ცნობილი ქართველი ადვოკატი ღვინის ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

ცნობილი ქართველი ადვოკატი ღვინის ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

access_time2021-01-11 13:00:46

თბილისში ქართული ღვინის სადეგუსტაციო ახალი სივრცე „ბარბალეს მარანი“ სექტემბერში გაიხსნა, რომლის მფლობელი, ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძეა. 2020 წლის გამოწვევებზე, ღვინის ბაზარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა „კომერსანტთან“ ზვიად კორძაძემ.


„წლებია ამ საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ ჩემი პროდუქციის ბაზარზე გამოტანა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც დავრწმუნდი, რომ მომხმარებლისთვის ჩემი ღვინის შეთავაზება შემეძლო. ღვინის ბიზნესში ახალი სიტყვის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ გააკეთო ღვინო და გასაყიდად გამოიტანო, თუ  შენი პროდუქტი რაღაცით არ გამოირჩევა და მომხმარებელს სიახლეს არ სთავაზობს, მაშინ ეს არ უნდა გააკეთო“, -  აღნიშნა ზვიად კორძაძემ. 


კორძაძის განმარტებით „ბარბალეს ღვინის მარანი“ ცდილობს  ყურძნის იმ ჯიშების წამოწევას, რომლებიც იმერეთში მოდის. ესენია:  ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, სხვა.  


„ის ყურძნის ჯიშები, რომლებიც იმერეთში მოდის, ცოლიკაური, კრახუნა, ციცქა და სხვა. უფრო  დაჩაგრული აღმოჩნდა  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კახური ჯიშები, თუნდაც რქაწითელი  უფრო მოსავლიანია. კომუნისტებს კი  გეგმის  შესრულება უფრო აინტერესებდათ,  ვიდრე  მრავალფეროვნება და  ეს თვითმყოფადი  ჯიშები  დაიჩაგრა.


ჩემს მარანში მათ წამოწევას ვცდილობ. აღმოვაჩინე ერთი თავისებურება, რომ უცხოელებისთვის იმერული ღვინოები, რომელიც  მეც  ძალიან მომწონს  გაცილებით  უფრო ახლობელი და  მისაღებია, ვიდრე მძიმე  ღვინო. როცა ტურისტი ადგილზე  ჩამოდის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი  ტრადიციის  ნახვა და მძიმე ღვინის დაგემოვნება, მაგრამ წასაღებად და ექსპორტისთვის ცოლიკაურს და ციცქას ენიჭება უპირატესობა“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ. 


ზვიად კორძაძემ ახალ მიმართულებაზე და სასაჩუქრედ შემოტანილ ღვინოებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სასაჩუქრედ ანდრეს ინიესტას, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ბრენდირებული ღვინოები შემოიტანეს. 


„ჩვენ ადგილობრივ ღვინოსთან ერთად შემოვიტანეთ ანდრეს ინიესტას ღვინო, რომელიც ასევე გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულია, ვფიქრობთ რომ მისი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.


მეორე ცნობილი ღვინო რაც გვექნება ეს არის ანჯელინა ჯოლის და  ბრედ პიტის სახელობის, რომელიც ახლახანს შემოვიტანეთ. მხოლოდ სახელებით არ ვარჩევ ღვინოს, ჯერ ვსინჯავ და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას შემოვიტანო თუ არა. სამომავლოდ ცნობილი ადამიანების მიმართულებით რამდენიმე სიახლეს ვგეგმავთ“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.


პანდემიის პერიოდში „ბარბალეს მარანს“ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია, თუმცა  როგორც  კორძაძემ აღნიშნა, განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე მუშაობას აგრძელებს და ტურიტული სეზონის აღდგენისთვისაც ემზადება. 


„გორგასლის  ქუჩაზე აღმოვაჩინე ძველი სარდაფი, რომელიც შევიძინე  და ტურისტული ბიზნესისთვის ვამზადებ. დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელი იქნება თავისუფალი იმისგან, რამაც 2020-ში დაგვაბრკოლა. მგონია, რომ ვინც გაუძლებს და რისკს გასწევს, 2021  წელს დაუფასდება.


მინდა, ბიზნესს და იმ  ადამიანებს  იქნებიან მცირე თუ დიდ ბიზნესში ჩართულები ვუსურვო რომ  მათი შრომა იყოს დაფასებული. ადამიანებს ქვეყნისგან და სახელმწლიფოსგან ბევრი რამ არ სჭირდებათ, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ბიზნესის წარმოების საშუალება ჰქონდეს. ყველას ვუსურვებ რომ მათი  ბიზნესი იყოს  წარმატებული და ამაში სახელმწიფომ ხელი არ შეუშალოს, ქვეყანას კი  ვუსურვებ, რომ რაც  შეიძლება  მეტი  დასაქმებული იყოს,  მეტი  ადამიანი იყო  შრომაში და ნაკლები საუბარსა და კრიტიკაში, ეს არის საშუალო ფენის შექმნის ერთ-ერთი მთავარი  გარანტია, რაც ქვეყნის წარმატების  გარანტიაა“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.


„ბარბალეს მარანის“ სამომავლო გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შედის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ორიენტირებულები ქართული ბაზრის ათვისებაზე არიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up