„ფასი ყველა სახის პურზე არ იქნება შენარჩუნებული - სუბსიდირება ეხება მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების პურს“

„ფასი ყველა სახის პურზე არ იქნება შენარჩუნებული - სუბსიდირება ეხება მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების პურს“

access_time2021-04-04 11:00:41

„შარშანდელთან შედარებით მსოფლიოში ხორბლის მოსავლის შემცირებამ ბაზარზე სერიოზული რყევები გამოიწვია, აქედან გამომდინარე ბოლო ერთი წელია ჩვენც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია გვაქვს“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე განცხადებებით, გასულ წელს ხორბლის აღების პერიოდში მისი ფასი დაბალანსდა, თუმცა 2020 წლის სექტემბრიდან რყევები კვლავ დაიწყო.


„2020 წლის სექტემბერში საქართველოში ხორბლის შემოტანის ფასი 200 დოლარი იყო, დღეს კი სამწუხაროდ ეს თანხა 280 დოლარს შეადგენს, შესაბამისად იმისათვის, რომ პურზე ფასის ზრდა შეჩერებულიყო სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის ამუშავება დასჭირდა, რომელიც 4 თვის ვადაზე 2020 წლის დეკემბრიდან  2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იყო გათვლილი. შესაბამისად ამ პროგრამის პირველი ეტაპი იწურება  და იქიდან გამომდინარე , რომ  ხორბლის შემოტანის ღირებულება კვლავ 280 დოლრია აღნიშნული პროგრამა აპრილისან კვლავ სამი თვით გაგრძელდება“, -  აღნიშნა ლევან სილაგავამ. 


სილაგავას განცხადებით, როდესაც ფქივილის სუბსიდირებაზე მსჯელობა მიდიოდა, ორი მიმართულება გამოიკვეთა. პირველი ეს არის ყოველდღიური მოხმარების პური და მეორე -.არაყოველდღიური მოხმარების პური ბაგეტი, ლიტვური  და ა.შ. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამიზნე აუდიტორია ყოველდღიური მოხმარების პურია სუბსიდირებაც ამ მიმართულებაში გაკეთდა. 



ტენდერის პირობებს, რომ გადავხედოთ პურის მწარმოებლებმა და ქარხნებმა, რომლებიც პურს აცხობენ 1 ტომარა ფქვილში სამიზნე ფასი 53 ლარი მოითხოვეს. თუ დღეს ბაზარზე  ფასებს შევხედავთ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარია,  შესაბამისად დღეს  წისქვილკომბინანტებიდან 2 ფასი გვხვდება, 53 ლარი იმ პურის ქარხნებისათვის, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების პურს აცხობენ და 68 ლარი  თავისუფალი ბაზრის  ფასი, რომელიც არის  ჩვეულებრივი მოხმარების პურზე“, —   აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბერში დაიწყო და მარტის ბოლოს მთავრდება სახელმწიფოს 10 მილიონ ლარამდე დაუჯდა. მისივე  განმარტებით, გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანად არ იყო ათვისებული და სუბსიდირების პროგრამას წინა პროგრამიდან დაზოგილი დაახლოებით მილიონ-ნახევრაი დოლიარი დაემატება.

 

„სუბსიდირების პროგრამა რომ  არ ყოფილიყო, თთოეული  ეს პური რასაც  ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ დაახლოებით 20 თეთრით გაძვირდებოდა. შესაბამისად ეს გაძვირება სახელმწიფომ თავიდან აიცილა.აქედან გამომდინარე ხშირად  ისმის კითხვები თუ რისთვის კეთდება ეს, ჩვენ  როგორც  დარგი,  თვითონ  სუბსიდირებას არ ვემხრობით , თუმცა  რადგან  კრიზისია და საქმე  სოციალურად დაუცველ  მოსახლეობას ეხება, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია სუბსიდირება აუცილებელია“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up