„ყოველწლიურად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 10-12%-ით იზრდება“ - კომპანია „კარტლისი“

„ყოველწლიურად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 10-12%-ით იზრდება“ - კომპანია „კარტლისი“

access_time2020-07-02 11:00:58

რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „აგრო სექტორი“ კომპანია , კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელმა, ლელა გვასალიამ აგრო სექტორში დღეს არსებული ტენდეციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.


„კარტლისი 20 წელზე მეტია,რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობს. ამ სფეროში კონკურენცია დიდია და მოწინავე რიგებში ყოფნა საკმაოდ რთულია. თუმცა, კომპანიის სწორი სტრატეგიისა და კონცეფციის საფუძველზე გვიჭირავს ჩვენი ადგილი მოწინავეთა რიგებში. სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ამერიკული და ევროპელი მწარმოებლები არიან. ქართველ ფერმერებში კი კომპანია კარტლისის სახელი ხარისხთან ასოცირდება. კომპანიას აქვს საკმარისზე მეტი სასოფლო სამეურნეო სავარგული,სადაც ყველა იმ პროდუქტის გამოცდა და დარაიონება მიდის,რომელსაც ჩვენ უკვე შემდეგში ვთავაზობთ ფერმერს. ის დროს არ კარგავს ვინაიდან, პირდაპირ მზა პროდუქციას ვთავაზობთ.



კომპანიაში 7-ზე მეტი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, მათ შეუძლიათ კვალიფიციური ცოდნა და გამოცდილება შესთავაზონ ფერმერებს. ჩვენი გათვლები დაფუძნებულია ფუნდამენტურ მარკეტინგულ კვლევებზე და ოპტიმისტურია, ვიანაიდან ყოველწლიურად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 10-12%-ით იზრდება,“-
აღნიშნავს ლელა გვასალია. მისი თქმით, კომპანია აგრძელებს ლექცია-სემინარების ჩატარებას რეგიონებში,რომელსაც დარგის მოწვეული ექსპერტები უძღვებიან.


„მნიშვნელოვანია ვისაუბროთ სოფლის-მეურნეობის სფეროში ცნობიერების ამაღლებაზე. 2017 წელს კარტლისის ბაზაზე შეიქმნა კარტლისის აკადემია,რომელიც ნამდვილად ახალი პლატფორმაა ფერმერების გადასამზადებლად. პირველ რიგში, სწორედ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს რენტაბელური, სადაც დაინერგება ახალი ტექნოლოგიები და ფერმერები აიმაღლებენ ცოდნას, მნიშვნელოვანია კულტურათა დივერსიფიცირების საკითხი. ჩვენ გვაძლევს კლიმატური პირობები იმის საშუალებას,რომ ორი ბრუნვა მოვიყვანოთ სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურების მიმართულებით.


ჩვენს აკადემიაში დღემდე 4000-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გრძელვადიანი პროექტი სრულიან უანგაროდ გრძელდება. წლის განმავლობაში ორ ეტაპად ლექციები ტარდება ხეხილის, ბოსტნეულის კულტურების მიმართულებით. გვაქვს ფერმერთა მომსახურების ცენტრები ყველა რეგიონში, სადაც სპეციალისტები თავად მიდიან რეგიონებში და ატარებენ ლექცია-სემინარებს.


მთელს მსოფლიოში არის ტენდეცია იმისა,რომ ტრადიციულ ბოსტნეულ კულტურებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება და იზრდება არატრადიციულზე მოთხოვნა. ამ ლექცია-სემინარებით ფერმერები ბაზრის ახალ მოთხოვნებსაც ეცნობიან,“
- ამბობს ლელა გვასალია.




პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up