ბერდია ყამარაული - ბრიტანეთზე კარგი ადგილი ბიზნესის დასაწყებად არ არსებობს, ეს პანდემიის დროსაც გამოჩნდა

ბერდია ყამარაული - ბრიტანეთზე კარგი ადგილი ბიზნესის დასაწყებად არ არსებობს, ეს პანდემიის დროსაც გამოჩნდა

access_time2020-09-24 16:00:58

 ბიზნესმენი ბერდია ყამარაული უკვე 18 წელია დიდ ბრიტანეთში საქმიანობს. თავდაპირველად  საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფების კომპანია Centigen (სენტიჯენი) დააფუძნა,  დაახლოებით 4  წლის წინ კი Cenimex-Georgian Wine Club (London)- სენიმექსი - ლონდონის ქართული ღვინის კლუბი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.


„კომერსანტი“ ბიზნესმენს ბრიტანეთში მოსახლეობისა და ბიზნესის განწყობაზე, კოვიდსიტუაციაზე და ქართული ღვინის პოზიციებზე გაესაუბრა. რუბრიკა „დიასპორა კაპიტალით“ გთავაზობთ ინტერვიუს ბიზნესმენ ბერდია ყამარაულთან:


ბ-ნო ბერდია, როგორია ახლა კოვიდსიტუაცია ბრიტანეთში და როგორი განწყობაა მაცხოვრებლებში, რამდენად მძიმე აღმოჩნდა ინგლისელებისთვის თვეობით ჩაკეტვა და შეზღუდვები?


ბრიტანეთში საკმაოდ აიწია ინფიცირებულთა რაოდენობამ,  კვირის დასაწყისში დაინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი 3 ათასამდეც კი აღწევდა.


აღსანიშნავია, რომ იზრდება ინფიცირებულების რიცხვი, მაგრამ არ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, ასევე არ იცვლება საავადმყოფოში მიღებულთა რაოდენობა.  ცოტა ხნის წინ, მიიღეს რეგულაცია,რომ არ შეიძლება  ერთად 6 ადამიანზე მეტის შეკრება, თუ ეს არ არის სპორტული ღონისძიება ან ქორწილი. ჩემს მეგობარს ჰქონდა ქორწილი 3-4 კვირის წინ და სპეციალურად გარე სივრცეში გადაიხადეს. ნიღბებს ყველა ვიყენებთ, ჩვეულებრივი ტემპით მიდის ცხოვრება.


შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა რამდენად გრძნობს ყურადღებას სახელმწიფოსგან? როგორც ვიცით საკმაოდ დიდ დახმარებას იღებენ.. 



 ყველა იმ ადამიანმა, ვინც კოვიდის დროს სამუშაო დაკარგა, სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას -  2-2,5 ათასამდე ფუნტს. ყველა ბიზნესს სახელმწიფომ მისცა ბიზნესსესხი 50 ათას ფუნტამდე, რომლის გადახდასაც ძალიან დაბალი პროცენტით ერთი წლის შემდეგ დაიწყებენ.


რაც შეეხება სკოლებს, სწავლება თუ დაიწყო და რამდენად პრიორიტეტულია ამ პროცესებში განათლება?

ახლა ყველაზე დიდი დავა იყო სკოლების გახსნასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების შემდეგ,განათლება ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტულ ადგილზე დააყენეს. სკოლები გაიხსნა, კლასში 6 მოსწავლეა, შესასვლელი და გამოსასვლელი კარები ცალ-ცალკე აქვთ. თუ ერთი ბავშვი დაავადდა, არა მთელი კლასი, არამედ მხოლოდ 6 კაციან ჯგუფზე მოხდება დაკვირვება.


გადავიდეთ სტუმარმასპინძლობის სექტორზე, ისევე როგორც ყველგან,  ბრიტანეთშიც საკმაოდ ბევრი კვების ობიექტი დაიხურა..

ჩვენი ოფისი,სადაც მდებარეობს, იმ ქუჩაზე რესტორნებისა და კაფე ბარების 95% დაკეტილია. იმდენად დაზარალდა მასპინძლობის სექტორი,რომ ამბობენ, როგორც კი მთავრობა დახმარებას შეწყვეტს, 70% ადამიანებისა უმუშევრად დარჩებიანო. ეს რესტორნები და კაფე-ბარები იმიტომ კი არ არიან დახურულები,რომ სახელმწიფო ეხმარებათ, მათ ურჩევნიათ რომ გაიხსნან, იმუშაონ, უბრალოდ ხალხი არ დადის რესტორნებში და ტურისტები აღარ არიან.


რამდენიმე წლის წინ თქვენ შექმენით ქართული ღვინის კლუბი, სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.  მოგვიყევით, ბრიტანეთში ქართული რესტორნებისა და ქართული ღვინის პოზიციები რა მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიის, შეზღუდვებისა და ექსპორტის შემცირების მერე?

ქართულ რესტორნებს რაც შეეხება, მათ კოვიდის პერიოდი გამოიყენეს რემონტისთვის და ახლა ზოგი მათგანი გაიხსნა. ბრიტანეთში ღვინის შემოტანა იაფი არ არის, იაფი ღვინო არ ნიშნავს კარგ ხარისხს. რაც შეეხება ქართულს, უნდა ითქვას,რომ ბრიტანეთში ყველა ქართული ღვინო რომელიც შემოდის, კარგი ხარისხისაა. იგი მაღალ საფასო სეგმენტში გადის და მინიმალური ფასი 12 ფუნტიდან იწყება , გვაქვს ღვინო,რომელსაც 50 ფუნტადაც ვყიდით. ჩვენ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სუპერმარკეტმა გვითხრა კიდეც,რომ ქართული ღვინო ფრანგული „ბორდოს“ დონეზეა.


გაყიდვით ძირითადად რესტორნებს ვამარაგებთ და ონლაინ ვყიდით. პანდემიის დროს რა თქმა უნდა, შემცირდა, დაახლოებით, შემცირების მაჩვენებელი 80%-ია. წითელი არ არის რისკიანი, მაგრამ თეთრი ღვინო რისკიანია, თეთრი ქვევრის ღვინოს დიდხანს ვერ გააჩერებ.


ჩვენ შემოგვაქვს ყველა სახეობის ღვინო : წითელი, თეთრი, ქვევრის, ძირითადად ბადაგონია ჩვენი მომწოდებელი, ასევე ვმუშაობთ ფანტასტიური ქვევრის ღვინოს მწარმოებელ კომპანიასთან ლაგვინართან.


რთულია ბრიტანეთში ბიზნესის კეთება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რადგანაც საკმაოდ მაღალი გადასახადებია? 


თუ გაქვს ბრიტანეთში  ცხოვრების უფლება, ბიზნესის დაწყება რთული არ არის, მთავარია გქონდეს სურვილი. თუ ცხოვრების უფლება გაქვს, ბრიტანეთზე კარგი ადგილი ბიზნესის დასაწყებად არ არსებობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up