ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს თემურ უგულავას  „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს

ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს თემურ უგულავას „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს

access_time2019-09-11 12:59:44

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.


„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს - ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს მადლობა გადაუხადა.


„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ არა მხოლოდ გლდანის რაიონისთვის, არამედ მთლიანად დედაქალაქისთვის. ახალი მიზიდულობის ცენტრი გვექნება, როგორც ამას წინასაარჩევნოდ დაგპირდით. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა და კონცეფცია ძალიან კარგად იყო შემუშავებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


„კომერსანტი“




დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-09 12:30:56
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1825-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1794 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2250 ლარადაა...

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება 50 დოლარს შეადგენს

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება  დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება  50 დოლარს შეადგენს
access_time2020-04-09 13:00:58
უახლოეს რამდენიმე კვირაში მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები გამოჩნდება. იდეა ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით. ნიღბების წარმოება უკვე დაწყებულია უკრაინაში და ქართველი მომხმარებელი მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში თვის ბოლოს შეძლებს. როგორ ებრძვის ულტრაიისფერი ნიღაბი კორონავირუსს, ამის შესახებ, „კომერსანტს“ თამაზ მჭედლიძე...


მსგავსი სიახლეები

up