საქართველოს 20 უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის სიაში თითქმის ყოველი მეორე უცხოური კომპანიაა

საქართველოს 20 უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის სიაში თითქმის ყოველი მეორე უცხოური კომპანიაა

access_time2019-12-03 10:00:08

 

„Forbes Georgia“- მ „Grant Thornton“-თან და „EBIT Group“- თან ერთად სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში მოხვედნენ კომპანიები რომლებიც  საცხოვრებელ სახლებს, ავტომაგისტრალებს და გვირაბებს აშენებენ. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ვკითხულობთ:

 

შპს „ანაგი“

დირექტორი - ირაკლი გოგოლიშვილი

 

წილის მმართველი:

ნანა აროშიძე, 100% ზაზა გოგოტიშვილი, (100%)

 

სს Hualing international special economic zone

დირექტორი - სიაოწინ შაო,  ჩინეთი.

 

ერთობლივი საწარმო „აზფენ“-ის საქართველოს ფილიალი

 

დირექტორი თოგრულ ომაროვ აზერბაიჯანი

დამფუძნებლები , ერთობლივი საწარმო აზფენ-  აზერბაიჯანი

 

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“-ს მუდმივმოქმედი ფილიალი

 

დირექტორი-  ბაოჰუა ტიან ჩინეთი

 

შპს კორპორაცია „სინოჰიდროს“ ფილიალი საქართველოში

 

დირექტორი - პენგ ჰე ჩინეთი

 

შპს კომპანია „ბლექ სი გრუპი“

 

დირექტორი ამირან მამუჭაძე

 

მმართველობის ორგანო- სამეთვალყურეო საბჭო

 თავმჯდომარე/წევრი: გიორგი კალანდაძე

 წევრი: მარიამ მშვიდობაძე

წევრი: ამირან მამუჭაძე         

 

წილის მმართველი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლექ სი როუდი- 75%

გიორგი კალანდაძე-  25%

 

შპს „ფერი 

გენერალური დირექტორი - იოსებ მჭედლიშვილი

დირექტორი - მერაბ იორდანიშვილი

 

წილის მმართველი:

 

იოსებ მჭედლიშვილი - 96%

კახაბერ შევარდნაძე- 4%

 

შპს „ბურჯი 
 

დირექტორი - 01030027208, გიორგი ქსოვრელი

 

წილის მმართველი:

 

ვენითი ოუვერსიიზ

ლიმითიდ, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) 100%

 

შპს AGE BATUM


დირექტორი - იავუზ დიქერ თურქეთი

 

წილის მმართველი:

 

სააქციო საზოგადოება აგე ინშაათ ვე თიჯარეთ /თურქეთი/ -100%

 

შპს „ას ჯორჯია

 

წილის მმართველი:

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ას გრუფ ინვესტმენტ,  - აზერბაიჯანი- 51%

შაჰინ მოვსუმოვ- აზერბაიჯანი-  49%



 

შპს „ბკ კაპიტალი

გენერალური დირექტორი - 53001007419, რევაზ ქევანიშვილი


წილის მმართველი:

შოთა ბერეკაშვილი 33%

ფაიზი კახნიაშვილი 33%

მაკა კვიციანი 34%

 

შპს „თბილი სახლი

 

დირექტორი - მალხაზ კურტანიძე

 

წილის მმართველი:

 

რუდოლფ ნაზაროვი- 40%

ლევან კურტანიძე-  5%

მალხაზ კურტანიძე- 55%

 

შპს „სისთემ ინშაათ 

 

დირექტორი - ბურაქ ბაშლილარ საქართველო- თურქეთი

დირექტორი - ერქან ოზმენ, /თურქეთი/

 

ერქან ოზმენ, თურქეთი 50%

ბურაქ ბაშლილარ, საქართველო, თურქეთი 50%

 

სს „საქენერგორემონტი

 

მმართველობის ორგანო

სამეთვალყურეო საბჭო

თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ჩხაიძე,

თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: მამუკა ჩხაიძე,

წევრი: გიორგი ელიავა

წევრი: ზურაბ სახელაშვილი

წევრი: აკაკი მაჭუტაძე

 

ფინანსური დირექტორი - ედუარდი ოგანესიანი

გენერალური დირექტორი - გიორგი მირცხულავა

 

შპს „სინერჯი ქონსთრაქშინ


დირექტორი - ბურაქ გურბუზ - თურქეთი

 

წილის მმართველი:

 

სავაშ გუნატა, თურქეთი, რუმინეთი 50%

ჰუსეინ კარალი, რუმინეთი 50%

 

შპს „მაქრო ქონსთრაქშენ

დირექტორი - მურათ ავჯი, საქართველო/თურქეთი

 

ემინ უჩარ, საქართველო/თურქეთი 100%



შპს „ელიტა ბურჯი

 

მართველობის ორგანო

პარტნიორთა კრება

სამეთვალყურეო საბჭო

თავმჯდომარე/წევრი: ლაშა პაიჭაძე

წევრი: ნუგზარ დეკანოიძე

წევრი: ნატო ხაინდრავა

 

დირექტორი - გიორგი როგავა

 

წილის მმართველი:

 

კომპანია რინგოლდ ფინანს ლიმიტედი, /დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 100%

 

შპს „დაგი

 

დირექტორი - მიხეილ შარანგია

 

 

წილის მმართველი:

თამარ ჩხეტია- 25%

გოგი გულორდავა- 75%

 

სს მეტრო მეფ

 

მმართველობის ორგანო

საერთო კრება

დირექტორთა საბჭო

დირექტორი/წევრი: მელექ უსტა, თურქეთი

დირექტორი/წევრი: რაულ კახაძე,

დირექტორი/წევრი: ისმაილ ერთენ, თურქეთი

 

დირექტორი - რაულ კახაძე

დირექტორი - მელექ უსტა /თურქეთი/

დირექტორი - ისმაილ ერთენ /თურქეთი/

 

თავ მშენებლობა საქართველო

 

დირექტორი -  ერდოღან ქარაბაჯაქ, თურქეთი

დამფუძნებლები-  სააქციო საზოგადოება თავ თეფე აქფენ იათირიმ ინშაათ ვე იშლეთმე, თურქეთი

 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამ განაპირობა უცხოური კომპანიების დომინირება ქართული სამშენებლო სექტორში, რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? 

 

ქართული კომპანიების სამშენებლო სექტორიდან გაქრობის მიზეზებზე საუბრობს “შენების მოძრაობის” წევრი ანი მიროტაძე. როგორც ყოფილი დეპუტატი აცხადებს პროცესს ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი მისი თქმით, არის ის, რომ ქართული კომპანიები უცხოურ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ. ხოლო მეორე მიზეზი კი ანი მიროტაძის თქმით, არის ის, რომ არა არაქართულ კომპანიებში მაღალჩინოსნებისთვის წილში ჩაჯდომა უფრო ადვილია.

 

„ეს არის 2014 წლიდან დაწყებული პროცესი და ღარიბაშვილის პრემიერობას უკავშირდება. მაშინ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის, რომ იქმნებოდა ახალი კომპანიები, რომელებიც უშუალოდ მათი ახლობლების და ნათესავების მფლობელობაში იყო და ეს კომპანიები მასშტაბურ ტენდერებს იგებდნენ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით აქტიურად ურთიერთობის დალაგება ხდებოდა აზერბაიჯანულ კომპანიებთან.  არ ვიცი ახლა როგორი სიტუაციაა, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ღარიბაშვილის კლანი უჩა მამაცაშვილის კლანმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ჩაანაცვლა. შეიძლება სახელი და გვარები შეიცვალა, მაგრამ სისტემა არ შეცვლილა, ქართული კომპანიები ამ კონკურენციაში ისევ მაჩანჩალები და უპერსპექტივოები არიან. ალბათ უცხოური კომპანიების შემთხვევაში მარტივია მანიპულაციები, რომელიც საბოლოო ჯამში, მათ ანგარიშებზე დადებითად აისახა. პრობლემა არ უკავშირდება კონკრეტულ გვარებს, უკავშირდება, იმ გვარებს რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე იმყოფებიან. პროკურატურას ამ დრომდე კითხვები აქვს კვრიკაშვილის ორ მაღალჩინოსანთან, თემა გახსნილი არ არის და თაროზეა შემოდებული. ამ დრომდე დასჯილი არავინაა, რადგან ყოველთვის გამოუჩნდათ პატრონები, მაღალ ბიუჯეტიან ტენდერს რიგით  კომპანია და ბიზნესმენი არ იგებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც შეიძლება არსებობდეს დიდი პრობლემები საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით. პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც იყო, უბრალოდ აღარ ვსაუბრობთ, რადგან დავიღალეთ. ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვება ის პრივილეგიები რომელიც საბიუჯეტო თანხის ხარჯვას უკავშირდება“ – აღნიშნავს  ანი მიროტაძე.  

 

ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე საუბრობს  „კომერსანტთან“ „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი, ქეთი ენუქიძეც . მისი თქმით, დღეს ბაზარზე ის მსხვილი ელიტური კომპანიები დარჩნენ, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული და ძალიან ხშირად გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობენ.

 

„ანაგი, დაგი, ბლექ სი გრუპი, ფერი, ბურჯი- ყველა ეს კომპანია ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და სისტემატურად სარგებლობენ გამარტივებული შესყიდვებით. მაგალითად, ანაგი მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან მსხვილ პროექტებზე, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან. ფერი იყო დაკავშირებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძესთან. რაც შეეხება შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში– მათთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რადგან კომპანიაში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები გადავიდნენ. ბურჯი და შპს ელიტა ბურჯი ბიძინა ივანიშვილთან რომ არის დაკავშირებული ეს ისედაც ვიცით.


სამშენებლო სექტორში ძირითად ეს კომპანიები ოპერირებდნენ და ამანაც განაპირობა, რომ მსხვილ ტენდერებს უპირობოდ იგებდნენ, რადგან ყველა დოკუმენტაციას აკმაყოფილებდნენ. სატენდერო მოთხოვნებში ისეთი მაღალი სტანდარტები იყო, ბაზარზე არსებული კომპანიები ვერ აკმაყოფილებდნენ. მაგალითად დიდი ბრუნვა, საბანკო გარანტიები, გამოცდილება. ამ ელიტური კომპანიების პოპულარობა და უპირობო ლიდერობა ქართულ ბაზარზე იმით იყო განპირობებული, მათ ჰქონდათ ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამან გამოწვია ახალი კომპანიების მუშაობის შეფერხება, დიდი ნაწილი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. თუ კომპანიამ სამუშაო არ შეასრულა ის მუშახელის შენახვას ვერ შეძლებს. ამიტომაც მომრავლდნენ უცხოური კომპანიები ბაზარზე, რათა დანაკლისი შევსებულიყო“, - განმარტავს ქეთი ენუქიძე.

 

მისი განმარტებით, კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შეთავაზებამ არაკონკურენტული გარემოს შექმნა გამოწვია, რამაც ქეთი ენუქიძის თქმით, შესრულებული ხარისხი გააუარესა.

 

„ჩვენთან სატენდერო მოთხოვნები  დასახვეწია იმისთვის რომ შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო. ამისთვის სატენდერო დოკუმენტაცია არ უნდა იყოს პრინციპულად ორიენტირებული ან კონკრეტულ კომპანიაზე ან გამოცდილებაზე. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, რაც შემდგომში იმას განაპირობებს, რომ პროექტები უხარისხოდ ხორციელდება. საქართველოში ისეთი უცხოური კომპანიები ოპერირებენ, რომელებიც დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა წარმატებით ოპერირებენ ჩვენთან და მათ მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია ჩნდება ხოლმე, რადგან ხარისხზე პასუხს ვერ აგებენ. ჩვენ კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქცენტს იმაზე კი არ ვაკეთებთ, რომ ვიღაცამ რა ქრთამი აიღო, ან ვინ გვაჩვენებს ამას, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არაკონკურენტული გარემო იქმნება და სახელმწიფომ ეს იცის და მაინც არაფერს აკეთებს. შედეგად, ერთი და იგივე ძლიერი კომპანიები კიდევ უფრო მეტად ძლიერდება რა დროსაც პატარა კომპანიები ბაზრიდან ქრებიან“,- ამბობს ქეთი ენუქიძე.

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მთავარი იურისტი თეონა კუპრეიშვილი აცხადებს, რომ ქართული კომპანიების ბაზრიდან გაქრობა დაკავშირებულია ტენდერების პირობებთან. მისი თქმით, სახელმწიფო ისე ადგენს ტენდერის პირობებს, რომ ქართული კომპანიები ძირითად მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და უმსხვილესი ტენდერებს უცხოური კომპანიები იგებენ.

 

„ქართულ კომპანიებს ხელშეწყობა არ აქვთ, სახელმწიფომ სუვერენული პოლიტიკა უნდა გაატაროს, სატენდერო პირობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული ისე, რომ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცეთ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ გვყავს, როგორც მცირე კომპანიები, ასევე საკმაოდ დიდი კომპანიები რომლებსაც არაერთი მსხვილ მასშტაბიანი პროექტი აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სატენდერო პირობებში გამოცდილება ისე უნდა იყოს დაწესებული შემსყიდველის მხრიდან, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეს შესაძლებლობა სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ. თუ კომპანიებმა დიდ ტენდერებში არ მიიღეს მონაწილეობა საბოლოო ჯამში გამოცდილებას ვერასდროს დააგროვებენ. სწორედ ამიტომაა, რომ უცხოურ კომპანიებს დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა თეონა კუპრეიშვილმა.

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მთავარი იურისტი „კომერსანტთან“ საუბრობს თუ როგორ შეიძლება ქართული კომპანიები დაეწიონ უცხოურ გამოცდილებას და საბოლოო ჯამში,მათ მიიღონ ტენდერების დიდი ნაწილი.

 

კანონმდებლობა გვეუბნება რა ფორმით უნდა განსაზღვროს შემსყიდევლმა პირობები. როდესაც მსხვილ მასშტაბიან ტენდერებზე გვაქვს საუბარი, სახელმწიფოს პოზიცია არის სწორი იმ კუთხით რომ მათ სჭირდებათ გამოცდილი კომპანიები, რათა პროექტები განახორციელონ. თუმცა, შესაძლებელია მეტი სუვერენული ელემენტების ჩართვა სატენდერო პირობების ჩანაწერში, მაგალითად, იყოს მოთხოვნილი ქართულ კომპანიებთან ერთად ამხანაგობის ხელშეკრულების გაფორმება . შესაძლებელია ტენდერში მათი ასე დაშვება. ან ჩაიდოს ისეთი პირობა, რომ ქვეკონტრაქტის გარკვეული ტიპის მოცულობა გადაეცეს ქართულ კომპანიას, ან ნომინირებული ქვეკონტრაქტის პირობა დაწესდეს, მაგალითად, 40-50 პროცენტი, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეს წვდომა ტენდერში. შესაძლებელია ტენდერები დაიშალოს ისეთ ლოტებად, რომ მოთხოვნილ გამოცდილებას ძლიერი ქართული კომპანიები აკმაყოფილებდეს. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელშეწყობა, რომ ქართულმა კომპანიებმა დიდი მასშტაბის ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა“,- აცხადებს თეონა კუპრეიშვილი.

 

 

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ მიზეზი თუ რატომაც გაქრნენ ქართული კომპანიები არის ის, რომ უცხოელი მშენებლები პროექტებს შედარებით იაფად ახორციელებენ. მისი თქმით, უცხოური კომპანიები სტანდარტებს უფრო მარტივად მოერგნენ რა დროსაც ქართული კომპანიები ჩაიძირნენ. ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ დღევანდელი სამშენებლო სექტორი ხელში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რამდენიმე კომპანიამ ჩაიგდო. ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკურ ასპექტს განიხილავს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკისთვის დამღუპველია.

 

„საქართველოს თავისი ზომიდან გამომდინარე, ლიმიტი აქვს. ინფრასტრუქტურულ ხარჯებს რაღაცაზე მეტს ვერ ითვისებს, მაგალითად, 3,5 მილიარდია გამოყოფილი მთლიანობაში კაპიტალური ხარჯებზე. სწორედ ამიტომაა ყოველ წელს თანხები აუთვისებელი. ჩვენ, რომ ვნახოთ 11 თვეში შესრულებული  სამუშაოების დაახლოებით 60 პროცენტი, ეს პირადაპირ მიუთითებს იმას, რომ პროექტები არაეფექტურად ხორციელდება და ბოლო ერთ თვეში ხდება ხოლმე თანხის კორექტირება ან ათვისება. ეს არის პასუხი იმაზე, რომ ერთის მხრივ კორუფციული გარიგებებიც ხდება და მეორეს მხრივ, თანხები არაეფექტურად იხარჯება.


2012 წელს 800 მლნ იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯი, ახლა ციფრი 2,1 მლრდ-მდეა გაზრდილი. ჩვენი ეკონომიკური ზრდა მთლიანად სამთავრობო ხარჯებზე დგას,ეს  არაჯანსაღია. სხვა ყველა სექტორი ჩაწოლილია იმიტომ, ხელისუფლება ზრდის და ზრდის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ დავარდეს.


მათი პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკისთვის დამღუპველია. გრძელვადიან პერიოდში არმოგებაზე გათვლილი ინვესტიციები, რომელიც მთლიანად გადართულია კაპიტალურ ხარჯებზე, საერთო ჯამში ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.  საკმარისია ინფრასტრუქტურული ხარჯები შემცირდეს, რომ ეკონომიკური ზრდა დავარდება, სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

 

 

ბაჩო ადამია




ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...


მსგავსი სიახლეები

up