„შეცდომები, რომელიც შეიძლებოდა 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს დაეშვა, თითქმის ყველა დაუშვა“ - რა შედეგი გამოიღო მაჭავარიანის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულმა საბიუჯეტო პოლიტიკამ

„შეცდომები, რომელიც შეიძლებოდა 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს დაეშვა, თითქმის ყველა დაუშვა“ - რა შედეგი გამოიღო მაჭავარიანის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულმა საბიუჯეტო პოლიტიკამ

access_time2020-12-16 10:00:52

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭვარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში მიაღწია. მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ მოლაპარაკებებზე, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების რეფორმაზე და პენსიების ინდექსაციაზე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა წლიური ანგარიშში აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა ქვეყნის სუვერენული რეიტინგებიც, იგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკამ საკმაოდ მაღალი ხარისხობრივი წინსვლა აჩვენა. პრეზენტაციაზე ივანე მაჭვარიანმა თქვა ისიც, რომ უწყება გამოწვევებზე სწრაფად და სწორად რეაგირებდა.


 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ფინანსისტები და ეკონომისტები ივანე მაჭავარიანის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და რა შედეგი გამოიღო ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულმა საბიუჯეტო პოლიტიკამ.

 


ირაკლი ერაძე

 



ყველა შეცდომა რომელიც შეიძლებოდა 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს დაეშვა, თითქმის ყველა დაუშვა. ფინანსთა სამინისტრო ვერ მიიღებს ლიბერალურ გადაწყვეტილებას, როდესაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ლიბერალური. აქედან გამომდინარე თუ გამოვრიცხავთ კორონავირუსის ფაქტს, სამინისტროს ცუდი წელი ჰქონდა. 2020 წელს ბიზნესისთვის რეგულაციები არ შერბილებულა, ყველაფერი ის რაც შეუძლია მთავრობამ შეიძლება გააკეთოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის, სწორი გზით არ გაკეთებულა, ეს არის სუბსიდირების გზა  და სხვა რამ.

 


გია ჯანდიერი



 

რომ გითხრათ მინისტრს გულდასმით ვუსმენდი მეთქი მოგატყუებთ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა არის სულელური. განცხადებებზე დაფუძნებული, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი აკეთებენ  ხოლმე. ის რასაც ივანე მაჭავარიანი ამბობს ფინანსთა მინისტრის საქმე არ არის, ჩვენი უკუღმართი პოლიტიკური სისტემა იმას უზრუნველყოფს, რომ ფინანსთა მინისტრს ჰქონდეს თავისი პოზიცია რაღაცებზე, რომელიც არ უნდა ჰქონდეს. მისი არც ერთი განცხადება და გადაწყვეტილება არ დამამახსოვრდა. ჩემი აზრით, მთავარი არის ის, რომ ფინანსთა მინისტრს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, ხშირ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრზე დიდიც, რაც მიმაჩნია რომ აბსურდია. ის აგროვებს ფულს, წყვეტს როგორ დაიხარჯოს და ის ხარჯავს კიდევაც. ფინანსთა მინისტრი ფისკალურ პოლიტიკას უნდა უძღვებოდეს, ეკონომიკურ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, ხოლო ეკონომიკის მინისტრი მთელი მთავრობას ოპონირებას უნდა უწევდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს და ეუბნებოდეს, რომ მისი სულელური ფისკალური პოლიტიკის გამო ეკონომიკის მდგომარეობა ცუდადაა. შედეგად მთავრობა ფულს არაეფექტურად ხარჯავს, შეიძლებოდა პანდემიის დროს ქამრების შემოჭერა და გაცილებით მეტი ეკონომიის გაწევა. ასევე არასწორი იყო პანდემიის დროს ფულის და პრივილეგიის ჩამორიგება, ეს არ არის ეკონომიკის საშველი, მისი საშველი არის შესაძლებლობა, რომ იმუშაოს.

 

ზვიად ხორგუაშვილი


 



საუბარი დადებითი გადაწყვეტილებებით დავიწყოთ. პირველი ეს არის დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების რეფორმა, თუმცა რეფორმა პრობლემებით წარიმართა, ვნახეთ რომ რამდენიმე ასეული მილიონი ბიუჯეტმა დაკარგა. ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო ფიჭური კავშირგაბმულობაზე აქციზის გადასახადის გაუქმება. რასაც ასევე ვერ დავკარგავთ არის ის, რომ ფინანსური გამჭვირვალობისკენ გარკვეულ წილად ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა აქაც პრობლემა არის ის, რომ ამ დრომდე ვერ მოგვარდა სსიპ-ებსა და ააიპ-ებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციის გაცემა. ასევე პრობლემაა შესყიდვებთან დაკავშირებით, კვლავ დიდი წილია პირდაპირი შესყიდვების. ეს არის ის დადებით მხარეები რომლიც გამახსენდა, თუმცა შეიძლება კიდევ იყოს რაღაც საკითხები რომელიც მოგვარდა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ რაც გაკეთდა საერთო სურათისთვის არის მინიმალური. ჩვენ მიდგომები საერთოდ უნდა შევცვალოთ. მაგალითად საგადასახადო წნეხი რომ ავიღოთ არა თუ შეამცირეს, არამდე როცა შეეძლოთ  ზრდიდნენ. ამის ყველზე კარგი მაგალითია აქციზის გადასახადი, როდესაც თავისუფლების აქტმა სხვა გადასახადების გაზრდის უფლება არ მისცა, მიადგნენ აქციზის გადასახადს და მკვეთრად გაზარდეს ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოზე და სხვა საქონელზე. ბოლო წლებში ასევე ხარჯვის ზრდა ხორციელდებოდა რაც ყველაზე სამწუხაროა საბიუჯეტო დეფიციტი ზრდადი გაქვს. ყველაზე დასამახსოვრებელი რაც ქვეყნისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის გაკეთდა იყო ის, რომ ძალიან ბევრი ვალი ავიღეთ. ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ მაქსიმალურად გადართულიყო შიდა ვალზე და ნელ-ნელა შეემცირებინა საგარეო ვალის წილი, რაც ცალსახად არასწორია უამრავი მიზეზის გამო - პირველი მიზეზი ის არის, რომ უფრო ძვირი გვიჯდება შიდა ვალი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ფულის მასის კონტროლთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა ჩნდება და მესამე იმის მაგივრად რომ ინევსტიციებში წავიდეს ის რესურსი რა ფულადი რესურსიც არის ბაზარზე, მთავრობა იღებს და ხარჯებში უშვებს, რაც ეკონომიკურ ზრდას ურტყამს.


აკაკი ცომაია

 



ფინანსთა სამინისტროსთვის არაფრით გამორჩეული წელი იყო, სტანდარტულად რუტინულად მიდიოდა პროცესი, რამით რომ გამოვარჩიო წინა წლებისგან ასეთი არაფერი მახსენდება. საბიუჯეტო შემოსავლები ჩვეულებრივად დაგეგმილ პარამეტრეშბი სრულდებოდა და გახარჯვაც გეგმის მიხედვით ხდებოდა. ეს იყო ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია წლების განმავლობაში, შესაბამისად ამ ფუნქციას ასრულებდა. რაც შეეხება მინისტრის ეკონომიკურ პროგნოზებს და პოლიტკურ-ეკონომიკურ ხედვებს ცხადია, რომ ბევრ საკითხში არ ვეთანხმები და სხვა შეხედულება გამაჩნია. ჩემი აზრით ჰქონდა დილეტანტური პროგნოზები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ასევე არასწორი იყო ახსნა კურსის მერყეობასთან დაკავშირებით.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up