ყველა ძვირადღირებული იახტები მსოფლიოში - Forbes-ის ტოპ-10

ყველა ძვირადღირებული იახტები მსოფლიოში - Forbes-ის ტოპ-10

access_time2019-09-15 20:00:13


წელს იახტების სამყაროში მთავარი მოვლენის - Monaco Yacht Show-ზე - ნაჩვენები იქნება 125 ყველაზე დიდი და ძვირადღირებული იახტა.



გამოფენა ტარდება უკვე 30 წელია და ეს არის მსოფლიოში ერთად-ერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 3 მლრდ. დოლარის ჯამური ღირებულების იახტების ნახვა.



შოუ ჩატარდება 25-28 სექტემბერს. მასში მიიღებს მონაწილეობს 80 მეტრზე მეტი სიგრძის 12 მეგაიახტა. მაღალი ფასების მიუხედავად, ეს ხომალდები ყოველთვის პოულობენ მყიდველებს - გამოფენაში მონაწილე იახტების ნახევარი იყიდება.



Monaco Yacht Show-ში მონაწილე 10 ყველაზე დიდი და ძვირადღირებული იახტა


1.Octopus —  სიგრძე - 126 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Lurssen/HDW Kiel, 2003 წელი, ფასი - €295 მლნ., მფლობელები - პოლ ალენის მემკვიდრეები.





ხომალდი აშენდა Microsoft-ის თანადამფუძნებლის პოლ ალენის შეკვეთით და არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საექსპედიციო იახტა, რომელიც შექმნილია რთულ ადგილებში მოგზაურობისთვის - მაგალითად, არქტიკაში. მაშ შეუძლია გაიაროს 12 500 საზღვაო მილი საწვავის დამატების გარეშე.


იახტაზე არის ანგარი წყალქვეშა ნავისთვის, ორი მოედანი ვერტმფრენისთვის, აუზი და საკალათბურთო მოედანი.


პოლ ალენის გარდაცვალების შემდეგ იახტა შეკეთდა და ამჟა,ად იყიდება.



2. TIS —  სიგრძე - 111 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Lurssen, 2019 წელი, ფასი - €275 მლნ., მფლობელები - სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი ალექსეი ფედორიჩევი





ახალაშენებული იახტა უკვე იყიდება და, სავარაუდოდ, მყიდველი ადვილად მოიძებნება, რადგანაც ძვირადღირებული იახტების შეძენა არაა ისეთი ადვილი საქმე, როგორც ჩანს ერთო შეხედვით - მილიარდერებს უწევთ წლობით ლოდინი, სანამ მათ მიერ შეკვეთილი ხომალდი აშენდება, ან არჩევანია გაკეთება ბაზარზე არსებულ მეორად იახტებს შორის.



აღმოჩნდა, რომ თურმე სადღეისოდ რამდენიმე მილიარდერი ეძებს იახტას, და ამიტომაც TIS-ს გაყიდვა გახდება ერთ-ერთი ცენტრალური თემა გამოფენაზე.



მყიდველთა წრე არაა დიდი - ხომალდი იყიდება 300 მლნ. დოლარად, ხოლო ქირავდება კვირაში 2 მლნ. ევროდ.



3.Amadea — სიგრძე - 106 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Lurssen, 2017 წელი, ფასი - მითითებული არაა, მფლობელები - უცნობია






ეს იახტა არის ბაზრის ერთ-ერთი საიდუმლო - მისი პროექტი გახდა ცნობილი მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ.


მისი მფლობელი უცნობია, სავარაუდოდ ის არის ახლო აღმოსავლეთიდან. ეს იახტაც იყიდება.


Amadea-ზე არის 10-მეტრიანი აუზი, სპა და კინოთეატრი.



4. Phoenix 2 —  90 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Lurssen, 2010 წელი, ფასი - ქირავდება კვირაში 1 მლნ, ევროდ, მფლობელები - პოლონელი მილიარდერის იან კულჩიკის ოჯახი.





აშენდა 2010 წელს, მისი მფლობელი გარდაიცვალა 2015 წელს, ხომალდი კი ეკუთვნის მის ოჯახს.


იახტა ქირავდება კვირაში 1 მლნ. ევროდ, და ასევე იყიდება, თუმცა, ფასი მითითებული არაა.


5. DreAMBoat - სიგრძე - 90 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Oceanco, 2019 წელი, მფლობელები - არტურ ბლანკი





იახტა აშენდა ამერიკელი მილიარდერის არტურ ბლანკისთვის, რომელიც ფლობს სამშენებლო მაღაზიების ქსელს.


Oceanco არის ახალი კომპანია, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს დიდი იახტების სეგმენტში, და უწევს სერიოზულ კონკურენციას ისეთ ტრადიციულ მწარმოებლებს, როგორც Lurssen და Fedship.



6. Bold - სიგრძე - 85 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Silver Yachts, 2019 წელი, მფლობელები - უცნობია




გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე. იახტის პროექტის ავტორები არიან დიზაინერი ესპენ ოეინო და ავსტრალიური კომპანია Silver Yachts.


ამ ბრენდა ააშენა 5 იახტა და ყველა გამოირჩევა გრძელი და ვიწრო კორპუსით, რაც აძლევს მათ დიდ მანძილებზე სწრაფად გადაადგილების საშუალებას.



სადღეისოდ კომპანიის ძირითად აქციონერია ჩინური მეტალურგიული გიგანტი China Zhongwang Holdings.



7. Excellence - სიგრძე - 111 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Abeking & Rasmussen, 2019 წელი, მფლობელი - ჰერბ ჩემბერსი




ამერიკელი მილიარდერი ჰერბ ჩემბერსი ფლობს ავტოცენტრების ქსელს შტატებში და ცნობილია, როგორც ავტომობილების კოლექციონერი.


თუმცა, ის არც იახტებს ივიწყებს - ეს არის მისი მეექვსე ნავი - წინა 5 მან უკვე გაყიდა.


Excellence-ის დიზაინი ეკუთვნის ინგლისურ კომპანია студией Winch Design-ს. ხომალდის თავისებურებაა - ორსართულიანი ფანჯრები. იახტაზე ასევე არის აუზი და პლიაჟი.


8. Dragon, სიგრძე - 79 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Columbus Yachts, 2019 წელი, მფლობელი - უცნობი





ბრენდი შედის მალტის გემთმშენებელ კომპანია Palumbo-ს შემადგენლობაში.


ეს იახტა შესრულებულია კლასიკურ სტილში და ის შედგება 8 ოთახიდან, მათ შორის ერთი - ყველაზე დიდი ეკუთვნის მფლობელს.


9. Mimtee, სიგრძე - 79 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - CRN, 2019 წელი, მფლობელი - უცნობი





მწარმოებელი შედის იტალიურ Ferretti Group-ში. მისი იახტები გამოირჩევა დიდი ოთახებით, რის გამოც ისინი განსაკუთრებით პოპულარულია გაქირავების ბაზარზე.



მფლობელი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ეს არის მისი უკვე მეორე იახტა CRN-სგან იგივე სახელწოდებით, ოღონდ 60 მეტრის სიგრძის.



10. Syzygy - 77 მეტრი, მწარმოებელი და გამოშვების წელი - Feadship, 2019 წელი, მფლობელი - უცნობი



აშენდა ჰოლანდიური კომპანია Feadship.


იახტა გამოირჩევა პანორამული ფანჯრებით.


სახელწოდების შინაარსს აქვს რამდენიმე ვარიანტი - მაგალითად ასტრონომიაში „სიგიზია“ ეწოდება მდგომარეობას, როდესაც 3-ზე მეტი ვარსკლავი იმყოფება ერთ ხაზზე, ფსიქოლოგიაში კი ეს სიტყვა ნიშნავს მამაქაცური და ქალური საწყისების ურთიერთკავშირს.





თეგები:
იახტები



მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up