10  უმსხვილესი სახელმწიფო ტენდერიდან 3-ში  „ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა

10 უმსხვილესი სახელმწიფო ტენდერიდან 3-ში „ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა

access_time2019-01-24 15:00:53


,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმ უწყებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე მაღალი ღირებულების 10 სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა შესყიდვებში 365 077 000 ლარი დახარჯეს.  არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემით, 10 უმსხვილესი სახელმწიფო ტენდერიდან, 3-ში კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა.




ყველაზე მაღალი ღირებულების კონტრაქტი 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანია „ბლექ სი გრუპს“  გაუფორმა.  ტენდერი გამოცხადებულია იყო ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე, კონტრაქტის ღირებულება კი  55 918 500 ლარია. აღსანიშნავია, რომ  „ბლექ სი გრუპმა“ 2018 წელს კიდევ ორ მაღალი ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში  ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ლოტიდან სამი „ბლექ სი გრუპი“ ერგო. კომპანიამ 153.84 მლნ ლარის 3 კონტრაქტი გააფორმა, მეოთხეს - 46.4 მლნ ღირებულების სამუშაოებს კორპორაცია „აკკორდი“ შეასრულებს.

 


ჩამონათვალში ასევე მოხვდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. სახელმწიფო უწყებამ „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-თან 45 000 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.


შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ 31 924 900 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა  Global Parts & products GmbH-ს. ათეულში ასევე მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაში ძალოვანი სტრუქტურა „სილქნეტს“ 25 651 000 ლარს გადაუხდის.


ბაჩო ადამია

 

 





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up