ყველა დროის რეკორდი მოხსნილია - ქვეყნები, საიდანაც საქართველო კომპიუტერებს ყიდულობს

ყველა დროის რეკორდი მოხსნილია - ქვეყნები, საიდანაც საქართველო კომპიუტერებს ყიდულობს

access_time2022-01-26 13:50:00

გასულ წელს კომპიუტერების იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 147,680 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერები შეიძინა, რაც თითქმის, 128%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წელს 64,808 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერული ტექნიკის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება პანდემიამდელ მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 76,002 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერები შეიძინა, 2018 წელს - 126,667 მლნ აშშ დოლარის, 2017 წელს - 97,689 მლნ აშშ დოლარის, 2016 წელს - 62,227 მლნ აშშ დოლარის, 2015 წელს - 58,873 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც საქართველო კომპიუტერებს ყიდულობს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს კომპიუტერების იმპორტი განხორციელდა:

ჰონ-კონგი - 58,378 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 27,591 მლნ აშშ დოლარი
ნიდერლანდი - 10,892 მლნ აშშ დოლარი
ჩეხეთი - 8,285 მლნ აშშ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6,791 მლნ აშშ დოლარი
შვეიცარია - 6,539 მლნ აშშ დოლარი
ირლანდია - 3,798 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 2,606 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 2,564 მლნ აშშ დოლარი
კორეა, რესპუბლიკა - 2,395 მლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის, გასულ წელს კომპიუტერების გაყიდვებმა მთელ მსოფლიოშიც ბოლო 10 წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. The Brussels Times-ის შეფასებით, ეს დიდწილად დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია-ვალდებულებებით, ასევე, ბავშვთა განათლების ონლაინ რეჟიმში გადატანით აიხსნება.


გამოცემას ბაზრის ანალიტიკოსების მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც კომპიუტერების გაყიდვები, 2020 წელთან შედარებით, 10-დან 15%-მდე გაიზარდა. თავისთავად პანდემიური 2020 წელი კომპიუტერების გაყიდვებისთვის ისედაც გამორჩეული წელი იყო. მთლიანობაში, 2021 წელს მსოფლიოში 340-დან 349 მილიონამდე კომპიუტერი გაიყიდა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up