ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

access_time2021-02-26 14:59:30

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.

 

მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის, რომელსაც 3 მილიონი დოლარი შემოჰქონდა ქვეყანაში, მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს,“-აცხადებს ქობულია.

 

რაც შეეხება პროგნოზებს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციის კონტროლზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება შიდა ეკონომიკა (ამაში შედის რესტორნები, მაღაზიები და ასე შემდეგ). ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ტურიზმი, რაც დამოკიდებულია საქართველოში ეპიდსიტუაციის გაკონტროლებაზე. ასევე აუცილებელია  მოხდეს იმ ქვეყნების მიერ საკუთარი მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მოგზაურობენ და შემოდიან საქართველოში.

 

„ყველაფერი რომ გავაკონტროლოთ და საერთოდ კოვიდი არ გვქონდეს, მაინც ვერ ავამოძრავებთ ეკონომიკას სწრაფად, თუ სხვებმა ვერ აღადგინეს თავის ქვეყნებში კოვიდი სიტუაცია, რომ იქიდან ტურისტი ჩამოვიდეს. თუ ჩვენ ვაქცინაციას სწრაფად ჩავატარებთ, არ არის აუცილებელი ყველა იყოს ვაქცინურებული, რაღაც განსაზღრული რაოდენობის ვაქცინაცია როდესაც მოხდება, უკვე ძალიან დიდი კონტროლი იქნება კოვიდ სიტუაციის. თუ ანალოგიური მოხდება სხვა ქვეყნებში და რაც ზაფხულისთვის მოსალოდნელიცაა, წლის მეორე ნახევარში, უფრო ზუსტად კი, ბოლო კვარტალში, შეიძლება დავინახოთ ტურისტული ნაკადების მომატება, რაც მოგვცემს შანსს სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

 

როგორც ქობულია განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგეს ფრენები რუსეთთან, რადგან ის არის ქვეყნის მაღალი გადახდის მქონე ტურისტების ძირითადი წყარო. როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ტურისტული სექტორიდან შესავლების 50% რუსეთიდან შემოდიოდა.


 

„ამიტომ, მათთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური  დაძაბულობა გვაქვს, ეკონომიკის თვალსაზრისით მათთან ურთიერთობის აღდგენა, პირველ რიგში გვაწყობს და რაც შეიძლება სწრაფად,“ - აცხადებს ქობულია.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

 

დეკემბერში ეკონომიკური ვარდნა დეკემბერში 7,9% იყო, ნოემბერში - 7.7%, ოქტომბერში 3.9%.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

 

 

Business-partner.ge





LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up