ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

access_time2021-09-26 16:00:14

მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ აქვს საკმარისი ქონება და რესურსებირაც მათ საჭიროებებს გასწვდებოდაამიტომ თვითმმართველობები ძირითადად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილ ტრანსფერებზე არიან დამოკიდებულითვალშისაცემია უთანაბრობა მუნიციპალიტეტების დაფინანსებაშისახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან ნახევარზე მეტს დედაქალაქი იღებსდარჩენილი თანხა კი 64 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება.

„ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს – ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. ცენტრალური მთავრობის ჩართულობის გარეშე დიდი საკითხების მოგვარება არ გამოვა“, – ასეთია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო მესიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი კი ამბობს, რომ თვითმმართველობების დაფინანსების საკითხში ყველა ხელისუფლებას ერთი პოზიცია აქვს:  „ცენტრმა იცის უკეთ, სად რა არის საჭირო,, რაც არასწორია. ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა არ ამართლებს. საკითხები, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობისაა, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ეს არის თვითმმართველობის არსი. თუ ცენტრმა უკეთ იცის, მაშინ მერები და საკრებულოები რა საჭიროა?! გამოდის, რომ ადგილობრივ არჩევნებსაც ტყუილად ვატარებთ. ამ მიდგომას რეგიონების ეკონომიკურად განვითარებისკენ არ მივყავართ“, - ამბობს კანდელაკი. 

თვითმმართველობების გაძლიერების აუცილებლობას ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ საჯარო განცხადებებში აღნიშნავენ, რეალურად კი, მათი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ადგილობრივ თვითმმართველობებს, დაპირების მიუხედავად, სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1-ლი მარტის განკარგულებით განსაზღვრა, რომ საშემოსავლო გადასახადი წილობრივად გაიყოფოდა ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის და დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტებს ერგებოდათ. მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და თვითმმართველობებს მხოლოდ მცირე წილი დაუტოვეს. 2019 წელს საშემოსავლო გადასახადის ეს მცირე ნაწილიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადამისამართდა. სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დღგ-ის 19%-ის განაწილების გადაწყვეტილება მიიღეს.

რა მისცა თვითმმართველობას დაფინანსების ამ მოდელმა? ბევრი არაფერი – მუნიციპალური ბიუჯეტები მცირედით გაიზარდა, მაგრამ ისინი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულნი დარჩნენ. ამ მოდელით თვითმმართველობის შემოსავალი იმ შემთხვევაში გაიზარდება, თუ ქვეყნის საერთო მშპ მოიმატებს, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი თუ ცუდად, აქტიური იქნება თუ არაფერს გააკეთებს.

საიდან ფინანსდება მუნიციპალიტეტები


ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივი გადასახადების ჯგუფში შედის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მის ბიუჯეტში ასევე ირიცხება ადგილობრივი მოსაკრებლები: მშენებლობის ნებართვების, სათამაშო ბიზნესის, დასუფთავებისა და სხვა გადასახადის სახით. ადგილობრივ ბიუჯეტს ერიცხება ე.წ. საპატრულოს ჯარიმებიდან შემოსული თანხის ნაწილიც. ასევე მუნიციპალიტეტს ერიცხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან და ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლის სახით მობილიზებული თანხის ნაწილი. ცენტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური  ან რეგიონული განვითარების ფონდებიდან ეძლევათ მიზნობრივი ტრანსფერი და ე.წ. კაპიტალური ტრანსფერები. ამ ფონდებში უმეტესად დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხები იყრის თავს და მას ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ხარჯავს.

ვინ არის ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი?

დღგ-ის 19%-დან მიღებული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსების მთავარი წყაროა. თანხა კოეფიციენტების მეშვეობით ითვლება. კოეფიციენტი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით გამოჰყავთ. თანხის განაწილების 85% მუნიციპალიტეტების მოსახლეობას უკავშირდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი ხარჯები შემოსავალზე მეტია.

დღგ-ის 19% (სულ დაახლოებით, 950 მილიონამდე ლარი) ასე ნაწილდება: 50.01%-ს – 473 415 ლარს დედაქალაქი იღებს (მთლიანად თბილისის ბიუჯეტი 1,191 მილიარდი ლარია). თანხის 11% ნაწილდება 4 თვითმმართველ ქალაქზე (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი). ხოლო დანარჩენი თანხა – 58 მუნიციპალიტეტზე. ბათუმის მუნიციპალიტეტი (169,1 ათასი მოსახლე), თბილისის შემდეგ ყველაზე დიდ დაფინანსებას იღებს – 2021 წლის ბიუჯეტით, 204,852 მილიონ ლარს

  • ქუთაისი – 85,168 მილიონი ლარი (მოსახლეობა 135,2 ათასი)
  • რუსთავი – 63,655 მილიონი ლარი (მოსახლეობა 128.3 ათასი)
  • მარნეული – 137,314 მილიონი ლარი
  • გორი – 63 054 მილიონი ლარი
  • ზუგდიდი – 54, 063 მილიონი ლარი
  • გარდაბანი – 43 437 მილიონი ლარი
  • ბოლნისი – 42, 273 მილიონი ლარი
  • მცხეთა – 40, 284,4 მილიონი ლარი

საქართველოში ყველაზე მცირე ბიუჯეტი ასპინძის მუნიციპალიტეტს აქვს – 11, 494 მილიონი ლარი.

რადიკალურად განსხვავებული იქნება სურათი, თუ ბიუჯეტს ერთ მოსახლეზე გადავიანგარიშებთ. ამ შემთხვევაში ყაზბეგი 13 644 მილიონიანი ბიუჯეტით (4 ათასამდე მცხოვრებით) ერთ-ერთი ყველაზე „მდიდარი“ მუნიციპალიტეტი გამოდის. ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი საგარეჯოს მუნიციპალიტეტია 31,882 მილიონი ლარის ბიუჯეტითა და 52 ათასამდე მოსახლით. 

„ფოთს, წესით, 10-ჯერ მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს (ფოთის 2021 წლის ბიუჯეტი 32,752 მილიონი ლარია), როგორც საპორტო ქალაქს. სხვა ქვეყნებში საპორტო ქალაქები ყველაზე მდიდრები არიან, ჩვენთან პირიქითაა. იმიტომ, რომ პორტის შემოსავლები ქალაქს არ ეკუთვნის. მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი ფინანსური წყარო, ქონების გადასახადი მიზერულია, ამიტომ ისინი მუდმივად ცენტრის წყალობას ელოდებიან. ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში წერია, რომ 2025 წლისთვის მუნიციპალური ბიუჯეტი  მშპ–ის მინიმუმ 7%-მდე უნდა გაიზარდოს. მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა“, – აღნიშნავს კოტე კანდელაკი. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობების რეალური დამოუკიდებლობა თუ სურს, მათ საშემოსავლო გადასახადის 50-60% უნდა დაუტოვოს. თვითმმართველობა თავად გადაწყვეტს, ეს თანხა რომელ გადაუდებელ საჭიროებას მოახმაროს.


წყარო: business feed





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up