2021 წლის მიხედვით კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 25 865 შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ყოვლწლიურად სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების მაჩვენებელს. 2021 წლის მიხედვით შესაბამისი მონაცემები შეადგენს 17 184-სა და 8 681-ს. აღნიშნული მაჩვენებლები მოიცავს ბაკავრიატის, მაგისტრატურის და პროფესიული პროგრამის ჯამურ მონაცემებს.
კურსდამთავრებულთა მაქსიმალური წილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - კერძო 66%, სახელმწიფო 39%.
კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ბაკალავრიატის პროგრამის კატეგორიაში წარმოდგენილი.