„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

access_time2019-11-21 14:15:19

 „კურსზე,ფასებზე, ფულის მასასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მისი ბოლო ორი ხელმძღვანელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ლარის კურსი ძალიან ცუდ დღეშია და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ბიზნესს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა“ - იმპორტიორი  შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიებზე ლარის კურსის გავლენას აფასებს, როგორც მთავარ შემაფერხებელ ძალას ბიზნესის განვითარებისთვის.


ლარის კურსი მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს რომ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამაში ახალი არაფერია, თუმცა, დღეს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს  ამ კუთხით გააქტიურებისკენ პირდაპირ მოუწოდა, რამაც ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლებისთვის ეროვნული ბანკისა და მისი ხელძღვანელობის კომპეტენციის საკითხი კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწია . გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.


იმპორტიორი კომპანიებისთვის ლარის კურსის  ცვლილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მათ შემოსავლებზე, შესაბამისად „კომერსანტი“ რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. მათი უმეტესობა კომენტარისგან თავს იკავებს ან მოკლე პასუხით შემოიფარგლება იმაზე, რომ  გაუფასურებული ლარის კურსი  ამ კომპანიების სასარგებლოდ ნამდვილად არ „მოქმედებს“.



„ლარის კურსის მერყევი ხასიათი არა მარტო იმპორტიორ კომპანიებს, არამედ მთელს ქვეყანას  სავალალო მდგომარეობაში აგდებს. ეს არის ინფლაციის მეტწილად განმსაზღვრელი ფაქტორი, ხოლო ინფლაციაზე დიდი ზიანის მომტანი არაფერი არ არის ეკონომიკისთვის. ამ ყველაფერში ვადანაშაულებ ეროვნულ ბანკს, რადგან ბოლო 7 წლის მანძილზე მათი განცხადებები უკიდურესად არაკომპეტენტურია. მათი თქმით, ვალუტის კურსს არანაირი პრობლემა არ აქვს და ჩვენი დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, კურსი რომ გაორმაგდა ამას ყველა ვხედავთ. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უკიდურესად არაპროფესიონალია ან მათ ვიღაც მართავს. ახლა მოუწოდებს პრემიერი ბანკს რომ რამე მოიმოქმედოს, მაგრამ ასეთები ხშირად გვსმენია და არაფერი შეცვლილა.


 შეიცვლება თუ არ შეიცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფაქტია ვინმე უკეთესი უნდა მოვიდეს, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ამით ლარი შეიძლება დასტაბილურდეს თუ არა, ეს არავინ იცის. ფაქტია, რომ ლარის საშველს ვერსაიდან ვხედავთ. ერთი წელიც კი არ გაგვიტარებია ისე, რომ კურსს  ბიზნესისთვის არ დაერტყა.“  - ამბობს შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე.


მარიამ მორგოშია

 






„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up