ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხელოვანები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხელოვანები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

access_time2020-07-10 11:30:36

პანდემია თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელებზე უარყოფითად აისახა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და რეკომენდაციების დაცვა ანსამბლების და სტუდიების უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა.


ანსამბლ „თორდას“ ხელმძღვანელი თამუნა ალადაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვთა სტუდიებისთვის არსებული რეგულაციების დაცვა ძალიან რთულია, გარდა ამისა, ბიზნესის კუთხითაც დიდი დანაკარგია, რადგან მოსწავლეების რაოდენობის შემცირება მოუწევთ.


„ჩვენი მუსიკალური სტუდია მარტის დასაწყისიდან უკვე აღარ მუშაობს, ბოლო ხელფასი თებერვალში ავიღეთ, იმის შემდეგ დისტანციურად მუშაობა ვცადეთ, თუმცა, როცა ბავშვს ვოკალში ამეცადინებ ფიზიკურად შეუძლებელია ამის ონლაინ სწავლება. სტუდიების ხელმძღვანელები შევიკრიბეთ და შევეცადეთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ხმა მიგვეწვდინა, მოვითხოვეთ რეგულაციები, რომლებიც მოგვცეს, მაგრამ იმდენად რთული შესასრულებელია, რომ ფაქტობრივად აზრი არ აქვს. მცირე ზომის დარბაზში უნდა დავიცვათ დიდი დისტანცია, რომელშიც გარდა იმისა, რომ ფართის პრობლემაა, თუ ერთმანეთის ხმა სიმღერის დროს ვერ გაიგეს, შეუძლებელია ასე მუშაობა. ვეღარ ტარდება კონკურსები, ფესტივალები, ამიტომ ერთადერთი რაც დაგვრჩენია ის არის, რომ სექტემბერს დაველოდოთ, თუმცა ,ისეც ბუნდოვანია, შემოდგომაზე დაიწყება თუ არა სწავლა.


ბიზნესის კუთხითაც დიდი დანაკარგი იქნება, რადგან თუ ადრე 20-30 ბავშვს ერთდროულად ვამეცადინებდით, ახლა 10 ბავშვზე მეტის დასმის უფლება არ გვაქვს. ამ ეტაპზე საბადნიეროდ იჯარის გადახდა არ გვიწევს, თუმცა, სექტემბრიდან ალბათ განახლდება და ჩვენი თხოვნა იქნება სახელმწიფოსთვის, რომ ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში და ერთი წლის განმავლობაში შეგვიმცირონ ან შეგვიჩერონ გადასახადი. კულტურის სფეროს წარმომადგენლები უმუშევრად დავრჩით და ფაქტობრივად,  ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ“, - აცხადებს თამუნა ალადაშვილი.



ქართული ხალხური ცეკვების სტუდია „ვარძიას“ ხელმძღვანელი ქეთევან ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე მუშაობას ვერ ახერხებენ, სტუდიების უმრავლესობისთვის  ისიც ბუნდოვანია თუ როდის შეძლებენ სწავლის განახლებას.


„პირველი ინფიცირებულის დასახელებისთანავე რეპეტიციები შევწყვიტეთ და უმუშევრად დავრჩით. რეგულაციები დაგვიწესეს, მაგრამ გამორიცხულია მოცეკვავე პირბადით აცეკვო. სექტემბერს ველოდებით, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია, სწავლის ონლაინ გაგრძელებას გეგმავენ ანუ ამ დრომდე ბუნდოვანია თუ ზოგადად როდის მოგვეცემა მუშაობის საშუალება. თავიდანვე შევეცადეთ ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ არც გამოხმაურება იყო და ზოგადადაც ძალიან რთულია. ჩემი თხოვნა იქნებოდა მთავრობის მიმართ, რომ ინდ. მეწარმეებს მხოლოდ ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარნენ, რაც ძალიან მიზერია, მათგან ფაქტობრივად  მხარდაჭერა არ გვიგრძვნია“, - აღნიშნა ქეთევან ზარდიაშვილმა.


ფესტივალი „მზიანი საქართველოს“ დამფუძნებელი თეა დავითაია აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ხელოვანი ადამიანები ვისაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.


„ღონისძიებები და ფესტივალები თვეების განმავლობაში შეჩერებულია. მართალია ერთი ღონისძიება ჩავატარეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ძალიან გართულებული იყო არსებული რეკომენდაციების დაცვა. ყველაზე სამწუხაროა, რომ ბოლო არ უჩანს როდემდე გაგრძელდება ასეთი ვითარება და აკრძალვები, თუმცა ხელოვანი ადამიანებისთვის ვინც ასე ვთქვათ გამომუშავებით ვცხოვრობთ და სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. გვაქვს რაღაც გეგმები, თუმცა ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით ასეთი ვითარებაში, როდესაც დასასრულს ბოლო არ უჩანს. მთავრობამ ცოტა უნდა შეამსუბუქოს ასეთი მკაცრი რეგულაციები, რომ მისი დაცვა შესაძლებელი იყოს“, - განმარტა თეა დავითაიამ.




ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ანსამბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up