ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უეცარი დაკარგვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ ხართ – ბრიტანელი ექსპერტები

ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უეცარი დაკარგვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ ხართ – ბრიტანელი ექსპერტები

access_time2020-03-23 23:19:45

ადამიანი, რომელიც ყნოსვის შეგრძნებას უეცრად დაკარგავს, შეიძლება, ახალი კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს. ამის შესახებ ბრიტანელი ბრიტანელი რინოლოგები მტკიცებულებათა შეგროვების საფუძველზე იუწყებიან.

 

ბრიტანეთის ყელ-ყურ-ცხვირის წამყვან ექსპერტთა ცნობით, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით მესამედი აღნიშნავს, რომ მათ უეცრად დაკარგეს ყნოსვის შეგრძნება.

 

„სამხრეთ კორეაში, სადაც ტესტირება ყველაზე ფართო მასშტაბით ჩატარდა, მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფიცირებულთა 30 პროცენტი ამბობს, რომ ჰქონდათ ანსომია (ყნოსვის უქონლობა)“, — აღნიშნავენ ერთობლივ განცხადებაში ბრიტანეთის რინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, პრეზიდენტი, პროფესორი კლეირ ჰიპკინსი და ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნირმალ კუმარი.

 

პროფესორების განცხადებით, ბევრი პაციენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც COVID-19 აღმოაჩნდათ, სიმპტომებს შორის აღწერენ მხოლოდ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვას, სხვა უფრო აღიარებული სიმპტომების, მაგალითად სიცხისა და ხველების გარეშე.

 

„სულ უფრო იზრდება იმ მოხსენებათა რაოდენობა, რომლებიც პაციენტებში ანსომიის ქონას იუწყება, სხვა სიმპტომთა გარეშე. ირანი იუწყება იზოლირებული ანსომნიის შემთხვევების უცაბედი ზრდის შესახებ, იგივეს აღწერს ბევრი ჩვენი კოლეგა აშშ-დან, საფრანგეთიდან და ჩრდილოეთ იტალიიდან“, — წერია განცხადებაში.


 

ასეთ შემთხვევებში სხვა აღიარებულ სიმპტომთა ნაკლებობა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ნაკლებ სავარაუდოა მოხდეს ამ ადამიანების ტესტირება და იზოლაცია, რის გამოც მათ შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით დაავადების სწრაფ გავრცელებაში დიდი წვლილი შეჰქონდეთ.

 

„ეს პაციენტები შეიძლება ფარული გადამტანები იყვნენ და არ არის გამორიცხული, სწორედ მათ გამოიწვიეს COVID-19-ის ასეთი სწრაფი გავრცელება“, — ამბობენ პროფესორები.

 

პროფესორმა კუმარმა Sky News-ს განუცხადა, რომ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება შეიძლება განსაკუთრებით დამახასიათებელი იყოს ახალგაზრდა პაციენტებისთვის, კორონავირუსის სხვა უფრო ჩვეული სიმპტომების, სიცხისა და ხველების გარეშე.

 

„ახალგაზრდა პაციენტებს შეიძლება არ აღენიშნებოდეთ არც ხველება და არც სიცხე, მაგრამ დაკარგონ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, რაც მიუთითებს, რომ ვირუსი უკვე ცხვირშია ჩაბუდებული“, — ამბობს კუმარი.

 

პროფესორები მოუწოდებენ ყველას, ვინც მოულოდნელად დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, დაუყოვნებლივ მოახდინონ თვითიზოლაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების შემდგომი გავრცელება.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up