ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით

ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით

access_time2021-01-31 10:14:47

ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბუნებრივი აირი მთლიანად, ხოლო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 11%) მეზობელი სახელმწიფოებიდანაა იმპორტირებული. ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50% აზერბაიჯანიდან, თითქმის 40% კი იმპორტირებულია რუსეთიდან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის რესურსის ნახევარიც არ არის ათვისებული. ამ ტიპის ენერგიის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, როცა საქართველოში ენერგომატარებლებზე ტარიფები გაიზარდა და გაძვირება კიდევ მოსალოდნელია.

ქარის ენერგია

საქართველოში ამჟამად მხოლოდ ერთი – ქართლის ქარის ელექტროსადგური მუშაობს, რომელიც 2016 წლის ბოლოს ამოქმედდა. 20,7 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური შპს საქართველოს ქარის კომპანიის საკუთრებაშია, რომელმაც ის სახელმწიფოსგან 2019 წელს $14,4 მილიონად შეისყიდა. 2020 წელს ელექტროსადგურმა სულ 90,8 მილიონი კვტ.სთ გამოიმუშავა, რაც ქვეყნის ენერგოსისტემის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 0,8%-ს შეადგენს.

საქართველოს მთავრობას ამ დროისთვის 16 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე აქვს გაფორმებული მემორანდუმი. მათ შორისაა კავკასიის ქარის კომპანიის მიერ დაგეგმილი მშენებლობები თბილისის, კასპის, მარტყოფისა და ტყიბულის მიმდებარე ტერიტორიებზე. წინასწარი გათვლებით, თითოეული სადგურის სიმძლავრე 100 მეგავატი უნდა იყოს. სულ საქართველოში ქარის თეორიული ენერგოპოტენციალი 1 300 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს. ეს მდინარეების ენერგოპოტენციალზე მეტია. ქარის ელექტროსადგურების ძირითადი გამომუშავება ზამთრის იმ თვეებზე მოდის, როცა ქვეყანა ჰიდრორესურსების დეფიციტს განიცდის.

განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ქარის ენერგია ყველაზე იაფია. მისი საერთო სიმძლავრე მსოფლიოში ბოლო ექვს წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა. ქარის ენერგიის გამომუშავებაში ლიდერია გერმანია, სადაც გამომუშავებული ენერგიის 20% ქარის ელექტროსადგურზე მოდის. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს.

მზის ენერგია

მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 108 მეგავატით არის შეფასებული. მზის ელექტროსადგური ქვეყანაში ამ დროისთვის არ არის აშენებული და წარმოება ძირითადად საყოფაცხოვრებო მიკროსადგურების მეშვეობით ხდება. მზის პანელების დამონტაჟებას საქართველოში რამდენიმე კომპანია ახორციელებს. მათ შორისაა Helios Energy. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნამ ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდის შემდეგ მკვეთრად მოიმატა.


„ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდამ ყველას დაანახა, რომ საკუთარი გენერაციის წყაროს შექმნაზე უნდა იზრუნოს. ბევრმა კომპანიამ მოგვმართა, რომლებსაც უნდათ იაფი ელექტროენერგია გამოიყენონ. ბიზნესსექტორს ტარიფის ზრდა მძიმე დარტყმას მიაყენებს, ამიტომ მოხმარებას ნაწილობრივ მაინც თუ ჩაანაცვლებენ მზის ენერგიით, ეს დიდი შეღავათი იქნება. ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით. ეს თანხა ქვეყნიდან არ უნდა გავიდეს და განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს“, – ამბობს Business Feed -თან საუბრისას Helios Energy-ის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.

Freepik.com
მზის ენერგიის გამოყენებას საქართველოში აფერხებს ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის ფინანსურად ხელმიუწვდომელია. თორნიკე დარჯანიას თქმით, 1 კვტ.სთ მზის ენერგიის მისაღებად $500-700 ღირებულების დანადგარია საჭირო. ხოლო ერთ ოჯახს მოხმარებისთვის საშუალოდ 3 კილოვატი სჭირდება.

„ეს ისეთი დიდი თანხა არ არის, რომ ხალხი ვერ გასწვდეს, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა და ბევრისთვის ამ სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ არის. არადა, მზის ენერგიაში ჩადებული ინვესტიციის ამოღება 4-დან 5 წელში არის შესაძლებელი. არც ერთ ბიზნესს ასეთი სწრაფი უკუგება არ აქვს“, – ამბობს თორნიკე დარჯანია.

სახელმწიფოს ამ დროისთვის მზის 4 ელექტროსადგურების მშენებლობაზე აქვს მემორანდუმი გაფორმებული. მზის 10 ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობს კომპანია GRPC (კავკასიის მზის კომპანია). მზის ელექტროსადგურის აშენებას თბილისში გეგმავს ლიეტუვური კომპანია Saules Graza.

„სახელმწიფოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები მცირე და საშუალო მასშტაბის პროექტებზე, რომლებიც ჯერჯერობით კვლევის ეტაპზეა და შევეცდებით, მათ განვითარებას მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს Business Feed-თან საუბარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე ყაზარაშვილი, – „2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. 2020 წელს გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომელიც 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესების მხარდაჭერას გულისხმობს. ახალ ჰესებს, რომლებიც 1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრებენ, სახელმწიფო გადაუხდის პრემიას. ეს წაახალისებს ჰესების მშენებლობას და გაააქტიურებს ბაზარს. ვაპირებთ მივიღოთ მსგავსი ტიპის მხარდაჭერის სქემები სხვა განახლებადი ენერგიის – ქარის, მზის, ბიომასის, ბიოგაზის წარმოებისთვის. ვცდილობთ, ქვეყნის შესაძლებლობების ფარგლებში განვითარდეს განახლებადი ენერგიის ბაზარი და მოვიზიდოთ ინვესტორები ამ სფეროში“.

დაგეგმილი პროექტების მიუხედავად, განახლებადი ენერგიის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი სჭირდება.

„გერმანიის მთავრობა მზის ელექტროსადგურის აშენების შემთხვევაში კომპანიას გარანტიას აძლევს, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიას 20-წლის განმავლობაში წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეისყიდის. ჩვენთან ასეთი რამ არ არის. ხოლო სახლის დათბუნების შემთხვევაში, მის მფლობელს გერმანიაში სახელმწიფო ხარჯის 50%-ს უფინანსებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ დაუთბუნებელი სახლი, მეტ ენერგიას მოიხმარს, შესაბამისად, იმპორტი იზრდება და ქვეყნიდან მეტი ფული გადის. ჩვენთან სახლებს, ვისაც როგორ უნდა, ისე აშენებს, შემდეგ კი სახელმწიფო არის ვალდებული ეს არაენერგოეფექტური სახლები ელექტროენერგიით მოამარაგოს, რისთვისაც ძვირი იმპორტირებული ენერგიის ყიდვა უწევს.

ამ სფეროში ერთიანი გრძელვადიანი ხედვა არ არსებობს. ქვეყანას არ აქვს სტრატეგია. ქვეყანაში მოსული ინვესტორი შიშობს, ჩადებული ინვესტიცია ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ დაკარგოს. პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში შეღავათიან სესხს მზის ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს არ აძლევენ. არადა, შეღავათიანი სესხი კარგი იქნებოდა ჩვენთვის, რადგან ქვეყანას სჭირდება განახლებადი ენერგია“, – ამბობს თორნიკე დარჯანია.

 Business feed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up