Project-syndicate: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოსავლეთ ევროპისთვის ცუდი მაგალითია

Project-syndicate: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოსავლეთ ევროპისთვის ცუდი მაგალითია

access_time2021-05-28 19:00:49

ბოლო 30 წლის მანძილზე სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირში შევიდნენ და იმათ ვინც ამის გაკეთება ვერ მოახერხა.



პირველები ევროკავშირის ლიდერ-ქვეყნებს ეწევიან, მეორეები კი ევროგაერთიანებას და რუსეთს შორის ნეიტრალურ ზოლში გაიჭედნენ. ამაზე ნათლად მეტყველებს განსხვავება უკრაინას და პოლონეთს შორის - 1989 წელს უკრაინის ეკონომიკა პოლონეთზე განვითარებული იყო, დღეს კი პოლონეთის მშპ უკრაინაზე 5-ჯერ მაღალია, ხოლო მილიონობით უკრაინელი პოლონეთში სამუშაოდ გარბის.



ეს არამხოლოდ უკრაინას ეხება, რუსეთის და ბელარუსის ეკონომიკებიც ღრმა სტაგნაციას განიცდიან. ამავე დროს ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სწრაფად მიდიან წინ, 2014-2019 წლებში მათი ეკონომიკები საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც რუსეთის მშპ ვარდებოდა და დღეს ის ამ კუთხით რუმინეთსაც კი ჩამორჩება, რომ არაფერი ვთქვათ ჩეხეთზე და პოლონეთზე.



ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მშპ-ც რუსეთზე დაბალია, ბულგარეთია, თუმცა, სავარაუდოდ, არც ეს რეალობა გაგრძელდება დიდხანს.



ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ 90-ან წლებში ევროკავშირში წევრობის წყალობით ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპამ მდიდარი ქვეყნებიდან ინდუსტრიის ნაწილის გადმოტანა მოახერხა. მაგალითად, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში დღეს სწრაფად ვითარება მანქანათმშენებლობა და ეს დასავლეთ ევროპის ავტოგიგანტების ხარჯზე ხდება.



მათ ასევე ბრიუსელის დახმარებით უკეთესი მმართველობით სისტემის და ხარისხიანი მენეჯმენტის ჩამოყალიბებაც შეძლეს, რაც წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.



ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კიდევ ერთი დაავადებაა კორუფცია, Transparency International-ის რეიტინგში პოლონეთი 45-ზე, ჩეხეთი 49-ზე, სლოვაკეთი 60-ზე, უნგრეთი კი 69-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა და რუსეთი - 117-ზე და 129-ზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებიც იდეალური არაა, თუმცა, ის ინვესტორებისთვის საკმარისი აღმოჩნდა - მათ ზუსტად იციან, რომ საკუთრების უფლება ამ ქვეყნებში დაცულია, რადგანაც მათ ტერიტორიებზე ევროპული სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება.




ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადღეისოდ ყველაზე განვითარებული და ნაკლებად კორუმპირებულია ბალტიის 3 ქვეყანა, თუმცა, ეს ამ უზარმაზარი სივრცის ჭაობიდან გამოყვანისთვის საკმარისი არაა.



აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპაშიც არსებობს გარკვეული პრობლემები - Transparency International-ის მონაცემებით ბოლო წლებში ამ რეგიონის ქვეყნებში მმართველობის ხარისხია უარესდება, კორუფცია კი იზრდება. ცუდ მაგალითად უჩვენებს უნგრეთი, რომელის ბოლო წლებში კორუფციის კუთხით აქამდე ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს, ბულგარეთს და რუმინეთს დაეწია.



ასევე აშკარაა დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა უნგრეთში და პოლონეთში, თუმცა, ისინი ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ სარგებელს ჯერაც იღებენ.



დღეს, ისე, როგორც არასდროს, ევროკავშირმა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მმართველობის გაუარესება და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა არ უნდა დაუშვას.



ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების განვითარების სამწუხარო ტრაექტორია არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა თავის რიგებში ყველა საშუალებით უნდა დაიცვას.



project-syndicate.org

თენგიზ აბლოთია

თეგები:
სსრკ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up