ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

access_time2020-02-17 16:00:53

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს.


„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ „კომერსანტთან“ ქარხნის პროექტის განხორციელების ირგვლივ მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს.


„მუშაობის აქტიურ ფაზაში ვართ. Royal dutch Shell-თან და Axen-თან სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმება უკვე დავიწყეთ, დაახლოებით 25 თებერვალს პირველი პრეზენტაცია ესპანეთში გაიმართება. გარდა ამისა, ქარხნის მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე კომპანიასთან, ახლა ვიყავით ესპანეთში და გადაწყდა, რომ მარტის ბოლოსთვის ხელს მოვაწერთ კომპანია Cepsa-სთან მემორანდუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მემორანდუმზე მუშაობა. ეს არის ის ძირითადი სიახლეები რაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ მიმდინარეობს“, - განაცხადა გია შავდიამ.


გია შავდია ფიქრობს, რომ საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის  აშენების შემდეგ საწვავი 15-20%-ით გაიაფდება. გარდა ამისა, ქარხნის აშენების შემდეგ, საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობის თითქმის სრულად, დაახლოებით 98%-ით გადამუშავება მოხდება. წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“-ს სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს.


ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს.  ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.


ნინო თამაზაშვილი






კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება
access_time2020-04-06 14:45:52
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...


მსგავსი სიახლეები

up