ყველაფერი 2022 წლის ზამთრის სეზონზე

ყველაფერი 2022 წლის ზამთრის სეზონზე

access_time2021-12-25 12:00:12

სამთო-სათხილამურო კურორტები 2021-2022 წლის ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან. 

ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე მონტაჟდება გათოვლიანების სისტემები. 1 406-მეტრიან სათხილამურო გზას თოვლის  23 ფიქსირებული და სამი მოძრავი საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. გარდა ამისა, ბაკურიანში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ კოხტას საბაგიროს. 

გუდაურში ხელოვნურად დათოვლიანდება სამი ტრასა, ასევე საბაგირო გუდაურას ძველი, დაზიანებული ბაგირი იცვლება ახლით. 

მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსი 2021 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. 10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს გამტარობა, საწყის ეტაპზე, საათში 1 800 მგზავრი იქნება, ხოლო საბაგიროს სიგრძე 1 421 მეტრია.

მიმდინარე წელს საბაგიროების ფასების ზრდა არ იგეგმება.

გუდაურსა და გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს:

„მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. 

კურორტი გუდაური  10:00 საათიდან 17:00 საათამდე; 

ჰაწვალი  10:00 საათიდან 16:00 საათამდე, (შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე);


თეთნულდი  10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

გოდერძი  10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო არეალს, 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში, საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.

საქართველოს სამთო კურორტებზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.“ 

უკვე ცნობილია რეგულაციების შესახებ, რომელიც ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე ამოქმედდება:

  • 10-ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროში 8 მგზავრი დაიშვება.
  • ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.
  • დამსვენებლებმა მთის კურორტებზე მწვანე პასპორტი უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.

რა უარყოფითი გავლენა მოახდინა პანდემიამ გასულ წელს სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირებაზე და რა მოლოდინები აქვთ მიმდინარე სეზონზე სექტორის წარმომადგენლებს  ამ საკითხზე Best Western Gudauri-ის მფლობელს, გიორგი კვიწინაშვილს, ვესაუბრეთ.

„წინა წელს, პანდემიის გამო, პრაქტიკულად ჩავარდა სეზონი. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რაიმე მიმართულებით კმაყოფილების საფუძველი გვქონდა. არ გვყავდა ბევრი სტუმარი, რადგან სეზონი 8 მარტს გაიხსნა და აპრილში დაიხურა. წელს, როგორც კი დაანონსდა, რომ 25 დეკემბერს უნდა გახსნილიყო სათხილამურო გზები, დამსვენებლები ძალიან გააქტიურდნენ.“ - ამბობს კვიწინაშვილი და იმასაც დასძენს, რომ ჯავშნების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მომატებულია. 

„ძალიან დიდი რაოდენობის ჯავშნებს ვიღებთ როგორც შიდა ტურისტული კომპანიებისგან, ისე ინდივიდუალურს. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აქტიურობს არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი.   გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ სეზონი ოფიციალურად არ გახსნილა, ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა საშუალოდ 40%-ით განისაზღვრება. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი წლის შემდეგ, ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდება,“  - აცხადებს Western Gudauri-ის მფლობელი. 

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, Best Western Gudauri-ის მფლობელი ამბობს, რომ კურორტზე ყველა სასტუმრო ზედმიწევნით იცავს კოვიდრეგულაციებს:

„უცხოელი სტუმრების უმრავლესობა ვაქცინირებულია. არავაქცინირებული ტურისტები ყოველ 3 დღეში ერთხელ იკეთებენ PCR ტესტს.
ჩემი დაკვირვებით, გუდაურში, ყველა სასტუმროში, უმაღლესი სტანდარტებით იცავენ კოვიდრეგულაციებს. კურორტზე რამდენიმე ადგილას კეთდება ტესტები, რათა დამსვენებლებს ამ მიმართულებით პრობლემა არ შეექმნათ. ეს საკითხი ძალიან ორგანიზებულია,“ - განმარტავს გიორგი კვიწინაშვილი. 

ცნობისთვის, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გასულ წლებში, საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო.  2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 80%-ით შემცირდა, რაც სექტორისთვის, წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, $2.3-2.5 მილიარდის დანაკარგია. 

თუმცა, დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მონაცემები გაუმჯობესდება, 2022 წელი კი ტურიზმის მიმართულებით, წლევანდელზე მეტად შემოსავლიანი იქნება.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up