„არანაირი საფუძველი, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს“ - ლაშა ხუციშვილი

„არანაირი საფუძველი, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს“ - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-01-23 17:30:42

არანაირი საფუძველი, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს, - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება.


როგორც მან აღნიშნა, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან.


ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანას მიღებული აქვს მადლობის წერილები საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში დადგენილი სტანდარტების შესრულებისთვის.



„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე, ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რათა სანქციების აღსრულება მოხდეს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო და საბანკო სექტორთან მიმართებით - ადგილზეა. ჩვენ, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტროლს, როგორც ევროკავშირში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები. შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენი ქვეყანა პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი და ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ვიდრე რუსეთთან მიმართებით.


„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე გაიზარდა რუსეთთან მიმართებით. ასევე, მთელ მსოფლიოსთან მიმართებით ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთთან. შესაბამისად, ამ ნაწილში უმჯობესია, რომ დავეყრდნოთ ოფიციალურ სტატისტიკას და სწორედ არსებული სტატისტიკიდან გამოვიტანოთ დასკვნები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up