ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ავიასაწვავი საქართველოს ბაზარს მთლიანად დააკმაყოფილებს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ავიასაწვავი საქართველოს ბაზარს მთლიანად დააკმაყოფილებს

access_time2021-04-12 12:00:32

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს, რომლის ინვესტიციის მოცულობა მილიარდ დოლარს აღემატება, 2020 წლიდან ახორციელებენ. თუმცა, პანდემიის გამო საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

 

„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ პროექტზე აქტიური მუშაობა მაისიდან გაგრძელდება და როცა ქარხანა ამუშავდება ის 4.2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს (94,5 ათას ბარელს დღეში) გადაამუშავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა „ევრო 6 პრემიუმ“ ბენზინის (სრული მოცულობის 42%) , „ევრო 5“ დიზელის (სრული მოცულობის 32%), ჰიდროგასუფთავებული მაზუთის (1.2%) გრანულირებული გოგირდის (0.6%) და პროპანისა (0.5%), ქარხანა საქართველოს მთლიანი ბაზრის დაკმაყოფილებას Jet A1 ავია საწვავის გამოშვებით გეგმავს, რომელიც მთლიანი წარმოებული პროდუქციის 23% იქნება.

 

„ქარხანა როდესაც გაეშვება, შეეძლება 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშაოს და აწარმოოს სხვადასხვა ნავთობპროდუქტები, მათ შორის ძალიან მაღალი ხარისხის ავიასაწვავის წარმოებას დავიწყებთ, რომელიც საქართველოს ბაზარს მთლიანად დააკმაყოფილებს და ნაწილს ექსპორტზეც გავიტანთ. ამის საშუალებას საწვავის ხარისხის და ფასის ხელმისაწვდომობა მოგვცემს. ავიასაწვავი წარმოებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 23% იქნება. ეს ფაქტი, საქართველოს საშუალებას მისცემს მოლაპარაკებები აწარმოოს ბაზრის ლიდერ კომპანიებთან, მაგალითად როგორიცაა Fedex, DHL, TNT“, - განაცხადა გია შავდიამ.

 

„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქარხნის დაპროექტება ამ დრომდე პანდემიის გამო ვერ დასრულდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისიდან მუშაობის აქტიურად განახლება იგეგმება, რის შემდეგაც დაიწყება მიწის სამუშაოები და მშენებლობის ნებართვის აღება მოხდება.

 


„ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, მაისიდან დაპროექტების დამთავრებაზე მუშაობას გავაგრძელებთ და ზაფხულიდან უკვე მიწის სამუშაოებს დავიწყებთ. მშენებლობის დაწყება ჯერჯერობით არ ვიცით როდიდან იქნება შესაძლებელი, ნებართვა უნდა ავიღოთ, თუმცა მაისიდან კომპანია აქტიურ ქმედებებზე გადავა. დაანონსებული თარიღი, რომელიც 2021 წელს ქარხნის მშენებლობის დაწყებას და რამდენიმე წელიწადში დასრულებას გულისხმობს, შესაძლოა გადაიწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე ვაკვირდებით მოვლენებს და ჯერ ეს თარიღები არ შეცვლილა“, - განმარტავს გია შავდია.

 

მისი თქმით, საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემდეგ საწვავი 15-20%-ით გაიაფდება. გარდა ამისა, ქარხნის აშენების შემდეგ, საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობის თითქმის სრულად, დაახლოებით 98%-ით გადამუშავება მოხდება. გია შავდიას ინფორმაციით, ყაზახური ნავთობი არის საბაზისო, მაგრამ ასევე განიხილება სარეზერვო ნავთობი, რომელიც არის ლიბიის და საუდის არაბეთის.

 

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ინვესტიციის მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით $1.1 მილიარდია, რომელიც მშენებლობის 4 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.



ნინო თამაზაშვილი




თეგები:
ყულევი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up