„ყველა მეცნიერის მოვალეობაა ახალი მეცნიერების დაფრთიანება“ -მექსიკაში მოღვაწე ქართველი გეოფიზიკოსი, ავთო გოგიჩაიშვილი

„ყველა მეცნიერის მოვალეობაა ახალი მეცნიერების დაფრთიანება“ -მექსიკაში მოღვაწე ქართველი გეოფიზიკოსი, ავთო გოგიჩაიშვილი

access_time2020-10-25 16:20:08

ცოტამ თუ ვიცით, რა პროცესები დგას სხვადასხვა არქეოლოგიური ნიმუშის ასაკის დადგენის უკან, ან როგორ ახერხებენ მეცნიერები განსაზღვრონ ის მოვლენები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ათასობით წლის წინ ხდებოდა. ერთი კი ცხადია – განსხვავება ჩვენ შორის – ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, ხოლო ისინი სწავლობენ დედამიწას. სწავლობენ ამ პლანეტის წარსულსა და აწმყოს, შესაბამისად კი, პროგნოზირებენ მომავალს. დღეს ერთ-ერთ ასეთ მეცნიერს გაცნობთ – გეოფიზიკოს ავთო გოგიჩაიშვილს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მექსიკაში მოღვაწეობს, ამ ეტაპზე კი მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის (UNAM) დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი კარიერა 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, დედამიწის მაგნიტური ველის კვლევას და უამრავ დაფრთიანებულ მეცნიერს მოიცავს. დღეს, მის ხელმძღვანელობაში არსებული ცენტრის, ერთგვარი კონგლომერატის ფრთის ქვეშ ლაბორატორიათა ქსელი ერთიანდება, რომელთა მიზანია არქეოლოგიაში ფიზიკური მეთოდების გამოყენება, მოპოვებული ნიმუშების აბსოლუტური ასაკის დასადგენად.

მართალია, ავთო გოგიჩაიშვილის მოღვაწეობა ათწლეულებია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებსა და ექსპედიციებს უკავშირდება, თუმცა, მას საქართველოში ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებშიც დიდი წვლილი მიუძღვის. „აქტიური მონაწილეობა მივიღე დმანისის უძველესი ადამიანის ასაკის განსაზღვრაში. ასევე, ვმონაწილეობ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის – გრაკლიანის გორის შესწავლაში, რომელსაც კურირებს უბადლო არქეოლოგი, თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ერთობლივი კვლევა გრძელდება ჯავახეთის და ყაზბეგის ვულკანურ წარმონაქმნებზე“.

დედამიწის სიღრმე მის მეხსიერებას ინახავს. გათხრებისას ნაპოვნი, ათასობით წლის წინანდელი გამომწვარი თიხის საგნები მაგნიტური ველის იმ მნიშვნელობებს გვაჩვენებს, რომელიც დედამიწას კონკრეტულ ადგილზე, საგნის გამოწვის დროს ჰქონდა. ეს ერთგვარი ანაბეჭდია, რომლის პოვნისა და შესწავლის შემდეგ, შესაძლებელი ხდება აღვადგინოთ დედამიწის მაგნიტური ველის დამახარისხებელი პარამეტრები. საბოლოო ჯამში კი, სხვადასხვა ასაკის არქეოლოგიური ობიექტების არქეომაგნეტური მეთოდით კვლევა გვაძლევს, დროის მიხედვით, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების გრაფიკის შედგენის შესაძლებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, არქეომაგნეტიზმი, ერთი მხრივ, არქეოლოგიური ობიექტების დათარიღების ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი დედამიწის მაგნიტური ველის ცვალებადობის შესწავლის საშუალება. ეს, დაახლოებით, ის პრინციპებია, რომლებსაც მექსიკაში, არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრშიც ეყრდნობიან და რა თქმა უნდა, სანამ ავთო ამ ცენტრს უხელმძღვანელებდა, მისი ამბავი სულ სხვა კონტინენტზე, სულ სხვა გარემოში დაიწყო. ამის თქმის საშუალებას მასთან, მისი „მეხსიერების დათარიღების მიზნით“ ჩატარებული ინტერვიუ გვაძლევს. ისევე, როგორც იმის თქმის საშუალებას, რომ ავთოს განვითარება, დაახლოებით, 50 წლის წინ, გურიაში, სოფელ ლესაში დაიწყო.

„დავიბდე თბილისში, დაახლოებით, 50 წლის წინ, თუმცა ჩემი ბავშვობა უკავშირდება გურიას, კერძოდ ლანჩხუთის რაიონის ულამაზეს სოფელ ლესას და მის უმშვენიერეს უბანს – ჭინათს. ძირითადად, ბებიასთან ვიზრდებოდი, რომელსაც ჰქონდა საოცარი აღქმები და მსოფმხედველობა განათლებისა და სწავლის მიმართ. მათემატიკის სიყვარული კი, ალბათ, დედის მხრიდან მაქვს. ჩემი ბებია და ბაბუა მათემატიკის პედაგოგები იყვნენ. 7 წლის ასაკში გურიიდან თბილიში ჩამოვედი და 23-ე ფრანგული სკოლის პირველკლასელი გავხდი. ამ დროს, ქართულად გამართულად ლაპარაკი მიჭირდა, რადგან ჩემს ლექსიკონში ჭარბობდა გურული სიტყვები და დიალექტი. ამის შემდეგ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ დღეს 6 ენაზე შემიძლია თავისუფლად წერა, კითხვა და ლაპარაკი“.

M: რა არის მთავარი ფაქტორი თქვენთვის, რასაც შეუძლია ბავშვის მეცნიერად ქცევაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს?
ვფიქრობ, რომ ოჯახურ გარემოს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მამა თსუ-ს ფსიქოლოგიის პროფესორია, ხოლო დედა პედიატრი – ინფექტოლოგი. მათი მაგალითით ჩამენერგა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მახსოვს, ყოველ დღე უნდა ჩამებარებინა გაკვეთილები მამისთვის, რაც გაცილებით რთული იყო, ვიდრე მეორე დღეს, გაკვეთილზე გამოძახება. ზუსტად იგივე გზა გამოიარა ჩემმა ძმამ – ყველასთვის ცნობილმა დათო გოგიჩაიშვილმა და როგორც ხედავთ, მეთოდმა გაამართლა.

M: 23-ე სკოლის შემდეგ სად სწავლობდით და როგორ ყალიბდებოდა თქვენი ინტერესი გეოფიზიკის მიმართულებით?
მათემატიკისკენ მიდრეკილების გამო, მე-8 კლასიდან ჩავაბარე ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა მათემატიკურ სკოლაში, სადაც არ შემიძლია არ მოვიხსენიო უბადლო მათემატიკოსი, ოლეგ კვეტენაძე და ასევე, შესანიშნავი ფიზიკოსი ლეილა ნარიოდოშვილი. ამ ორმა ადამიანმა შემაყვარა ეს დარგი, რის შემდეგაც 1988 წელს, თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მიუხედავად უსაშველოდ რთული პერიოდისა, ამ დროის ფიზიკის ფაკულტეტი არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს არც ერთ უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულებას. წილად მხვდა ბედნიერება მყოლოდა ლეგენდარული მასწავლებლები – არჩილ სულაქველიძე, ოთარ ნაფეტვარიძე, გოგი ალექსანდრია, არჩილ ხელაშვილი, ჯემალ მებონია და სხვები. ჩემს გეოფიზიკოსად ჩამოყალიბებაში კი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილს.


M: როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერა? მოგვიყევით იმ სამუშაო ადგილების/პროექტების შესახებ, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ თქვენი განვითარებისთვის…
1991 წლის ზაფხულში, სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა საერთაშორისო პალეომაგნიტური ექსპედიცია, სადაც ჩემმა მასწავლებელმა, თსუ-ს გეოფიზიკის კათედრის პროფესორმა – ჯემალ სოლოღაღვილმა მიმიწვია, როგორც სტუდენტი და თარჯიმანი. აქ გავიცანი მონპელიეს (სამხრეთ საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორი მიშელ პრევო, რომელმაც შემდგომში მიმიწვია საფრანგეთში, სწავლის გასაგრძელებლად. ასე აღმოვჩნდი 1993 წლის ოქტომბერში საფრანგეთში, სადაც 1999 წლის იანვრამდე დავყავი.

ამჟამად, ვსწავლობ დედამიწის მაგნიტური ველის ვარიაციებს დროსა და სივრცეში. ანუ ვმუშაობ გეომანეტიზმისა და მისი ორი შემადგენელი ქვედარგის – პალეომაგნეტიზმისა და არქეომაგნეტიზმის მიმართულებით. პირველი იკვლევს ბუნებრივ ნარჩენ დამაგნიტებულობას, ძირითადად ვულკანურ ლავურ ნაკადებში და მეორე გამომწვარ არქეოლოგიურ არტერფაქტებში. როგორც ხედავთ, ეს ერთობ ვერსატილური მეცნიერებაა და ამავდროულად, განეკუთვნება სასაზღვრო (Frontier) მეცნიერებებს, სადაც იკვეთება ფიზიკის, გეოფიზიკის, გეოლოგიის, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინტერესები. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი კი ისლანდიის, ჩილესა და ფილიპინების ვულკანური ამოფრქვევის მაგნიტურ შესწავლას ეხებოდა.

M: როგორ აღმოჩნდით საფრანგეთიდან მექსიკაში? როგორ იწყება თქვენი მექსიკაში მოღვაწეობის ამბავი?
მექსიკას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დიდი ტრადიცია აქვს. ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM), მხოლოდ ამ სფეროში, 1000-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს. დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ, მივიღე მონაწილეობა პოსტდოქტორანტის კონკურსში, სადაც გავიმარჯვე. სამწლიანი კონტრაქტის შემდეგ მივიღე პერმანენტული პოზიცია, 2004 წლიდან კი სრული პროფესორის სტატუსი. აქვე შევქმენი გურულ-მექსიკური ოჯახი. მეუღლე მექსიკელია, პროფესიით ფსიქოლოგი. მყავს შვილები ნიკოლოზი და მაია. ნიკოლოზი 19 წლისაა და მათემატიკური ეკონომიკის (ეკონომეტრიის) მეორე კურსის სტუდენტი, მაია კი 12 წლისაა.

M: მოგვიყევით თქვენ მიერ, ან თქვენი თანამონაწილეობით შექმნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის შესახებ. იმ კვლევებისა და აღმოჩენების შესახებ, რომლებმაც ახალი სიტყვა გათქმევინათ გეოფიზიკაში…
დღემდე გამოქვეყნებული მაქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალებში, სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილიდან. ანუ დედამიწის კვლევა კონტინენტიდან. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა გეომაგნიტური ინვერსიების შესწავლა, ანუ პროცესი, როცა მაგნიტური პოლუსები იცვლიან პოზიციას. დგინდება, რომ დედამიწის არსებობის ისტორიაში სტატისტიკურად ნორმალური პოლარობა (მაგნიტური პოლუსი ფლუქტუირებს გეოგრაფიულ პოლუსთან ახლოს, რაც დღეს ხდება), იმდენივე დროის განმავლობაში არსებობდა, რამდენიც შებრუნებული პოლარობა (ასეთ შემთხვევაში კომპასი, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, უთითებს სამხრეთს). მე განსაკუთრებით მაინტერესებს გარდამავალი გეომაგნიტური ველის თავისებურებები, ანუ როცა ვირტუალურად მაგნიტური პოლუსი არც ჩრდილოეთშია და არც სამხრეთში. ამ პროცესს ჰქვია მესამე მეტასტაბილური მდგომარეობა, რაც დედამიწის ისტორიაში ძალიან იშვიათია.

არქეომაგნეტური განხრით, ბოლო დროს დავინტერესდი უძველესი ხატების, ფრესკებისა და საერთოდ, არქეოლოგიურ კონტექსტში მოხატულობების მაგნიტური შესწავლით. განსაკუთრებით წითელი ფერის ხატებით, რომლებიც შეიცავენ მაგნიტურ მინერალ ჰემატიტს. დღესდღეობით, მხოლოდ ჩვენს ლაბორატორიაშია შესაძლებელი ამ სახის კვლევების ჩატარება.

M: რა არის თქვენი, როგორც მეცნიერის მიზანი და რას აკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად?
ძალიან მეამაყება, რომ ის დოქტორანტები, რომელთა ნაშრომებსაც ვხელმძღვანელობდი, დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ. დღემდე, აკადემიური თვალსაზრისით გაზრდილი მყავს 17 დოქტორანტი და 30-ზე მეტი მაგისტრი. მივიჩნევ, რომ ყველა მეცნიერის პირდაპირი მოვალეობა და მიზანია ახალი მეცნიერების დაფრთიანება.

ავთო გოგიჩაიშვილი მექსიკაში მოღვაწეობას აგრძელებს. თუმცა, მისი საქმიანობის არეალი მხოლოდ ერთ ქვეყანას, ან კონტინენტს იშვიათად მოიცავს. ჩვენ ყველას განსხვავებული სიღრმეები გვაქვს და შეიძლება, ბევრს მოგვწონს მათში ჩაძრომა და ახალი რამეების აღმოჩენა, თუმცა, მინიმუმ დედამიწასთან დამოკიდებულებაში ავთოსგან მაინც განვსხვავდებით. რადგან კიდევ ერთხელ – ჩვენ ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე, ის კი იკვლევს მას.

Marketer.ge

თეგები:
მეცნიერი



„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.


მსგავსი სიახლეები

up