ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

access_time2020-09-19 13:20:31

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთი ხელფასების კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვა. Forbes Georgia-მ მოიკვლია, ქვეყნების ლიდერების ყოველთვიური ხელფასები და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები გამოავლინა.

რეიტინგში პირველ ადგილს $11,495.96 თვიური ხელფასით ლიეტუვას პრეზიდენტი იკავებს. ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტი ყირგიზეთის მთავრობის მეთაურია, რომელსაც 17-ჯერ დაბალი ხელფასი აქვს ლიეტუვას პრეზიდენტთან შედარებით.

ხელფასები ქვეყნების ეროვნული ვალუტებიდან, აშშ დოლარშია გადაყვანილი 2020 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით. ჩვენ, აღნიშნული მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდებიდან შევკრიბეთ, ასევე ისეთი ორგანიზაციების ინფორმაცია გამოვიყენეთ, როგორიცაა მაგალითად მსოფლიო ბანკი. ცნობისთვის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები, ჩვენს სიაში ვერ მოხვდნენ იმის გამო, რომ სარწმუნო ინფორმაცია მათი ხელფასების შესახებ არ მოიპოვება.


გიზიარებთ პოსტსაბჭოთა 12 ქვეყნის პრეზიდენტების რეიტინგს ხელფასების მიხედვით და ასევე აღნიშნული ქვეყნების მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე.

  1. გიტანას ნაუსედა
    ლიეტუვას მე-9 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $11,495.96
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $19,455.5.

  2. ვლადიმერ პუტინი
    რუსეთის ფედერაციის მე-4 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $10,348.09
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $11,585.0

  3. ილჰამ ალიევი
    აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $8,823.53
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,793.6

  4. კერსტი კალიულაიდი
    ესტონეთის მე-5 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $7,921.28
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $23,659.9

  5. ეგილს ლევიტსი
    ლატვიის მე-10 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $7,062.75
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $17,836.4

  6. ალექსანდრ ლუკაშენკო
    ბელარუსის პირველი პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $3,752.56
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $6,663.3

  7. სალომე ზურაბიშვილი
    საქართველოს მე–5 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $2,222
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,769.2

  8. არმენ სარქისიანი
    სომხეთის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $2,118.26
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,622.7

  9. ემომალი რაჰმონი
    ტაჯიკეთის რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $1,100
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $870.8

  10. ვოლოდიმირ ზელენსკი
    უკრაინის მე-6 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $1,000.28
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $3,659.0

  11. იგორ დოდონი
    მოლდოვის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $781.25
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,498.5

  12. სოორონბაი ჟეენბეკოვი
    ყირგიზეთის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
    ყოველთვიური ხელფასი: $670.67
    მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,309.4

forbes.ge




ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია "უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსსგამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში "უნისონის" ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...


მსგავსი სიახლეები

up