ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

access_time2020-02-13 23:15:16

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს “ტყის კოდექსში”, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

“საქართველოს რეპუბლიკური პარტიის” განცხადებით, ეს ცვლილება დაუსაბუთებელ უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

როგორც “რესპუბლიკელები” აღნიშნავენ, კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის – საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.”

თუმცა, პარტიაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ასახული ამ ცვლილების მიღების სამართლებრივი საფუძველი და მიზანშეწონილობა:

“ბლანკეტურ ნორმაში მითითებული “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონი კი ადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთვის უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა აღიარებული მართლმადიდებლუირ ეკლექსიისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკანონმდებლო ჩანაწერი მისთვის სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებული, დაუსაბუთებელი პირობების დადგენის გამო” – აცხადებენ რესპუბლიკურ პარტიაში.

მათი შეფასებით, კანონის პროექტის ინიციატორი უგულებელყოფს კონსტიტუციურ ჩანაწერს თანასწორი მოპოყრობის ვალდებულების თაობაზე და შესაძლებელად მიიჩნევს განსხვავებული მიდგომა დაუშვას სახელმწიფო ტყის ფონდის გასხვისებასთან დაკავშირებით.

ანტიკონსტიტუციური არაფერია

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტში ანტიკონსტიტუციური არაფერი წერია და ის უკვე არსებულ პრაქტიკას აწესრიგებს:

“ტყის კოდექსის მე-15 მუხლში ანტიკონსტიტუციური არაფერი წერია. ვინაიდან, მოქმედ ტყის კოდექსში იყო საქართველოს ეკლესია ჩაწერილი, რომელსაც ე.წ. მიჩენის წესით, უკვე გადაცემული აქვს 1 600 ჰექტარზე მეტი ტყე მართვაში. შესაბამისად, აქ ახალი არაფერი ჩაწერილა. აქ გასწორდა ის, რომ არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რაც ქონების კანონშია დაკონკრეტებული ცვლილება, რომელიც გაჰყვა ტყის კოდექსს, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იცნო უსასყიდლოდ გადაცემა, ჩვენს ჩანაწერში წერია, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს სასყიდიანად გადასცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას არ გადასცეს უტოპიური და შეუფასებელი ტერიტორიები, განისაზღვრა კონკრეტული გადასაცემი ფართობების მოცულობა. ტყის კოდექსის მე-15 მუხლში წერია, რომ ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს ტყის ფართობი,, ვინაიდან ეს აქამდეც ეწერა მოქმედ კოდექსში. მაგრამ ქონების კანონში ცვლილება, რაც დამტკიცდა გუშინ, წერია, რომ ეკლესიას უფლება ექნება, მთავრობის გადაწყვეტილებით ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში გადაეცეს ტყე, არაუმეტე 20 ჰექტრისა”, – ამბობს ამირგულაშვილი.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ მიზეზის გამო, რომ მასში საუბარია მხოლოდმხოლოდ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეზე. სხვა რელიგიურ გერთიანებებს კი, მისი თქმით, ტყეში არც ადრე და არც ახლა, არცერთი სამლოცველო არ უფიქსირდებათ.


“რომ გვქონდეს ჩვენ ტყეში სინაგოგაც და მეჩეთიც, მაგალითად, მაშინ ეს საკითხი სხვანაირად დაისმებოდა, მაგრამ არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო შეიძლება რომ გაიცეს 20 ჰექტრამდე, ოღონდ ეს არ არის საეკლესიო ტყის ფორმატი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი სსიპი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც ამ შემთხვევაში არის კერძო მესაკუთრე. თუკი ეს მოხდა, მასაც ისევე მოუწევს ტყის დაცვა და მართვა, როგორც ნებისმიერ სხვას” – ამბობს ამირგულაშვილი.

მისი თქმით, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ უქმდება ე.წ. მიჩენის წესი, რომლითაც ეკლესია ტყეს მართავდა, თუმცა ყველფრის შეთანხმება სააგენტოსთან უწევდა:

“არ იყო კარგი ფორმა არცერთი მხარისთვის, ეს გავაუქმეთ. ახლა ამ ტყეების მოთხოვნის უფლება ეძლევა საპატრიარქოს, რომ ჰქონდეს საკუთრებაში, რაც უფრო მეტ ვალდებულებებს დააკისრებს მათ და ასევე შეუძლიათ, რომ თითოეული ეკლესია-მონასტრის გარშემო საკუთრებაში მოითხოვონ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობი” – ამბობს გრემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ამ ცვლილებების შემუშავების საჭიროება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ დინახეს. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის ხელმძღვანელის თქმით, რომ არა ეს ცვლილებები, ეკლესიას მთავრობის დადგენილებით ნებისმიერ ადგილას და მოცულობის ფართობის მიღება შეეძლებოდა:

“საპატრიარქოსთან სამართლებრივი ურთიერთობა ამ წლების განამვლობაში მოქმედი ტყის კოდექსით გვქონდა. საპატრიარრქომ დააყენა საკითხი, რომ ეს პროცესი ორ მხარეს შორის უფრო გარკვეული ყოფილიყო. კანონი რომ იწერებოდა, კონსულტაციებში საპატრიარქოც მონაწილეობდა და შევჯერდით. თუ ეს ჩანაწერი არ იქნობდა,  ქონების კანონში კვლავაც იქნებოდა უკვე არსებული ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს მთვრობას ყოველთვის აქვს უფლება, მისცეს ქონება ეკლესიას. შესაბამისად, გამოვიდოდა ისე, რომ საპატრიარქოს გაცილებით მეტი ქონების მოთხოვნის საშუალება ექნებოდა. ჩვენ კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რა იქნებდოა უფრო უკეთესი ეკლესიისთვისაც, ტყისთვისაც და სახლემწიფოსთვისაც”, – ამბობს ამირგულაშვილი “ნეტგზეთთან”.

მისივე თქმით, საბოლოოდ, კონსულტაციებისა და დისკუსიის შედეგად, გადაწყდა, რომ ეკლესიას შეეძლოს 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონება თავისი კომპლექსის მიმდებარედ და არა ყველგან.

“მივესალმებით იმას, რომ ეკლესიას ჰქონდეს ტყე, თუ ის მართავს ისე, როგორც კოდექსი ავალდებულებს. ჩანაწერი ამ კოდექსში არის, რომ ვალდებულებები ყველაზე ვრცელდება. ეს 20 ჰექტარი ჩაიწერა ტყის ინტერესიდან და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რა მასშტაბები შეიძლება იყოს ისტორიულად უკვე არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო” – უთხრა ამირგულაშვილმა “ნეტგზეთს”.

პრივილეგიები მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

განსხვავებულად ხედავენ კანონპროექტის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” (GDI). ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამების დირექტორი მარი კაპანაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა ზოგად კონტექსტშია, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო ყოვლთვის განსხვავებულად ეპყრობა:

“ძირითადი პრობლემა იმდენად არ არის ტყის კოდექსში, რამდენადაც სახელმწიფო ქონების კანონში. ტყის კოდექსი უბრალოდ უთითებს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი დაარეგულირებს ამ საკითხს. თვითონ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში გვაქვს ჩანაწერი ასეთი, რომელიც რეტროაქტიურად ავრცელებს მართლმადიდებელ ეკლესიაზე უფლებებს. ამბობს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე, თუკი რაიმე ეკლესია-მონასტრები ჰქოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მას საკუთრებაში გადაეცემა არამხოლოდ ეს ტერიტორია, არამედ პლუს 20 ჰექტრის ფარგლებში ტყის ფართობი”, – ამბობს კაპანაძე.

მისივე შეფასებით, ეს პრობლემური იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც აქვთ ასეთი რელიგიური დანიშნულების შენობები მსგავს ტერიტორიაზე.

“თუნდაც ასე არ იყოს, ამ საკითხის პრობლემურობას ზოგად კონტექსტში ვხედავ. ის კონტექსტი, რაც გვაქვს – მართლმადიდებელ ეკლესაის აქვს დაწესებული პრივილეგიები და სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით სახელმწიფო ყოველთვის განსხვავბულ მოპყრობას აწესებს – ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც” – ამბობს კაპანაძე.

კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განლაგებული და სახელმწიფო შეიძლება ამ ჩანაწერს დაეყწრნოს კანონებში ცვლილების შეტანისას.

როგორც მარი კაპანაძე აღნიშნავს, ეს გარემოება მაინც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს და სხვა რელიგიური გერთიანებები უგულვებელყოს:

“ეს საკონსტიტუციო სასმართლომაც თქვა 2018 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელიც სწორედ ქონების შესახებ კანონის დებულებებს ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებამდე უსასყიდლოდ ქონების გადაცემა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთის იყო დასაშვები. თუნდაც ნორმატიულ დონეზე მსგავსი ტიპის დეკლარირება მაინც არასწორი მგონია იმ ფონზე, რომ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს კიდევ ერთხელ უგზავნის იმ არასწორე მესიჯს, რომლის მიხედვითაც, მათ სახელმწიფო არ უყურებს ისე, როგორც საპატრიარქოს”, – ამბობს GDI-ის პროგრამების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არაერთი პრობლემა აქვს და სახელმწიფო მათ მოგვარებაზე არ ზრუნავს. პარალელურად კი, ცდილობს, მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი დაპროკოლება არ შეუქმნას. მარი კაპანაძე სწორედ ამ პრაქტიკას მიიჩევს პრობლემად.

netgazeti.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up