ყურძნის მოსავალი დიდია,, სავარაუდოდ  ფასი შემცირდება

ყურძნის მოსავალი დიდია,, სავარაუდოდ ფასი შემცირდება

access_time2019-08-15 22:45:41

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. ქვეყანაში უკვე მესამედ არასუბსიდირებული რთველი ჩატარდება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა გარკვეული სირთულე მოსალოდნელია. პირველ რიგში, ეს ეხება მოთხოვნის შემცირებას და ფასს. ამიტომ მთავრობის მხრიდან აქტიურად მიდის მუშაობა, რომ წელს კიდევ ერთი მაღალორგანიზებული რთველი ჩატარდეს.

 

კახეთში 250 ათას ტონამდე ყურძენის მოსავალს ელოდებიან, რაც ძალაინ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ შეიქმნა მოლოდინი, რომ თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი უკვე იმყოფება  თელავის მუნიციპალიტეტში და  რთველის პროცესის დასაგეგმად სამზადისს შეუდგა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა არ მალავს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, ნეგატიური მოლოდინია შექმნილი, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

 

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ღვინის ექსპორტში კლებაა, რამაც შეიძლება მოთხოვნის მხრივ უარყოფითი გავლენა იქონიოს, თუმცა მაქსიმალურად მიდის მუშაობა, რომ რთველი რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით წარიმართოს.

 

არსებული მონაცემით, საქართველოდან რუსეთში მაისში  ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში - 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა - 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ივლისის ექსპორტის მაჩვენებელზე, ხოლო 28%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის მონაცემზე და 18%-ით ჩამორჩება 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს.

 


არადა, ბოლო წლების განმავლობაში მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯანსაღმა და კონკურენტუნარიანმა გარემომ, შესაძლებელი გახადა, რომ 2017 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2018 წელს სრულად, რთველი პირველად ჩატარებულიყო სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. შარშან გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის - 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

ამჯერადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2019 წლის რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა კუთხით ჩაერთვება.

 

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, პროდუქციის იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, შესაძლოა, ყურძნის ფასი, შარშანდელთან შედარებით დაბალი იყოს. ამის მიუხედავად, ღირებულება მაინც იმდენად ხელსაყრელი იქნება, რომ თვითღრებულებაც აანაზღაუროს და მევენახეებს მოგებაც დარჩეთ.

 

„გარკვეული გამოწვევები გვექნება, ეს განპირობებულია შედარებით ნაკლები მოთხოვნით მეწარმეების მხრიდან, რაც საგარეო ფაქტორს უკავშირდება. ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთში ქართული ღვინოზე სანქციების შესაძლო დაწესების საფრთხე გაჩნდა, რაც ექსპორტზეც აისახება. იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, პირველი რაზეც ეს ყოველივე იმოქმედებს, არის ფასი. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ფასწარმოქმნაში არ ერევა. ეს არის თავისუფალი ბაზრის პირობებში გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის, რომ სწორი მესიჯები მივაწოდოთ ფერმერებს.

 

სუბსიდირებას არ გეგმავს სახელმწიფო. ჩვენი ვარაუდით, შარშანდელთან შედარებით, ფასმა შეიძლება, დაიკლოს, მაგრამ ის მაინც საკმაოდ მაღალი იქნება იმისთვის, რომ გარკვეული მოგებაც დარჩეთ ფერმერებს“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

მწარმოებელთა ინფორმაციით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა, ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. თუმცა, როგორც მათ ,,რეზონანსს განუცხადეს, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დანაკარგი იყოს უმნიშვნელო და არსებულ გამოწვევას სექტორმა ღირსეულად გაართვას თავი.

 

,,ივნისის მოვლენების შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა, ექსპორტი შემცირდა, პარტნიორებიც გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პოლიტიკური ვითარება ორივე მხარისთვის ნეგატიურია, თუმცა ცდას არ ვაკლებთ, რომ მეღვინეობის სფეროში ეს პრობლემა ნაკლებად აისახოს. მაქსიმალურად ვეცდებით, გლეხებს გავუადვილოთ ყურძნის ჩაბარების პროცესი, რის შესაძლებლობაც გვექნება, პროდუქტს შევისყიდით, რათა რიგით ადამიანებს ზარალი არ მიადგეთ და გაუყიდავი პროდუქტი არ დარჩეს, - ამბობს კომპანია ,,ბოლეროს ხელმძღვანელი მამუკა ფოთოლაშვილი.

 

ოპტიმიზმს ინარჩუნებს კაკო ცოფურაშვილი, კომპანია ,,შუმის ხელმძღვანელი, რომლის განცხადებითაც, ბიზნესი აქცენტს საექსპორტო არეალის გაფართოებაზე აკეთებს, რაც რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

 

,,რთველი ახალ სეზონს იწყებს, შესაბამისად, ყურძნის მისაღებად ვემზადებით. შეიძლება, ცოტათი შემცირდეს ფასი, მაგრამ დიდი დანაკარგი არ არის მოსალოდნელი. სირთულეებს დავძლევთ, ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ საექსპორტო არეალის გაფართოებას, რომ დანაკარგი არ იყოს. ღვინო, რუსეთის გარდა, გაგვაქვს ამერიკის ბაზარზეც, უკრაინაშიც და სხვა ქვრყნრბშიც, ამ ეტაპზე ვეცდებით, რომ წლევანდელი რთველის სეზონი წარმატებით დამთავრდეს და ყველამ იგრძნოს შედეგი, ვინც შრომა გასწია, - ამბობს ცოფურაშვილი.


resonancedaily.com





ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

სოხუმური დეჟავიუ

სოხუმური დეჟავიუ
access_time2020-01-18 20:00:11
  აფხაზეთში ისევ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე. ხელისუფლება ისევ იცვლება, თუმცა, ქვეყნის პრობლემები არ წყდება.   თვეების მანძილზე ოპოზიციის ათასობით მომხრე ითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას 2019 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მასობრივი გაყალბების გამო. სტიქიური მიტინგები გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში - მეამბოხეები შევარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და დაიკავეს პარლამენტი.   უკმაყოფილების ტალღის პროვოცირება...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...


მსგავსი სიახლეები

up