ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Lowcoster-ებისთვის ავიასაწვავს გამოუშვებს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Lowcoster-ებისთვის ავიასაწვავს გამოუშვებს

access_time2020-12-05 15:00:27

კომპანია “ფაზის ოილი“ ყულევში მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ავიასაწვავის (Jet A1) წარმოების დაწყებას გეგმავს. კ ომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, დაგეგმილია წელიწადში მილიონი ტონა ავიასაწვავის წარმოება.

 

როგორც შავდია აცხადებს, დღეისათვის საქართველო ავიასაწვავს (Jet A1) ძირითადად საბერძნეთიდან, იტალიიდან და  ნაწილობრივ, რუმენეთიდან ყიდულობს.

 

კითხვაზე, რა დამატებითი სარგებელი შეიძლება მოიტანოს  საქართველოში წარმოებულმა 1 მილიონ ტონა Jet A1-მა, შავდია აცხადებს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ რეგულარული ფრენების დანიშვნა, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ ევროპის მიმართულებით.  ავიაკომპანიების მოზიდვისათვის მთავრი მასტიმულირებელი არის დაბალი ფასი ხარისხიან საწვავსა და მომსახურებაზე.

 


მეორე მხრივ, დღეს პანდემიიდან გამომდინარე მზარდია საჰაერო გადაზიდვები ონლაინ პლატფორმებზე შეძენილი პროდუქციის.

 

“მოგეხსენებათ საჰაერო გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ საწვავის ხარისხისა და ფასის ხელმისაწვდომობა და ასევე აეროპორტის ინფრასტრუქტურა, “ფაზის ოილის“ მიერ საქართველოში წარმოებული ავია საწვავი (Jet A1), ქვეყანას საშუალებას მისცემს დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა DHL-ი, Fedex-ი, TNT-ე, რომლებიც ბაზრის უპირობო ლიდერები არიან, რაც თავის მხრივ, ქუთაისის აეროპორტის კარგო ჰაბად ჩამოყალიბებას რეალობასთან დაახლოვებს“ - აცხადებს შავდია.

 

მისივე განცხადებით, „ფაზის ოილის“ პროექტი შესაძლებლობას იძლევა 1.2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციით, წლიური 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშაოს და აწარმოოს შემდეგი ნავთობპროდუქტები:  42% -ი  „ევრო 6 პრემიუმ“ ბენზინი, 32%- „ევრო 5“ დიზელი, 23%-„Jet A1“(ავია საწვავი), 1.2%- ჰიდროგასუფთავებული მაზუთი, 0.6%-გრანულირებული გოგირდი, 0.5% პროპანი.


Business-partner.ge


თეგები:
ფაზის ოილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up