ინვესტორებმა გადაიფიქრეს - შაორი წლების შემდეგაც უძრაობაშია

ინვესტორებმა გადაიფიქრეს - შაორი წლების შემდეგაც უძრაობაშია

access_time2021-06-12 10:00:11

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან მზადდებოდა და 2019 წელს დასრულდა, კვლავ ინვესტორის მოლოდინშია. ზუსტად ორი წლის წინ, ამბროლაურის მერიამ „კომერსანტს“ ის 125 გვერდიანი დოკუმენტი მიაწოდა, რომელიც მოიცავს ყველა იმ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა ობიექტებს,  რომლებიც  4 წელიწადში შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო.


კომპლექსის საპროექტო საზღვარში სულ განხლულია 995 ნაკვეთი, სადაც რეგისტრირებულია 805 ნაკვეთი. საპროექტო ტერიტორიის 6% ტყის ფონდის მიწებია, ხოლო 47% ნაკვეთებით დაფარული ფართობებია.


როგორც ამბროლაურის მერი დავით მხეიძე „კომერსანტს“ უყვება, ყველა ინვესტორი, ვისაც შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტოიაზე გარკვეული პროექტის განხორციელების სურვილი ჰქონდა, პანდემიის გამო უკან იხევს და ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის მიიღებს საბოლოო სახეს პროექტი, რომლის შემუშავებაშიც კოლოსალური რესურსი და დრო დაიხარჯა.


„პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია - ყველამ, ვისაც რამე ინტერესი ჰქონდა შაორში ინვესტირების,  თავი შეიკავა. მანამდე ბევრი ინვესტორი იყო დაინტერესებული და იმედია დაბრუნდება ეს ყველაფერი. შაორის მხარეს დიდი მომავალი აქვს ტურისტული მიმართულებით. არიან აქვთ წვრილი მესაკუთრეები, რომელთაც სხვადასხვა იდეები აქვთ,  ბევრს მიწაც შეძენილი აქვს და ელოდებიან ეკონომიკის სრულად ამოქმედებას. ჩვენც გვაქვს სურვილი, რომ შაორის ირგვლივ გავაკეთოთ კაპიტალური გზა. არ გვაქვს პროგნოზი, როდის მიიღებს შაორი საბოლოო სახეს. მნიშვნელოვანია ავთენტურობა შევინარჩუნოთ, ბეტონისა და ქვის მასა არ მივიღოთ - ნებართვების გაცემის დროს, ამას გავითვალისწინებთ აუცილებლად. ეს უნდა იყოს,  ლამაზი, ხალხმრავალი ადგილი, ბევრი ადგილობრივით დასაქმებული და ეკონომიკური სიძლიერით,“ - ამბობს დავით მხეიძე.



ორი თვის წინ,  ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, შაორის განაშენიანების გეგმის ფარგლებში ადგილზე ორ ჰექტარამდე მიწის გაყიდვა მოხდა. ინვესტორი ვალდებულია ამ ტერიტორიაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გარკვეულ ვადებში ააშენოს. მოკლე დროში კი როგორც ამბროლაურის მერიაში განმარტავენ, ინვესტორი ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდება ნებართვის მისაღებად.


„როგორც ვიცით, დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ინვესტორებს ჯერ არ შევხვედრივართ,  მაგრამ კონკრეტული პირობებით არის გაყიდული და აუცილებლად შესასრულებელია. იმედია პანდემია მალე ჩაივლის, ისე ვერ განვვითარდებით,“ - ამბობს ამბროლაურის მერი.


პროექტი მოიცავს საბაგირო გზის მშენებლობას, ტყიბულიდან შაორზე ამომავალი მაღალი გამტარიანობის (2500 კაც/სთ-ში) 6 კმ-იანი გონდოლებიანი საბაგირო გზა, რომელიც წარმოდგენილია სამი (ტყიბულის ქვედა, ნაქერალას შუალედური და შაორის ზედა) სადგურით.


გეგმის მიხედვით, წყალსაცავის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე, გზასა და სანაპიროს შორის მოწყობილია ე.წ. ,,მარინა“. შაორის წყალსაცავისათვის შესაფერისი (ბათიმეტრიული მოცემულობები) ტიპის ნავსადგომებით (900-მდე ნავი); აქვე მოწყობილია იახტ-კლუბი, ნავების გაქირავება, სპორტული სანაოსნო სკოლა და რესტორანი დამსვენებლებისათვის. მარინას ჩრდილოეთ გაყოლებაზე განთავსებულია სპორტულ-სარეკრეაციო არეალი სპორტული მოედნებით. მარინასა და სპორტულ ზონას შორის განლაგებულია ავტოპარკინგი (400-მდე მანქანაზე და 10 ავტობუსზე), წყალსაცავსა და გზას შორის, მდებარეობს აქტიური დასვენების ზონები, სადაც განათავსებულია სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები.


წყალსაცავის აღმოსავლეთით, სოფელ თლუღისა და სხარტალის მიმართულებებით, განთავსდება ფერმა-სახლებისა და რანჩოების ზონა.



შაორის გენგეგმაში სარეკრეაციო ზონის სახით გამოიყო ტერიტორია ღია ფესტივალების, საზაფხულო კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს ადგილი მოშორებულია საცხოვრებელ ზონებს. შაორის წყალსაცავის ირგვლივ მოწყობილია ფეხით სასიარულო და ველო-ბილიკი. რაც შეეხება აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას - ეს პროექტები განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ჭრილში და სახელმწიფოს თანამონაწილეობა 20%-ით განისაზღვრა.


შაორის გენგეგმაში სარეკრეაციო ზონის სახით გამოიყო ტერიტორია ღია ფესტივალების, საზაფხულო კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს ადგილი მოშორებულია საცხოვრებელ ზონებს. შაორის წყალსაცავის ირგვლივ მოწყობილია ფეხით სასიარულო და ველო-ბილიკი. რაც შეეხება აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას - ეს პროექტები განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ჭრილში და სახელმწიფოს თანამონაწილეობა 20%-ით განისაზღვრა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up