ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება. მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რის გამოც აღსაზრდელები ხორცის საჭირო რაციონის გარეშე დარჩნენ.
ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ტენდერი გამოცხადდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.
„გამარჯვებულს შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ აუტვირთავს, ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მოგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.
ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.
imedinews.ge