წელს, 10 წლის განმავლობაში პირველად, YouTube-ი თავის ტრადიციულ მიმოხილვაზე Rewind, უარს იტყვის. ინფორმაცია ამის შესახებ ვიდეო-ჰოსტინგის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი მიძღვნილი რგოლი ძალიან მძიმე გამოვიდოდა.
„2020 წელი განსხვავებული იყო. ჩვენი აზრით არასწორია ისე მოქმედება, თითქოს ეს ასე არ არის. ამიტომ წელს პროექტი Rewind შესვენებას იღებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
YouTube-მა ასევე მადლობა გადაუხადა ავტორებს, რომლებიც პლატფორმაზე ვიდეოებს ტვირთავენ.
„თქვენ ხალხის მხარდაჭერის გზა იპოვეთ, მათ სიცილის საშუალება მიეცით და ეს მძიმე წელი ცოტათი მაინც გააუმჯობესეთ“, - წერია მიმართვაში.
imedinews.ge