ყველაფერი, რაც ბენზინის ფასზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც ბენზინის ფასზე უნდა ვიცოდეთ

access_time2021-11-27 16:00:32

ბენზინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეასაქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო თვენახევარში საწვავის ფასები საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაიზარდარაც თითქმის 4%-იანი მატებაანავთობიმპორტიორები ამბობენრომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება.

რა აძვირებს საწვავს?

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა. Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი $82-ს გადასცდა. ფასი 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით $43-ით არის მომატებული. გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა, რის გამოც ბაზარზე გამოტანილი ოდენობა საკმარისი არ არის. 2021 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში მოპოვება საშუალოდ დღეში 1,9 მილიონი ბარელი იყო, რაც გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

ნედლი ნავთობის ფასების ზრდა წლის განმავლობაში ნავთობის გლობალური მარაგების სტაბილური შემცირების შედეგად მოხდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად OPEC+-ის წევრი ქვეყნები არ დათანხმდნენ მოპოვების გაზრდას. შესაბამისად, უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება დღე-ღამის განმავლობაში ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდასთან დაკავშირებით. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, რომელიც 98%-ით (2% არის ადგილზე წარმოებული საწვავი, უმეტესად დიზელი) იმპორტზეა დამოკიდებული, უცხოეთის ბირჟებზე ნავთობის გაძვირებაზე მყისიერად რეაგირებს. საერთაშორისო ბაზარზე ფასის აწევისთანავე საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ტარიფები მომენტალურად იცვლება. ხოლო  გაიაფებაზე ადგილობრივი ბაზარი დაგვიანებით რეაგირებს. საცალო ტარიფმა  მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიკლოს, რაც ძვირად ნაყიდი რეზერვები სრულად გაიყიდება და კომპანიები უკვე გაიაფებულ საწვავს შემოიტანენ.

როგორ დგება ბენზინის ფასი

ეკონომისტები განმარტავენ, რომ საქართველოში საწვავის ფასს 3 მთავარი კომპონენტი განსაზღვრავს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, ვალუტის კურსი და აქციზის გადასახადი.

საქართველოში საწვავი შემოდის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქმენეთიდან. საბითუმო შესყიდვა საერთაშორისო პლაცის მი­ხედ­ვით ხდება. იმპორტირებისას პროდუქცია განბაჟდება, რასაც ემატება აქციზი და დღგ. აქციზის გადასახადი 2017 წელს გაორმაგდა და 1 ტონა ბენზინზე 250-დან 500-მდე ლარია, ხოლო ტონა დიზელზე 200-დან 400 ლარამდეა. ბენზინის საცალო ფასში აქციზის წილი დაახლოებით 45-50 თეთრია. გადასახადების გარდა ნავთობკომპანია საცალო ფასში ითვალისწინებს ფასდანამატს, სადაც ყველა ხარჯთან ერთად, ცხადია, შედის მოგების მარჟაც.

საწვავის ფასზე გავლენას ტრანსპორტირების ტარიფიც ახდენს. როგორც ვიცით, პანდემიის გამო ლოგისტიკის ხარჯებიც გაიზარდა. გადაზიდვის ღირებულება გაეზარდათ ნავთობკომპანიებსაც. ნავთობპროდუქტების, როგორც საერთაშორისო, ასევე, შიდა სარკინიგზო გადაზიდვები დოლარში იანგარიშება.


ბოლო პერიოდში ლოგისტიკური ხარჯი ძალიან არამაგრამ გაზრდილია და კიდევ მატულობს“, – აღნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ფასის მკვეთრ ცვლილებას იწვევს, არის ვალუტის კურსი. ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ ლარის კურსი სტაბილურია, შესაბამისად, ეს ფაქტორი საცალო ფასზე ამჯერად აღარ ახდენს გავლენას. 

აქციზი პირდაპირ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტშიეს არის ბიუჯეტის გარანტირებული შემოსავალიაქციზის შემცირება ავტომატურად ნიშნავს საგადასახადო შემოსავლების კლებას. 2022 წლის ბიუჯეტშირომელიც უკვე პარლამენტშია შეტანილიაქციზიდან მისაღები შემოსავლები გათვალისწინებულიაამიტომ ნაკლებად სავარაუდოარომ მთავრობა ამ შემოსავლების შემცირებას დათანხმდეს, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი. 

რამდენად კონკურენტულია ბაზარი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე 30-მდე იმპორტიორი კომპანია და 1 300-მდე ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან დაახლოებით 700 ერთეული ე.წ. არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურია. ბაზრის უდიდესი წილი 5 მსხვილ მომწოდებელს – ვისოლსლუკოილსრომპეტროლსსოკარს და გალფს უჭირავს.

საწვავის ბაზარზე კონკურენცია მაღალიაბევრი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანია მუშაობს განსხვავებული ფასებითპროდუქციის განსხვავებული ხარისხითსერვისითშესაბამისადმომხმარებელს არჩევანი აქვს, – აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

პესიმისტური პროგნოზი

საწვავის ფასთან დაკავშირებით პროგნოზი არ არის ოპტიმისტური. ექსპერტების თქმით, ნავთობის ბაზარი მოკლევადიან პერსპექტივაში დეფიციტური იქნება, რაც ხელს შეუწყობს ფასების ზრდას. ეს შესაბამისად აისახება საქართველოს ბაზარზეც.

ისეთი ტენდენციაარომ ბაზარზე სტაბილურობა ჯერ არ იქნებაზოგმა ნავთობიმპორტიორმა შეიძლება შეინარჩუნოს ფასიზოგს კი გაძვირება მოუწევს, – გვითხრა ვანო მთვრალაშვილმა. 

საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტს ისიც ზრდის, რომ აზიისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ბუნებრივი აირის გაძვირების გამო, ნავთობის მოხმარებაზე გადავიდნენ. ისევ გაურკვეველია, რამდენი იქნება ნავთობის მიწოდება ბაზარზე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2021 წლის ბოლომდე Brent-ის ფასები არსებულ დონეზე დარჩება და საშუალოდ $82 იქნება.  გაისადვე, ნავარაუდებია, რომ ნავთობის მოხმარება გლობალურად მოიკლებს, რაც ხელს შეუწყობს Brent-ის ფასების კლებას. IEA 2022 წლისთვის ბარელის საშუალო ფასს – $79,40-ს ვარაუდობს. 2022 წელს ელოდებიან, რომ OPEC+-ის და OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მოპოვება მოიმატებს, ხოლო ნავთობის მოპოვების მთავარი მამოძრავებელი ძალა რუსეთი და აშშ იქნებიან. 2022 წელს შეერთებულ შტატები მოპოვებას მკვეთრად გაზრდის. რუსეთი კი მიიჩნევს, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ შესაძლოა, რეკორდულ – 560 მილიონ ტონას მიაღწიოს.

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up