„ყველაზე დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში“ - „ნენსკრა ჰიდროს“ პასუხის პასუხი

„ყველაზე დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში“ - „ნენსკრა ჰიდროს“ პასუხის პასუხი

access_time2018-03-14 11:10:01

აპირებს თუ არა „ნენსკრა ჰიდრო“ 200 ჰექტარზე გასაჩეხი ტყის სანაცვლოდ ტყის საფარის აღდგენას?  სად იქნება ალტერნატიული ადგილი და რა დაჯდება პროექტი? რა ბედი ეწევა „ნენსკრა ჰესის“ აშენების შემდეგ ნაკრას ხეობას და  გათვლილია თუ არა რისკები? - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „ნენკსრა ჰიდროს“ დაუკავშირდა. მიღებული პასუხების  შეფასებისთვის კი „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს  დავით ჭიპაშვილს გავესაუბრეთ.  გთავაზობთ „ნენსკრა ჰიდროს“  პასუხის პასუხის სრულ ვერსიას.


  1. რამდენ ჰექტარზეა საუბარი ტყის აღდგენის კუთხით და რა დრო დასჭირდება გეგმის მიხედვით ტყის აღდგენას?


სპეცილისტების თქმით, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, იქ არის ხელუხლებელი გარემო, ანუ ბუნებრივი კორომებია. რელიეფურად იმდენად რთულია, რომ თავის დროზე აღნიშნულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობებიც კი არ იყო დაშვებული და ტყის პირვანდელი სახე იმდენად შენარჩუნებულია, რომ ეს ადგილი დაცული ტერიტორიების ქვეშ უნდა მოექცეს.


„ნენსკრა ჰიდროს“ პასუხი:  საპროექტო ტერიტორიაზე არ არის ხელუხლებელი გარემო. კომპანიის მიერ და არამხოლოდ კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ საპროექტო ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა ხე-ტყის ჭრა და ტყეები ინტენსიურად ნადგურდებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2010 წლიდან ამორიცხულია ტყის ფონდიდან. ამასთანავე ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საპროექტო ტერიტორია საკმაოდ მოცილებულია სვანეთის გეგმარებით დაცულ ტერიტორიებს. 


 დავით ჭიპაშვილი -„ის რომ საპროექტო ტერიტორიაზე არ არის ხელუხლებელი გარემო და ამ ადგილას მიმდინარეობდა ხე-ტყის ჭრა, ეს არის მტკნარი სიცრუე. გვაქვს დამადასტურებლი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ეს ტყე ხელუხლებელი ტყის მასივებია. ამას ადასუტებს ისიც, რომ  ჰიდროელექტროსადგურამდე იქ მისასვლელი გზაც კი არ არსებობდა. ამის გამო ჩვენ საჩივარიც კი გვაქვს ბერნის კონვენციაში შეტანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლამდე ეს ტერიტოები იყო ზურმუხტოვანი ქსელის ნაწილი და ამავე წლის თებერვალში სახელმწიფომ დაუსაბუთებლად ეს ტერიტორები ამორიცხა ამ დაგეგმილი ტერიტორიებიდან. რაც შეეხება კომპანიის პასუხის ბოლო ნაწილს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2010 წლიდან ამორიცხულია ტყის ფონდიდან. ეს ამტკიცებს იმას, რომ ზუსტად აღნიშნულ წელს დაიწო „ნენსკრა ჰესის“ შესახებ საუბარი“.


2.სად არის ტყის აღდგენის ალტერნატიული ადგილი და კონკრეტულად რამდენ ჰექტარს მოიცავს ? (თუ ჯერ არ არის შერჩეული ან მოხაზული, რა ადგილები განიხილება?)


„ნენსკრა ჰიდროს“ პასუხი:  ტყის აღდგენისათვის ადგილები უკვე შერჩეულია  და მათი საერთო ფართობი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება პროექტის ტერიტორიას. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიებზე მოცემულია ტყის აღდგენის სტრატეგიის დოკუმენტის შესაბამის თავებში, რომელიც საჯაროა და გამოქვეყნებულია კომპანიის ვებგვერდზე. ნენსკრასა და ნაკრას წყალგამყოფების ქვედა წელში წლების მანძილზე ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონო ჭრას. სწორედ ეს ადგილებია ყველაზე შესაფერისი რგვებისა და ტყის მართვის ღონისძიებების განხორციელებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს უბანი მხოლოდ წინასწარ შერჩეული ტერიტორიაა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ შესაძლოა ტყის აღსადგენად სხვა ტერიტორიებიც შეირჩეს; თუმცა, ეს ტერიტორიები ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში შეირჩევა. შემდგომი კვლევებისას აგრეთვე დადგინდება, თუ რომელ უბნებზე შეიძლება ბუნებრივი რეგენერაციის ხელშეწყობა მართვის ღონისძიებებით და რომელ უბნებზე იქნება საჭირო სანერგეში გამოყვანილი ადგილობრივი სახეობების ნერგების დარგვა.


 დავით ჭიპაშვილი -„ეს პასუხი ურთიერთსაწინააღმდეგოა ერთმანეთთან, რადგან პირველ ნაწილში კომპანია ამბობს რომ ალტერნატიული ადგილი უკვე შერჩეულია, შემდეგ კი განმარტავს რომ საბოლოო ადგილი ჯერ არ არის შერჩეული. არაადეკვატური პასუხია და მეტი არაფერი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზოგადად შეუძლებელია, რომ ვინმემ აღადგინოს ბუნებრივი მდგომარეობით ხელშეუხებელი ტყე. ალტერნატიული ადგილი რომც შერჩეული იყოს და ფართობითაც ოთხჯერ მეტიც რომ იყოს, ეს ვერანაირად ვერ იქნება ბიომრავალფეროვანი თვალსაზრისით ხელუხლებელი ტყის საპირწონე“.

3. იცვლება თუ არა  ნაკრას ხეობის კალაპოტი ?


ექსპერტები საუბრობენ, რომ ამ ტერიტორიაზე წყლის დეფიციტია, პროექტის განხორციელებითვის ნაკრას ხეოებიდან ამატებენ წყალს ნენსკრაში.


„ნენსკრა ჰიდროს“ პასუხი:  ნაკრას ხეობის კალაპოტი არ იცვლება. მდინარე ნაკრადან მართლაც მოხდება გარკვეული რაოდენობის წყლის გადასროლა რეზერვუარში გვირაბის მეშვეობით. გადასატანი წყლის რაოდენობა დაანგარიშებულია შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისად და დამტკიცებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სპეციალისტთა მიერ. ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მდინარე ნაკრადან ჭარბი წყლის გადატანა, რომელიც წლების განმავლობაში, წყალდიდობების სეზონზე უზარმაზარ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, აგრეთვე წყლის ნაკადის მარეგულირებელი ნაგებობის აშენება, რომელიც ასევე პროექტის ნაწილს წარმოადგენს, დადებით ეფექტს იქონიებს.


დავით ჭიპაშვილი -„კალაპოტი ნამდვილად არ იცვლება, მაგრამ აქ საუბარია კალაპოტში წყლის რაოდენობაზე და ე.წ. გარემოს დაცვით ხარჯზე.  ხეობის ქვეთა დინებაში დაგეგმილია მდინარის მხოლოდ 5 %-ის დატოვება, რაც ნიშნავს იმას რომ მდინარის ეკოსისტემას ეს შეუქცევად ზიანს მიაყენებს. მდინარემ უნდა შეინარჩუნოს თავისი ცვალებადობა მთელი წლის განმავლობაში, ჰესის აშენების მერე კი ეს ცვალებდაობა 180 გრადუსით იცვლება. რაც შეეხება „ნენკსრა ჰიდროს“ პასუხს ჭარბი წყლის შესახებ , ეს საერთოდ გაუგებარი ტერმინია. ბუნებაში არ არსებობს არც შვეიცარიული სტანდარტი და  არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ეს ყველაფერი დაანგარიშებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სასაცილოა. აღნიშნული ორგანოები არაფერს არ ანგარიშობენ. ისინი წარმოდგენილ დოკუმენეტებს უბრალოდ იხილავენ და მეტი არაფერი.“



4. თუ გაქვთ გათვლილი რისკები?


„ნენსკრა ჰიდროს“ პასუხი: რისკების გათვლის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი, არათუ საშუალო და დიდი მასშტაბის, არამედ მცირე მასშტაბის პროექტის განხორციელებაც, ყველა შესაძლო რისკი გათვლილია და შეფასებულია. დეტალური ანგარიში ასევე საჯაროა და განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე.


დავით ჭიპაშვილი -„ეს პაუსხი არ არის. რეალურად, აქ უდიდესი რისკია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება, რადგან როცა მდინარის ქვედა დინებაში წყალი იქნება მცირე, შეიცვლება ადგილობრივი მიკროკლიმატი. მდინარეში წყალი რომ აღარ იქნება, ის ვერ შეასრულებას გაგრილების ფუნქციას, ანუ ტემპერატურა საგრნობლად მოიმატებს. რაც თავის მხრივ, ეს აისახება მოსავლიანობაზე და იქ არსებეულ პირობებზეც. ასეთი რისკი კომპანიას საერთოდ არ აქვს შეფასებული. ერთადერთი ირწმუნებიან, რომ  კლიმატი არ შეიცვლება, თუმცა არგუმეტირებული პასუხი არც ამაზე აქვთ“


5. რა დაუჯდება კომპანიას ტყის აღდგენა?

  • ტერიტორიის ფართობი, სადაც საჭირო იქნება რგვები
  • ტყის ფართობი, სადაც ადგილი ექნება ბუნებრივ რეგენერაციას, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს შემოღობვა
  • ტყის მართვის გეგმით მოცული დროის პერიოდი, რომელიც გავლენას ახდენს ჰაბიტატ-ჰექტარის შეფასების შედეგებზე.


 დავით ჭიპაშვილი -„აქ საერთოდ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ისეთ პასუხს არ გცემენ, რომ რაიმე კომენტარი გააკეთო. არაფერს აკონკრეტებენ. “


6. კვლევა თუ გაქვთ ჩატარებული  ტყის აღდგენის თვალსაზრსით? (მაგალითად, რამდენად რეალურია ან რენტაბელური 200 წლიანი ხეების სანაცვლოდ ადგილზე ალტერნატიული ტერიტორიის გაშენება ბიომრავალფეროვანების თვალსაზირისით?

 

პასუხი: 200 წლიანი ხეების არსებობა, ჩატარებული კვლევებით, საპროექტო ტერიტორიაზე არ გამოვლენილა. ტყის აღდგენისათვის საჭირო წინასწარი კვლევები უკვე ჩატარებულია. ზოგადად, კომპანიის მიერ შემუშავებული ტყის  აღდგენის  სტრატეგიის  მიზანია  პროექტის ინფრასტრუქტურისა  და წყალსაცავის მოწყობის  შედეგად   დაკარგული  ჰაბიტატების   კომპენსაცია.  დროებით დაკარგული ჰაბიტატებისთვის  ცალკე მომზადდება მცენარეული საფარის აღდგენისა და მართვის გეგმა, რადგანაც აღნიშნული  ზემოქმედების  შერბილება შესაძლებელია; ასეთ ღონისძიებები განხორციელდება მშენებლობის დასრულების შემდეგ, როდესაც აღსადგენ ფართობები ჯერ კიდევ პროექტის განკარგულებაში იქნება.


დავით ჭიპაშვილი -„საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები,   „ბალკანეთის ველური ბუნების საზოგადოების“ ექპერტები  მათ ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია; აქვთ ვიზუალური ფოტომასალაც, თუ რა მაღალი ღირებულების ტყის მასივებზეა ნენსკრას ხეობაში საუბარი. თუნდაც სამშენებლო ბანაკის გამო „ნენკსრა ჰიდროს“ მიერ რომ მოიჭრა რამდენიმე ხე, იქაც კი გამოვლინდა 8 თუ 9 130 წლის და მეტი ასაკის ხეები. ტყე არის მთელი ეკოსისტემა და მას უბრალოდ ხეების დარგვით ვერ აღადგენ. ამიტომ კომპანიის პასუხი , რომ 200 წლოვანი ხე არ გამოვლენილა, სასაცილოა. 150 წლის ხე ნაკლებად ღირბეულია ?! „კომერსანტის“  შეკითხზე „ნენკსრა ჰიდროს“ პასუხი არის სრულიად არაადეკვატური“.


7. და ბოლოს, რა ვადები, რა მოთხოვნები და რა ვალდებულებებია გათვალისწინებული საინვესტიციო პირობაში ტყის აღდგენისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით?


პასუხი: ტყის აღდგენასა და ზოგადად გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ აღებული მოთხოვნები და ვალდებულებები დეტალურადაა მოცემული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშსა და დამატებით გარემოსდაცვით და სოციალური კვლევების დოკუმენტებში.


დავით ჭიპაშვილი -„გაუგებარია სრულიად. არაფაერი საჯარო და კონკრეტული მათ არ აქვთ“.


როგორც „მწვანე არლეტრნატივის“ წარმომადგენლმე ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „ნენკსრა ჰესი“ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ყველაზე დიდ ზიანს აყენებს გარემოს.  მისივე თქმით აღნიშნული ტერიტორია, როგორც ერთ-ერთი იშვიათი ადგილი დატანილია მსოფლიოს ხელუხლებელი ტყის რუკაზეც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას.


 დავით ჭიპაშვილი -„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ „ნენსკრასას ჰიდროექლეტროსადგური“ ბიომრავალფეროვანი თვალსაზრისით არის ყველაზე დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში.  თუნდაც „ხუდონ ჰესთან: რომ შევადაროთ, აქ ძირითადი პრობლემაა ის, რომ  საბჭოთა კავშირის დროს ჰესის  მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და გარკვეული ზიანი ადამიანის მხრიდან განხორციელდა. უფრო დიდი სირთულეა ხაიშის თემი. ნენსკრასთან  მიმართებაში კი სრულიად სხვა სურათია. მისასვლელი გზებიც კი  პრაქტიკულად ახლა გაკეთდა, ანუ სრულიად ხელშეუხებელი გარემოა“.


მისივე თქმით, „ნენსკრა ჰესის“ მშენებელობა დამანგრეველია არამხოლოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, არამედ მიუღებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის მაღალი ტარიფებით, კონფიდენციალური ხელშეკრულებებით,  და ა.შ. ასევე გაუგებარია რა კავშირი აქვს აღნიშნულ ჰიდროელექტრო სადგურს, რომლის მშენებლობაც  სავარაუდოდ 10 წელიწადში დასრულდება, დღეს არსებულ დეფიციტთან  ენერგეტიკაში. როგორც დავით ჭიპაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტი ასევე შესაძლოა გახდეს სერიოზული დაპირისპირების მიზეზი კონფლიქტურ ზონაში, რაც უკვე სხვა პრობლემას წარმოშობს პოლიტიკური თვალსაზრისით.


„გარემოზე ზიანს რომ თავი დავანებოთ, ჰესი უამრავ პრობლემას ქმნის სხვა მიმართულებითაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინტერესებს 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური რატომ ჯდება  მილიარდ ასი მილიონი აშშ. დოლარი?! ამ პროექტში არ არის არაფერი ისეთი, რაც მის აშენებას გააძვირდება. შედარებისთვის,  იგივე „ხუდონის ჰესი“, რომელიც 702 მეგავატი  სიმძლავრისაა,(სამჯერ მეტი სიმძლავრე ვიდრე ნენსკრა)  ჯდება მილიარდ 200 მილიონი აშშ. დოლარი  და ნენკსრას აშენებასაც ანალოგიური თანხა სჭირდება. წარმოუდგენელი სიძვირის პროექტია, თან არ ვიცით ვინ რა ვალდებულებები აიღო ხელშეკრების მიხევდით. ჩნდება კითხვა რატომ?! მე პირადად პასუხს  ფულის გათეთრებასა და კორუფციის შესაძლო არსებობაში ვხედავ“,-  განმარტავს ჭიპაშვილი.



ავტორი : სალომე ლემონჯავა

 

 

 

 

 




ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up