„გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს“ - როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს?!

„გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს“ - როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს?!

access_time2019-11-12 11:00:32

„იმდენი ახალი კორპუსი გაიხსნა და იმდენმა დაიწყო ბინების გაქირავება, რომ სასტუმრო მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. კურორტს შეიძლება არ დაეტყოს ტურისტების სიმცირე, მაგრამ სასტუმროებს ძალიან დაეტყობა.“ – გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მეპატრონე ლევან კრიჭაშვილი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად „კომერსანტთან“ კურორტებზე არსებულ რთულ პირობებზე, რუსეთიდან ჯავშნების შემცირებულ რაოდენობაზე საუბრობს.


ტრადიციულად წლევანდელი ზამთრის სეზონი კურორტ ბაკურიანისა და გუდაურისთვის ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემი პერიოდია, თუმცა ადგილობრივი ბიზნესის წარმომდგენლები ამბობენ, რომ წლევანდელი სეზონი არც ისე სახარბიელო და შემოსავლიანი იქნება, რადგან წელს მათივე თქმით, შემცირებულია ჯავშნები, რაც არ ჰგავს წინასეზონური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს და ძირითადად რუსი ტურისტების სიმცირითა და კურორტებზე ინსფრასტრუქტურული პრობლემებითაა გამოწვეული.


 „შემცირებული კი არა, ფაქტობრივად მიზერული რაოდენობის ჯავშნები გვაქვს, შარშან ამ დროს ასეთი მდგომარეობა არ იყო. ყოველწლიურად სასტურმოებს უმცირდებათ დატვირთვა იმიტომ, რომ გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს. უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ და ეს ცალკე პრობლემაა. ამასობაში ჩვენ ხარჯები გვეზრდება. მთის კურორტების კომპანია ბევრს მუშაობს და მთას პატრონი ჰყავს, მაგრამ კურორტს არ ჰყავს პატრონი, გზები არ არსებობს, კანალიზაცია საერთოდ არ არსებობს გუდაურში. აბონიმენტები იყიდება თბილისელებისთვის, რომლებიც ერთი დღით ჩამოდიან და მიდიან უკან. სასტუმროების ჯავშნები ძალიან შემცირებულია და მოლოდინიც არ გვაქვს უკეთესის. კურორტი უნდა მოეწყოს, კანალიზაცია უნდა გაკეთდეს, საპარკინგე ადგილები უნდა გაკეთდეს,  ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს და შესაბამისად, საშუალობიუჯეტიანი ტურისტიც შემოვა. ძირითადად, დაბალბიუჯეტიანები შემოდიან, ბინებში საჭმელში გართობაში ეკონომიას აკეთებენ და ურჩევნიათ, რომ იაფფასიანი სასმელ-საჭმელი იყიდონ. საღამოს აქტივობები არ არის გუდაურში , სად უნდა წავიდეს ადამიანი, სასტუმრო რაც არ უნდა კეთილმოწყობილი იყოს ადამიანს  სასტუმროს გარეთ ცოტა გასეირნება უნდა - ამბობს გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მეპატრონე ლევან კრიჭაშვილი.


ბაკურიანის სასტუმრო „ვერე პალასში“ აცხადებენ, რომ მათი ტურისტების დიდი ნაწილი სომხეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მოდის, თუმცა, ბაკურიანის შარშანდელი საცობებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ტურისტებს უფერხდებათ დასვენების პროცესი და ამან შესაძლოა მათი მხრიდან   თავშეკავება გამოიწვიოს.



„შარშან სავალი ტრასების რებილიტირება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, შეიქმნა საცობები, აყრილ-დაყრილი იყო ყველაფერი, ბორდიულები არ იყო მოწყობილი, სადაც დასასრულებელი იყო იქ სილის გორები იდგა და მოკლედ კოშმარი ხდებოდა. წელს იმედია დაასრულებენ ამ ყველაფერს და თოვლით გადაფარვას არ დაელოდებიან იმიტომ, რომ შარშან ზუსტად ეგრე იყო,  ელოდებოდნენ, რომ თოვლს გადაეფარა ეს გორები. კურორტი აღარ ჰგავს ზამთრის კურორტს და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.“ - ამბობს „ვილა პალასის“ გენერალური მენეჯერი ანა გრიგალაშვილი


წელს რუსი ტურისტების სიმცირე ბევრი სასტუმროსთვის აშკარა პრობლემა აღმოჩნდა, რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვამ ზამთრის სეზონზე ბუნებრივია სრიალისა და მთაში დასვენების მოყვარული რუსები ქართულ ტურისტულ ბაზარს 80 პროცენტით მოაკლო, რაზეც სასტუმროები ამბობენ, რომ უკეთესის მოლოდინი ამ სეზონზე აქვთ.  


 „რუსეთის ფაქტორმა გავლენა მოახდინა ჩვენს ბაზარზეც,  დაახლოებით 80 %-ით შემცირებულია ჯავშნები რუსეთიდან. ეს  კი საკმაოდ სავალალოა.“- ამბობს ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“ გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაისურაძე.

 

მარიამ მორგოშია





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up