ხელისუფლების მორიგი ანტირეკორდი - საქართველო პირველად მოხვდა Top-30 მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგში

ხელისუფლების მორიგი ანტირეკორდი - საქართველო პირველად მოხვდა Top-30 მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგში

access_time2020-01-14 10:45:35

2019 წლის ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე 181 ქვეყნის რეიტინგში საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა. საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც მეზობელ ქვეყნებში თურქეთის (11.84%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას Tradingeconomics.com-ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ ბოლოს 7%-ზე მაღალი ინფლაცია 2010 წელს იყო, როდესაც ის 11.2%-ს შეადგენდა და შესაბამისად აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მოწინავე 30 ქვეყანას შორისაც პირველად მოხვდა.



ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი უპატიებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს.



„რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის ტემპი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროა, რომ ინფლაციის ტემპით ჩვენ შევდივართ ღარიბი ქვეყნების რიგებში, მაშინ როდესაც ყველაზე ღარიბ ქვეყანად არ ვითვლებით. შესაბამისად უპატიებელია, როდესაც საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, სადაც მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ბიზნესად ითვლება. Tradingeconomics.com არ არის პირველი, რომელიც ამაზე აქვეყნებს, სხვაგანაც არის საუბარი საქართველოს მაღალ ინფლაციაზე და ფულის მასის არაპროპორციულ ზრდზე,“  განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის დონე ბევრად ჩამოუვარდება საქართველოს მაჩვენებელს. მაგალითად, რუსეთში ინფლაცია 3% იყო, აზერბაიჯანში - 2,6%, ხოლო სომხეთში - 1%.


181 ქვეყანას შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაში დაფიქსირდა და 39113% შეადგინა, რეიტინგში მეორე პოზიციაზე ზიმბაბვეა, სადაც წლიური ინფლაცია 480%-ია, მესამე ადგილზეა სამხრეთ სუდანი 170.5% ინფლაციის მაჩვენებლით.


აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი დეფლაცია დაფიქსირდა ლიბიაში (-6%), ბურკინო ფასოში (-3.8%) და ჩადეში (-2.8%).


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up