მეწარმეები რქაწითელს, სავარაუდოდ, 90 თეთრად ჩაიბარებენ

მეწარმეები რქაწითელს, სავარაუდოდ, 90 თეთრად ჩაიბარებენ

access_time2021-08-24 16:00:57

„რთველი 2021“-ის მოსამზადებელი პროცესი კახეთში დაიწყო. სუბსიდირების პროცესში მონაწილე კომპანიებში აცხადებენ, რომ როგორც ფერმერებს, ასევე ბიზნეს-სექტორს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ, რომ პანდემიის გამოწვევებს გაუმკლავდნენ. მართალია, ყურძნის კონკრეტული ღირებულება ჯერ გამოკვეთილი არ არის, თუმცა ინდუსტრიაში უკვე იციან, რომ 1 კგ. ყურძნის აფსი სულ მცირე 90 თეთრი იქნება.


როგორც „კომერსანტთან“ კომპანია „შუმის“ ხელმძღვანელი კაკო ცოფურაშვილი ამბობს,  წლევანდელ სეზონზე კომპანია დაახლოებით 1500 ტონამდე ყურძნის მიღებას გეგმავს.


„სუბსიდიის პროგრამაში ჩავერთვებით, ვაპირებთ მივიღოთ 200 ტონაზე მეტი ყურძენი „რქაწითელი“ და „მწვანე“. ჯამში, სავარაუდოდ, 1500 ტონამდე მოსავალს მივიღებთ. რამდენადაც ვიცი, ფასი შარშანდელზე ნაკლები არ იქნება, სავარაუდოდ, 90 თეთრის ფარგლებში. ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს სხვადასხვა ადგილ-წარმოშობის მიკრო ზონებში, გარკვეულ რაოდენობას იქიდან ვიღებთ, დანარჩენებს იმ ფერმერებისგან შევისყიდით,  რომლებთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. ვიმედოვნებთ, რომ რთველი ჩატარდება ხარისხიანად და იმ ღონისძიებების შესაბამისად, რაც ინდუსტრიას მოგვეთხოვება“, - ამბობს კაკო ცოფურიშვილი.


Schuchman Wines Georgia სუბსიდიის პროგრამაში ჩართული კომპანიებიდან ერთ–ერთია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის თქმით, სამზადისი დაწყებულია და დაახლოებით 2 კვირაში რთველი 21 აქტიურ ფაზაში შევა. მისი ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე კომპანია 150 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.


„წელს, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში დაიშვა სუბსიდირება, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის სუბსიდია „რქაწითელსა“ და თეთრი ჯიშის ყურძენზე, რათა არ დარჩეს მოსავალი და ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან გლეხებს მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეთ. რთველი დაიწყება ძალიან მალე კახეთში, პირველ ეტაპზე ვიღებთ „შარდონეს“ მოსავალს, ეს არის უცხოური ჯიშის ყურძენი, რომელიც შედარებით ადრე იწყებს  მომწიფებას, 10 სექტემბრის კი ჩვენს საკუთარ რთველს დავიწყებთ. რესურსის 90% საკუთარი ვენახებიდან გაგვაჩნია. მართალია,  ნაკლებად ვართ ჩამბარებელი მხარე, თუმცა ამავე დროს სუბსიდირების პროგრამაშიც ვერთვებით. 2 კვირაში აქტიური სეზონი დაიწყება და ფასიც დარეგულირდება მოთხოვნის შესაბიმისად, მოლოდიონია, რომ წინა წლის ანალოგიური ფასი იქნება წელსაც.  როგორც შარშან, მიმდინარე სეზონზეც დაახლოებით 150 ადამიანს დავასაქმებთ, აქედან ყველა ადგილობრივი მცხოვრებია“, - ამბობს „კომერსანტთან“ ნუცა აბრამიშვილი.



თუმცა სუბსიდიის მიმართ სკეპტიკური განწყობა აქვთ მევანახეების ნაწილს. ,,ჯაყელების მარნის“ მფლობელი, ღვინის მწარმოებელი ზაზა ჯაყელი ამბობს, რომ სჯობდა, სუბსიდირებისთვის განკუთვნილი რესურსი დარგის განვითარებისკენ მიმართულიყო.


,,საკუთარი ვენახები და რამდენიმე მცირე მარანი მაქვს, ხოლო წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გამაქვს სინგაპურში, იაპონიაში, გერმანიასა და პოლონეთში. წელიწადში 6 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებ, თითო ბაზარზე 300 ბოთლი შემაქვს. არ მივესალმები სუბსიდიას, არა იმიტომ, რომ გლეხების საწინააღმდეგო მაქვს რამე, უმჯობესი იქნებოდა,  ეს თანხა სხვა მიმართულებით დახარჯულიყო, ინდუსტრია ბევრად კარგ შედეგს დადებდა“, - ამბობს ზაზა ჯაყელი.


სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.


პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა.


რაც შეეხება  მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელს, 300 ათას ტონამდე აღწევს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up