“ყველაფერი იმის არ გამოყენება, რასაც საქართველოს ბუნება გაძლევს დანაშაულია“ -  ბუთა ელოშვილი

“ყველაფერი იმის არ გამოყენება, რასაც საქართველოს ბუნება გაძლევს დანაშაულია“ - ბუთა ელოშვილი

access_time2022-06-14 20:00:57

“ბახმარო ზამთარში უხვთოვლიანობით და თოვლის ფაქტურით გამოირჩევა, მართალია სასრიალო ტრასები არ არის, მაგრამ განვითარებულია cat skiing , რაც თოვლის სატკეპნი მანქანით გაუკვალავ თოვლში ასვლას და შემდეგ თხილამურით დაშვებას გულისხმობს“  - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა ისაუბრა, მისი თქმით ამის გამო ბახმაროში ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის.

 

“წელს იაპონელები გვყავდნენ სტუმრად და  თქვეს  რომ  არსად  ასეთ  თვლი  არ  უნახავთ,  ორი კვირა გადაუღებლად  თოვდა ,ეს  ხალხი ზუსტად ამისთვის ჩამოდის, ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის სწორად გაკეთება და ამისთვის დიდი ინფრასტრუქტურა საჭირო არ არის.

 

გურიაში ჩვენ წელს რამდენიმე ბავშვი გვყავდა, რომლებიც ამ მიმართულებით დაინტერესდნენ, შეიძლება  ყველა  მათგანი არ გაყვეს ამ სფეროს და ყველა მათგანი მთის გიდი არ გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება გახდნენ ამ თოვლის სატკეპნი მანქანის მძღოლები, ან თავიანთი რესურსი და ცოდნა სხვა ადგილობრივ ბიზნესს მოახმარონ“. -  აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.

 

ელოშვილის თქმით ყველაფერი იმის არ გამოყენება, რასაც საქართველოს ბუნება გაძლევს დანაშაულია და  ახალგაზრდა თაობა თუ არ შეეცდება რომ რაღაც შეცვალოს და უკეთესი გახადოს შემდეგ თაობასაც ჩაკეტილობაში ცხოვრება მოუწევს.

 

“მთავარია გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინ წავიდეთ როგორც ეკონომიკურად ისე კულტურულად  და ამ  ყველაფრის გაკეთება ტრადიციების შენარჩუნებით არის შესაძლებელი. რამდენჯერაც  სხვადასხვა  რეგიონში მაცხოვრებლებთან ამაზე მისაუბრია, მათაც  გასჩენიათ განვითარების ინტერესი და შემდეგ იგივე  რეგიონში დაბრუნებისას ეს  ხალხი უფრო მეტად ჩართული დამხვედრია.


 

 

ზაფხულში შეიძლება, რომ ტრეკინგ,  ჰაიკინგ და ველო ტურები გაკეთდეს, უბრალოდ ამ ყველაფერს სწორი დაგეგმვა და სწორი მიწოდება სჭირდება“ -  აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.

 

 ელოშვილი ფიქრობს რომ ამ  მხრივ სახელმწიფო ადამიანებს ხელს უნდა უწყობდეს, მისიე  თქმით ამისთვის შეიძლება ზაფხულის და ზამთრის სკოლების გაკეთებაც.

 

“ასევე  შეიძლება  ადამიანები  გაუშვა  ავსტრიაში, რომ ნახონ რა  ხდება იქ  და  უკან რომ დაბრუნდება  გაუჩნდება  სურვილი  რომ  აქაც  იგივე  გააკეთოს.

 

როდესაც  სავარჯიშოდ  მივდიოდი  ევროპაში და  უკან ვბრუნდებოდი  დიდი  პროტესტი  მიჩნდებოდა  სახელმწიფოსთან თუ რა გვიშლიდა  ხელს  იმაში,  რომ  იმ  დონისთვის  მიგვეღწია.

 

პერსპექტივა  გვაქვს  უზარმაზარი,  უბრალოდ  უნდა  მივეჩვიოთ ფიქრს და  შრომას და  ენერგიის  სწორად   დახარჯვას,  აუცილებელია  განათლება,  ხალხის  ინფორმირება  და  ამ   სფეროში  ინვესტიციის  დახარჯვა“. - აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up