თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) განაცხადა, რომ თურქეთის უფლებები და ინტერესები კანონის ფარგლებში იქნება დაცული. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თურქული trt.net.tr ავრცელებს.
ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი იყო საბერძნეთის ბოლო პერიოდში გახშირებულ პროვოკაციულ ქმედებებზე.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: წრეებს, რომლებიც ახალისებენ საბერძნეთს შეაიარაღონ არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულები, მოვუწოდებთ საღი აზროვნებისკენ.
„გაკეთდა მოწოდება ამ გადაწყვეტილების (ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მოუხსნას იარაღის ემბარგო სამხრეთ კვიპროსს) გაუქმების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ალიანსის სულისკვეთებას. ხაზგასმული იქნა, რომ ჩვენ არ შევიკავებთ თავს ყველა სახის ლეგიტიმური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებისგან, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ინტერესები საბერძნეთის უშედეგო მცდელობებისგან. ასევე ხაზგასმული იქნა, რომ მტკიცედ გაგრძელდება კვიპროსელი თურქების უფლებების დაცვა და ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. აღინიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის საჭიროა ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა და თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც trt.net.tr-ს ქართულენოვანი ბიურო ავრცელებს.