ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს შვედეთში დააექსპორტებს

ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს შვედეთში დააექსპორტებს

access_time2021-10-24 10:44:18

სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900.000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500.000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. მათი განმარტებით, კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში "კომერსანტს" განუმარტეს, საწარმოში, წელს პირველად, 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. მათივე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.


„ჩვენი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის გადამმუშავებელი 26 კოოპერაციული საწარმოა შექმნილი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი და შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირველადი წარმოებისას, ასევე, გადაამუშაოს პროდუქცია და მეტი შემოსავალი მიიღოს დამატებითი ღირებულების სახით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის მოსახლეობისათვის.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12.4 მლნ ლარს შეადგენს.






დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up