ყირიმთან მიმართებაში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ საქართველო შეუერთდა -  ველოდოთ თუ არა ახალ ემბარგოს მოსკოვისგან

ყირიმთან მიმართებაში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ საქართველო შეუერთდა - ველოდოთ თუ არა ახალ ემბარგოს მოსკოვისგან

access_time2020-08-31 16:50:44

ევროკავშირის საბჭომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 23 ივლისამდე გააგრძელა. სანქციას კვლავ უერთდებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია.


„ექსპორტის განვითარების ასოციაცია“ უფროსი მრჩეველი გიორგი გუდაბაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩართულობა მსგავსი სახის რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებში შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან  ემბარგოს დაწესების მიზეზი გახდეს.


„ზოგადად ძალიან რთულია ნებისმიერი ნაბიჯის წინასწარ განსაზღვრა, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ. რას, როდის და როგორ გადაწყვეტს ეს ქვეყანა რთული საპროგნოზოა. მისი მხრიდან ბარიერების შექმნა უცხო არ არის ჩვენთვის, ემბარგოს ძალიან უმნიშვნელო მიზეზების ფონზე აწესებდა. ერთადერთი რაც ჩვენ დაგვრჩენია ის არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ რუსეთზე დამოკიდებული არ ვიყოთ არც ექსპორტის და არც იმპორტის კუთხით. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ყველა ქართველ ექსპორტიორს და მაქსიმალურად ვეხმარებით მათ, რომ ნაკლებად ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული, რათა მსგავს შემთხვევებში, თუნდაც როგორიც ყირიმის ანექსიის გამო გახანგრძლივებულ სანქციაზე საქართველოს კვლავ შეერთებაა, მეზობელმა ქვეყანამ ემბარგო ან სხვა შეზღუდვები არ დაგვიწესოს. შესაბამისად, საჭიროა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და არა მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება. სავაჭრო ბერკეტს და ბარიერს საქართველოსთვის რუსეთი ყოველთვის გამოძებნის, რათა გვაშანტაჟოს. საქართველოს ეკონომიკა დღესაც დიდი დოზით რუსეთზეა დამოკიდებული და უმნიშვნელო მიზეზიც საკმარისია რომ ემბარგო დაგვიწესოს“, - განმარტა გიორგი გუდაბაძემ.



აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღო. კონფლიქტის შედეგად 2014 წლის შემდეგ 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იმ გადაწყვეტილებაში საუბარი ეხებოდა ყირიმში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვას და იგივე დატოვეს ძალაში 2021 წლამდე. დეკლარაციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up