„ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები - მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ - მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალების დაუყოვნებლივი გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

„ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები - მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ - მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალების დაუყოვნებლივი გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

access_time2022-08-24 12:50:00

ჩვენ, „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მონაწილეები, ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია, რათა აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მონაწილეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


„მკაცრად ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის ტერიტორიული წყლების გამოყენებას. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ სამხედრო ავიაციისა და ხომალდების ფართო გამოყენებას სარაკეტო დარტყმებისა და თავდასხმებისთვის, რაც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.


რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.


მტკიცედ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით, რადგან ისინი მამაცურად უპირისპირდებიან რუსეთის სამხედრო აგრესიას და გამოვთქვამთ სოლიდარობას ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი პირადი რისკის ფასად იმაღლებენ ხმას რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.



„ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.


„გამოვხატავთ მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის მიზნით.


ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობას.


ვიმეორებთ ჩვენს ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს მის მიერ ყირიმის ოკუპაცია და აღდგეს უკრაინის კონტროლი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მეორე სამიტი ონლაინ რეჟიმში გუშინ გაიმართა და მასში მონაწილეობა 60-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.


ინტერპრესნიუსი


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up