„ყველაფერი, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია, არის რეალური" - ანუ როგორ გადაიქცა იდეა SALES Partner-ად

„ყველაფერი, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია, არის რეალური" - ანუ როგორ გადაიქცა იდეა SALES Partner-ად

access_time2017-04-01 16:37:27

დღეს Sales Partner 1 წლის გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 1 წელია დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული მიზანი რეალობად იქცა. როგორც ვოლტერი იტყოდა „უძლიერესი არმიის შემოჭრაც კი შეიძლება შეაჩერო, მაგრამ ვერასდროს შეაჩერებ იმ იდეას, რომლის დროც მოვიდა." Sales Partner-ის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. მისი შექმნის იდეა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუხედავად იმ მომენტისთვის უფრო რეალური და მომხიბვლელი პრესპექტივებისა, მიუხედავად ბევრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებისა, მაინც დაიწყო სერგო ავსაჯანიშვილმა, მისმა დამფუძნებელმა პირველი ნაბიჯების გადადგმა უდიდესი მიზნისკენ. რთულია მიხვდე, რატომ შეიძლება წარმატებულმა ადამიანმა ყველაფერი მიატოვოს და სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს წინსვლა. მაგრამ განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, გამოიმუშავო ძლიერი რწმენა შენი მიზნებისადმი მაშინ, როდესაც სამყარო მას არ გაძლევს. ასეთი რწმენის მქონე არაერთი აღმოჩნდა და შეიკრა გუნდი, რომლის არც ერთი წევრი არ ზოგავს რესურსს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს.

 

 

მას შემდეგ, რაც იდეამ ოფიციალური სახე მიიღო, მის განსახორციელებად თავდაუზოგავი შრომა დაიწყო. ცხოვრება გაბედულ ნაბიჯებს უპასუხოდ არასოდეს ტოვებს და შედეგმა ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა. მეტიც, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი კონტრაქტი Sales Partner-ის დაარსების წუთიდან გაფორმდა და შესაბამისად დაიწყო ზრუნვა იმ პარტნიორზე, რომლის წარმატება, გაყიდვების ზრდა, გაფართოვება და განვითარება ენთუზიაზმით და იდეებით დატვირთული ადამიანების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახდა. იშვიათია ისე ზუსტად ესმოდეს ვინმეს ნდობის მნიშვნელობა, როგორც Sales Partner-ში, და ამ საერთო ღირებულების მქონე ადამიანებით შექმნილი გუნდის შესაფერისად, ნდობის დაფასება უდიდესი შრომით და საქმეზე თავდადებით გამოიხატა. არც ასეთი შრომის შედეგს დაუყოვნებია და Sales Partner-ის მიმართ ნდობით აღჭურვილი კომპანიების რაოდენობა წარმოუდგენელი სისწრაფით გაიზარდა.


 


დღეს, ზუსტად 1 წლის შემდეგ ყველა პარტნიორმა კომპანიამ ზუსტად იცის, რომ მარკეტინგული აქტივობები იმ სანდო ადამიანების ხელშია, ვინც ყოველთვის ამართლებს მოლოდინებს. ყველა მათგანი დარწმუნებულია იმაში, რომ განსაკუთრებულად ძლიერი, შრომისმოყვარე, კრეატიული ადამიანების გუნდი უდგას მხარში, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია, თავი არ დაზოგოს მათთვის.

 




ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up