ყველას  ჩამოეწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული პროცენტები,მომავალში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი - გიორგი ვაშაძის მოთხოვნა ხელისუფლებას

ყველას ჩამოეწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული პროცენტები,მომავალში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი - გიორგი ვაშაძის მოთხოვნა ხელისუფლებას

access_time2020-06-09 13:15:10

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიერ შემუშავებული ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის გადასარჩენად ორი კონკრეტული ინციატივა წარმოადგინა, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე გადავადებულ სესხებზე პროცენტის ჩამოწერასა და შემდგომ ეტაპზე ყველა კრედიტის პროცენტის განახევრებას ითვალისწინებს.


ვაშაძის თქმით ეროვნულმა ბანკმა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა გაატაროს, შემცირდეს რეფინანსირებისა და სარეზერვო განაკვეთები, რომ ქართულ ბიზნესს ფინანსებზე წვდომა ჰქონდეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით სესხების, ფულის გაიაფება და მოქალაქეების პროცენტის ჩამოწერა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.



„ეს პრეზენტაცია განკუთვნილია მოქალაქეების და რაც მთავარია მთავრობისთვის. საბანკო მონოპოლიები-ეს არის მთავარი პრობლემა და თავის ტკივილი, მით უმეტეს კორონა კრიზისის პირობებში, რომლებმაც 3,4მლრდ მოიგეს ბოლო 4 წლის მანძილზე და ფაქტობრივად ართმევენ არსებობის ყველანაირ შესაძლებლობას ქართულ ბიზნესა და ქართულ ეკონომიკას. ორი კონკრეტული ინციატივა,რაც გვაქვს:



1. ექვსი თვის მანძილზე გადავადებულ სესხებზე პროცენტი უნდა ჩამოიწეროს; 2. შემდგომ ეტაპზე ყველა კრედიტის პროცენტი უნდა განახევრდეს; მორჩა და დამთავრდა. ამისთვის ეროვნულმა ბანკმა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა გაატაროს, შემცირდეს სარეზერვო განაკვეთები და მოთხოვნები, რომლებიც არის, მაგრამ მთავარია იმისთვის, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა აუცილებელია გავაიაფოთ სესხები, გავაიაფოთ ფული და მოქალაქეებს პროცენტები ჩამოვაწეროთ. ეს დათვლილია საკუთესო ეკონომისტებთან ერთად, რომ ეს შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. ყველას უნდა ჩამოეწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული პროცენტები და უნდა განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი მომავალში და არა ისე, როგორც ახლა ზრდიან. ურეკავენ კლიენტებს ბანკები და ეუბნებიან, რომ მათ გაეზარდათ პროცენტი,ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი“ - გიორგი ვაშაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up