„ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ახალი ჰესების მშენებლობაა“

„ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ახალი ჰესების მშენებლობაა“

access_time2020-02-15 10:00:20

რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ელექტროენერგეტიკის სექტორის გამოწვევებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრეს.


„მოხმარების ზრდა დადებითი ტენდეციაა, იგი ასახავს ქვეყნის განვითარებას, თუმცა ენერგეტიკა მოვალეა ფეხი აუწყოს მას. იმ ზრდით, რაც მისაღებია და ოტიმალურია ქვეყნისთვის. იმპორტი არ არის ტრაგედია და აუცილებელი კომპონენტიცაა. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ახალი ჰესების მშენებლობაა. იმ რესურსის გამოუყენლობა,რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, დიდი შეცდომაა,“- აღნიშნავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის, ზაზა დვალიშვილი.


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, უჩა უჩანეიშვილის განცხადებით, ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი გენერაციის მიერთებები.


„მთელი ჰიდრორესურსი თავმოყრილია მდინარე ენგურისა და რიონის აუზში, მომუშავე ჰიდროელექტრო სადგურები მუშაობენ ზაფხულის პერიოდში და მთელი ეს ნაკადი მოედინება აღმოსავლეთ საქართვის, სადაც მოხმარების და დიდი დატვირთვის კვანძებია. გასულ წელს, 2019 წლის ივნისში ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც განხორციელდება 60 მილიონი კრედიტის პროექტი,რომელიც უზრუნველყოფს ქვესადაგური ჯვარდან ქვესადგურ წყალტუბომდე ახალი 500 კილოვატიანი ხაზის მშენებლობას.


ახალი გენერაციის მიერთებები არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, რომლის გარეშეც ქვეყნის ენერგოდეფიციტი დიდ ციფრებში გადავა. შიდა გენერაციის განვითარება მნიშვნელოვანია, აუცილებელია ასევე ენერგეტიკული ჰაბების მშენებლობა, რაც გულისხმობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მიერთების კვანძის არსებობას,“- ამბობს უჩა უჩანეიშვილი. როგორც მან გაგადაცემაში აღნიშნა, განახლებადი ენერგიების არასტაბილურობას დააბალანსებს ენერგიის დამგროვებელი სპეციალური აკუმულატორები.



„ქარი და მზე თავისი წყაროებიდან გამომდინარე გამოირჩევნიან არასტაბილურობით. გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქარის 350 მეგავატისა და მზის 150 მეგავატის ელექტროსადგურის მიერთებით დღევანდელი სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. არსებობს ასევე ენერგიის დამგროვებელი, სპეციალური აკუმულატორები,რომლებიც ძალიან სწრაფია და მზისა და ქარის სწრაფი ცვლილების პროცესში ბალანსს ინარჩუნებს.


ბაზარზე ნებისმიერი ახალი მოდელის დანერგვა უნდა იყოს შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით უზრუნველყოფილი. “მისი თქმით,მჟამად, საქართველოს ენერგო სისტემა აღჭურვილია თანამედროვე მართვის ავტომატიზირებული სისტემით.


„ამ სისტემის განხორციელების პირველი ეტაპი 13 წლის წინ დაიწყო, ახლა მეორე ეტაპზე ვართ, რაც გულისხმობს ბაზრის ფუნქციონირების რეჟიმებს, უფრო კონკრეტულად საათურ დაბალანსებას.ბალანსზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირია,რომელიც გამოიმუშავებს ან მოიხმარს ელექტროენერგიას. ხოლო ბალანსის სერვისის წარმომადგენელი სუბიქეტი აქტიურდება არსებული უბალანსობის წარმოშობის შემთხვევაში,“- ამბობს უჩა უჩანეიშვილი.


ნათია კეკენაძე 


თეგები:
ჰესები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up