ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დაინიშნება

ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დაინიშნება

access_time2022-08-03 13:50:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შუამდგომლობას, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დაინიშნოს, ხელი მოაწერა. ამის შესახებ კულებამ Ukrinform-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„დიახ, ვენედიქტოვას შვეიცარიის ელჩად დანიშვნის შესახებ შუამდგომლობას ხელი მოვაწერე“, - განაცხადა კულებამ.


მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშვნის პრაქტიკა ყველა ქვეყანაში არსებობდა, რადგან „საჭიროა ახალი სისხლის, ახალი აზრებისა და შეხედულებების შემოდინება“.



ცნობისთვის, 19 ივლისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ვენედიქტოვას უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.


ipn.ge






უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up