YouTube-მა 3 თვეში 8 მილიონი ვიდეო წაშალა

YouTube-მა 3 თვეში 8 მილიონი ვიდეო წაშალა

access_time2018-04-24 15:23:39

Google-ის მფლობელობაში მყოფი YouTube-ი თავის პოლიტიკასთან შეუსაბამო ვიდეოების წაშლას განაგრძობს. ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, YouTube-მა ოქტომბრიდან დეკემბრამდე 8 მილიონი ვიდეო წაშალა - მათი უმრავლესობა სპამს ან ზრდასრულთათვის განკუთვნილ ვიდეოებს წარმოადგენდა.


“ამ გზით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრესს, თუ როგორ ვცდილობთ ჩვენი პლატფორმიდან წესების დამრღვევი კონტენტის წაშლას,“ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


ანგარიშის თანახმად, YouTube-ის წესების დამრღვევი ვიდეოების უმრავლესობას წინასწარ ნეგატიურ შეფასებას კომპიუტერი უკეთებს.


გასულ კვირას CNN-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 300-ზე მეტი ცნობილი კომპანიის რეკლამა YouTube-ის ისეთ არხებზე ხვდებოდა, რომლებიც ნაციონალისტების, ნაცისტების, პედოფილიის, შეთქმულების თეორიებისა და ჩრდ. კორეის პროპაგანდას ავრცელებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Adidas-ი, Amazon-ი, Cisco, Facebook-ი, Hilton-ი, LinkedIn-ი, Mozilla, Netflix-ი და Under Armour-ი ასეთი ტიპის არხების შემქნელებს ფინანსურად ეხმარებოდნენ.




YouTube მილიარდზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, რომელიც დღეში ჯამურად მილიარდზე მეტი საათის განგრძლივობის ვიდეოს უყურებს. შესაბამისად, YouTube-სთვის რთულია კონტენტზე კონტროლის გავრცელება. თუმცა კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები იმისი დასტურია, რომ YouTube სწორი მიმართულებით მიდის.



Google-ის განცხადებით, კომპანია წლის ბოლომდე 16,000 თანამშრომელს აიყვანს, რომელიც საძებო სისტემიდან არაშესაბამის კონტენტს წაშლის.



წყარო : CNNMoney




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up