„ყველანაირი ყურადღების მიღმა აღმოვჩნდით“ - ღვინის პატარა მარნები არსებობისთვის იბრძვიან

„ყველანაირი ყურადღების მიღმა აღმოვჩნდით“ - ღვინის პატარა მარნები არსებობისთვის იბრძვიან

access_time2020-06-14 18:00:55

ღვინის პატარა მარნები გადარჩენისთვის იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა აღუთქვა, ღვინის მარნები ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ. ეს მაშინ, როდესაც მათ ნაწილი სესხებით აშენდა. პანდემიის პირობებში კი არა მარტო თვითგადარჩენაზე, არამედ ბანკებთან სასესხო ვალდებულებებზეც უწევთ ზრუნვა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „გივის მარნის“ დამფუძნებელი ამბობს, მისთვის უკვე კომპანიის ბედიც გაურკვეველია. გივი სირბილაშვილის თქმით, კორონავირუსის გამო, საქმიანობა მთლიანად შეჩერდა და ამ ეტაპზე მარნისთვის აღებული სესხის, 40 000 ლარის გადახდაც კი უჭირს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სესხების სუბსიდირება მისთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნებოდა.

პანდემიის გამო 100 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი ვერ შეძლო კიდევ ერთმა მარანმა „აგუნამ“. როგორც კომპანიის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის, ისევე როგორც სხვა პატარა მარნებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დახმარება მსოფლიო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებაა.

„გივის მარანის“ დამფუძნებელი გივი სირბილაშვილი: „მარნის მშენებელობა საკუთარი სახსრებით დავიწყეთ, ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ ბანკის სესხიც დაგვჭირდა. საუბარია, დაახლოებით, 40 000 ლარზე, საიდანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10 000 დავფარეთ. ამხელა სესხის აღება გავრისკეთ იმიტომ, რომ საქმე ძალიან კარგად მიდიოდა. ტურისტების ნაკადი იმდენად დიდი იყო, წინა ზაფხულიდან მარნის ეზოში სასტუმროს ნომრების მშენებელობაც დავიწყეთ. იმდენად მოსწონდათ ქართულ ტრადიციულ გარემოში ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომ შემდეგ დარჩენას ითხოვდნენ. კორონავირუსის გამო, ვერც ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და საერთოდ გავაჩერეთ მუშაობა. მარტში უკვე ყველა წინასწარი ჯავშანი გაგვიუქმდა. ახლა სესხიც დასაფარია და წარმოდგენა არ გვაქვს, რით უნდა გადავიხადოთ. არც ის ვიცით, გვეყოლება თუ არა ამ სესზონზე ტურისტები. ამ ვითარებაში ძალიან გვჭირდება სახელმწიფოს თანადგომა. ყველანაირი ყურადღების მიღმა აღმოვჩნდით. ძალიან დაგვეხმარებოდა სესხების სუბსიდირება, ტურისტების მოზიდვაში დახმარება, ცნობადობის ამაღლება. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ და არსებობისთვის ვიბრძვით. ჩვენს მდგომარეობაშია კახეთის რეგიონში მდებარე პატარა მარნების უმრავლესობა“.

ღვინის მარანი „აგუნას“ დირექტორი გედევან დარასელია: „ჩვენი მარანი 2005 წელს ქართულ-ესტონური ინვესტიციით აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ ექსპორტზე, შიდა ბაზარზე დატვირთვა კეთდებოდა ტურისტების ჯგუფების მიღებაზე. ეს არის შატოს ტიპის წარმოება, სადაც ვიღებდით სტუმრებს. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი დაახლოებით, ერთი წლით ადრე იგეგმება, ჩვენ უკვე გაწერილი გვქონდა კონკრეტული შეკვეთები. სამწუხაროდ, პანდემიურმა პირობებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. მაგალითად, ჩვენი ძირითადი ბაზარი იყო ჩინეთი, სადაც ჩვენგან ექსპორტი შემცირებლია 40%-ზე მეტად. ამან პირდაპირ ჩვენზე იმოქმედა. მხოლოდ ახლა ვიწყებთ ექსპორტზე ღვინის გაშვებას, თუმცა არა ჩინეთის მიმართულებით.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, დაახლოებით რომ გითხრათ, ამ დროისთვის უკვე 100 000 ბოთლი ღვინო უნდა გაგვეყიდა, რაც საშულოდ, 200 000-300 000 დოლარს უდრის. ეს შემოსავალი კომპანიამ ვერ ნახა. შემოსავლის ნაწილს დარჩენილ პერიოდში სავარაუდოდ, მივიღებთ, მაგრამ სრული წელი წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება“,- ამბობს გედევან დარასელია.


რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, მარანი „აგუნას“ დირექტორი ამბობს, რომ ახლა მცირე კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, მარკეტინგის და ცნობადობის ამაღლების კუთხით ხელშეწყობაა.

„იმ რეკომენდაციებით, რომელიც სახელმწიფომ გასცა, მარნები ნამდვილად შევძლებთ ტურისტების მიღებას. მთავარია, ვიზიტორების ნაკადი წამოვიდეს, რომ პატარა დადებით იმპულსი მაინც გამოიწვიოს. ვერ გეტყვით, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, თუმცა პატარა შვება იქნებოდა.

ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ცნობადობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღეს მსოფლიო იცნობს და ბევრი ფინანსური რესურსიც იდება ამაში, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ტიპის კომპანიები სხვადასხვა გამოფენებზე წასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, პოტენციურ კლინტებთან კონტაქტის მიმართულებით, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება. იმისთვის, რომ ელექტრიონული მარკეტინგი განხორციელდეს, აუცილებელია შესაბამისი საბუთების, ბუკლეტების, მზა ფოტოების, საიტის ქონა, რისი რესურსიც სამწუხაროდ, პატარა მარნებს არ გაგვაჩნია. ძალიან დაგვეხმარებოდა სახელმწიფო, თუ ამ ნაწილს უზრულველყოფდა“,- აცხადებს გედევან დარასელია.

ტურისტების მოზიდვაში დახმარებაზე საუბრობენ ყვარლის ღვინის მარანშიც. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მარანი ამჟამად მხოლოდ საკუთარ რესურსებზეა დამოკიდებული.

„ჩვენი პატარა მარანია, სადაც 8 ადამიანს ვასაქმებთ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სეზონზე ტურისტები გვეყოლება, ეს კომპანიას ძალიან სჭირდება. ჩვენ ყველა სტანდარტი დაცული გვაქვს და მზად ვართ მათ მისაღებად“,- აცხადებენ „ყვარლის ღვინის მარანში“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up