტოლდა.


Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველაზე მეტად გაუფასურებულ ვალუტებს შორის ქართული ლარი მე-12 ადგილზეა. ცხრილში მოცემულია ბოლო 3 თვის მონაცემები მსოფლიო ვალუტების გაუფასურების მიხედვით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში Bloomberg-ზე 13%-ზე მეტად გაუფასურდნენ (მაჩვენებლები დამრგვალებულია):


ზამბიური ქვაჩა (ZMK) – 24%

ბრაზილიური რეალი (BRL) – 23%

რუსული რუბლი (RUB) – 22%


სამხრეთ აფრიკული რანდი (ZAR) – 22%

ნამიბიური დოლარი (NAD) – 22%

სვაზილენდის ლილინგანი (SZL) – 22%

სუდანის ფუნტი(SDG) – 21%

მექსიკური პესო (MXN) – 19%

კოლუმბიური პესო (Cop) 18%

ბელორუსული რუბლი (BYN) -18%

ლესოთოს ლოთი (LSL) – 16%

ქართული ლარი (GEL) - 14%

უკრაინული გრივნა (UAH) - 13%

ნორვეგიული კრონი (NOK) - 13%


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ქართული ლარი, იმაზე მეტად არის გაუფასურებული ვიდრე ჩვენი რეგიონის და განვითარებადი ქვეყნების ვალუტების უმრავლესობა. მისივე თქმით, ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურება პანდემიის გარდა საბანკო რეგულატორის არასწორი ნაბიჯების შედეგია.


„ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ჩვენი სამეზობლო და მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის ვალუტები. მაგალითად ავიღოთ სომხეთი, ბოლო 2 წლის განმავლობაში სომხური დრამი 20%-ით გაუფასურდა, ლარი კი 70-80%-ით, დრამის მსგავსად იგივე შეგვიძლია ვთქვათ აზერბაიჯანულ მანათზეც. თუ კობა გვენეტაძე რუსულ რუბლს აკვირდებოდა, მართალია ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ წლების ჭრილში იქაც სადღაც 20-25%-ით იყო გაუფასურებაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იქ სულ სხვა ეკონომიკა და სხვა პროცესებია. თუ აქცენტს აკეთებენ, რომ რუსეთის ვალუტა  ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული, მაშინ ჩვენი ვალუტაც ტურისტების რაოდენობაზეა დიდიწილად ჩამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში, როდესაც რაღაცას შიგნით ვერ აკეთებენ, ასეთი განცხადებებით ცდილობენ თავის დაღწევას. ყველაფერი საბოლოოდ კორონავირუსს დაბრალდა, თითქოს იგივე პანდემია სომხეთში და სხვა ქვეყნებში არ არის, თუ ვირუსის მონაცემებს გავყვევით, ეს გლობალური პრობლემა უფრო მეტად სწორედ ჩვენს მეზობელს უდგას, ვიდრე ჩვენ. პირადად მე, არ მიმაჩნია სწორად ჩვენი რეგულატორის არც მოქმედება და არც მისი შეფასება ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up